ENGLISH /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი
ფაკულტეტის შესახებ

ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი უნივერსიტეტის ყველაზე დიდი ფაკულტეტია როგორც სასწავლო პროგრამების, ისე სტუდენტების რაოდენობის თვალსაზრისით. აქ პრიორიტეტია ხელოვნების ისტორიისა და თეორიის შესწავლა, ხელოვნებათმცოდნეობითი დარგების - თეატრმცოდნეობის, კინომცოდნეობის, ხელოვნებათმცოდნეობის (სახვითი ხელოვნება და არქიტექტურა) შესწავლა. ამავე დროს ფაკულტეტი დიდ ყურადღებას აქცევს განვითარებას იმ სპეციალობებსა, რომლებიც ჰუმანიტარულ დარგებს არ მიეკუთვნება, მაგრამ ხელოვნებასა და კულტურის სფეროსთან აქვთ უშუალო კავშირი. ესენია ჟურნალისტიკა - კულტურის ჟურნალისტიკაზე აქცენტით; ასევე, კულტურული ტურიზმი და ხელოვნების მენეჯმენტი. აღნიშნული დარგების სწავლა, სწავლება და კვლევა ფაკულტეტის მთავარი საქმიანობაა.

ფაკულტეტზე სწავლა ხორციელდება სამ საფეხურზე:

ბაკალავრიატი  

მაგისტრატურა

დოქტორანტურა

სპეციალობების დახასიათება შეგიძლიათ იხილოთ საგანმანათლებლო პროგრამების კატალოგში 

ფაკულტეტი, გარდა საკუთარი სპეციალობებისა, სრულფასოვანი სახელოვნებო განათლების მისაღებად აუცილებელი, სპეციფიური, სპეციალური თეორიული, ზოგადსაუნივერსიტეტო საგნების სწავლებით უზრუნველყოფს მთელ უნივერსიტეტს.

მისამართი:

უნივერსიტეტის I კორპუსი,

რუსთაველის პროსპ. N19, III სართული;

უნივერსიტეტის I I კორპუსი,

აღმაშენებლის N40, II სართული;

ტ. 2 99 75 41

ელ.ფოსტა: tafu_art@yahoo.com

^ ზემოთ
 
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
0950536
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2017-03-24
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია