ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი

ანანო (ანა) სამსონაძე - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი 2022 წლიდან (მ.შ. 2018 წლიდან), ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ქორეოგრაფ-ქორეოლოგი.

სადისერაციო საბჭოს ქორეოგრაფია-ქორეოლოგიის დარგობრივი სექციის თავმჯდომარე.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1990 წ.), თბილისის კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოლოგიის სპეციალობა (1997წ.), და ქორეოგრაფიის სახალხო უნივერსიტეტის ქართული ხალხური ცეკვის ფაკულტეტი (1992წ.).

2006 წელს დაიცვა დისერტაცია „ქორეოგრაფიული ხელოვნების შესწავლის ძირითადი მიმართულებები (ქორეოლოგიის საფუძვლები)“.

არის სახელმძღვანელოს ავტორი - „ქორეოლოგიის საფუძვლები“ (2020). გამოქვეყნებული აქვს 35-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაცია და სამეცნიერო-პოპულარული სტატია. მისი რედაქტირებით გამოცემულია მრავალი თემატური წიგნი და სტატია, ასევე, არის რამდენიმე კრებულის შემდგენელი და რედაქტორი.

მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციაში მომხსენებლის სტატუსით. 2013 წლიდან დააფუძნა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია ქორეოლოგიაში. არის მრავალი სტუდენტური მოხსენების (ყველა აკადემიურ საფეხურზე-BA/MA/PhD) ხელმძღვანელი.

არის ქორეოლოგიის მიმართულების სამაგისტრო (2007 წლიდან) და სადოქტორო (2009 წლიდან) პროგრამების ავტორი და ხელმძღვანელი. არის სამი დაცული დისერტაციის (2013, 2014, 2019) სამეცნიერო ხელმძღვანელი. 2019 წლიდან არის შვეიცარიის ფიზიკური თეატრის აკადემიის მოწვეული პედაგოგი. იგი არის ავტორი და ლექტორი 17 თემატური სასწავლო კურსის (ყველა აკადემიურ საფეხურზე-BA/MA/PhD). ჩატარებული აქვს მრავალი საჯარო ლექცია/ლექციათა კურსი და ვორკშოპი ქორეოგრაფია-ქორეოლოგიის მიმართულებით.

2013 წლიდან არის ყოველწლიური სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალის „ტერფსიქორეს“ დამაარსებელი და ხელმძღვანელი. იყო სხვადასხვა საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალის ლაურეატი და პრიზიორი (მოცეკვავის რანგში). აქვს მრავალწლიანი შემოქმედებითი გამოცდილება სადადგმო ქორეოგრაფიაში - არის 60-მდე სპექტაკლის ქორეოგრაფი.

2015 წლიდან არის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მიმართულების კომისიის წევრი. მისი ინიცირებით ცეკვა „ქართულს“ მიენიჭა აკმ ძეგლის სტატუსი. ასევე, იგი არის საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციის ICTM ეთნო-ქორეოლოგიის ჯგუფის წევრი.

 

 

 

 

 

 

^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2654359
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2024-04-11
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია