ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
გამოცემები

თეატრალური 100 - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი 1923-2023 (შემდგენელი ლამარა ღონღაძე) (2023)

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო კრებული.

წინამდებარე წიგნი უბრალო კრებული არ არის. ქართული სათეატრო განათლების ისტორიაა.

თეატრალურ ინსტიტუტში – უნივერსიტეტში მრავალი გამოჩენილი, გენიალური ადამიანი იღვწოდა. ახალგაზრდებმა, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში მოსულმა თაობებმა, უნდა იცოდნენ, ვის მხრებზე დგანან...

უნდა იცოდნენ იმ საგანმანათლებლო კერის ისტორია, რომლის დაარსებისთვის მრავალი წელი იბრძოდ­ნენ ერის საუკეთესო შვილები.

ISBN 978-9941-9830-8-5

 

დალი მესაბლიშვილი - სათეატრო ხელოვნების სწავლების პედაგოგიური ასპექტები მოზარდთათვის (დამხმარე სახელმძღვანელო) (2023)

ნაშრომი ეფუძნება ავტორის ოცდაათწლიან რეჟისორ-პედაგოგიურ გამოცდილებას, რომელმაც ამ სფეროში განხორციელებული ექსპერიმენტებით, საგანმანათლებლო და სახელოვნებო საგანთა მიზნობრივად სისტემატიზებით, ინტერდისციპლინური სწავლების პრინციპთა და თანამედროვე მეთოდ-ტექნიკების გამოყენებით, სპეციპიკური შემოქმედებითი კოლაბორაციების შექმნითა და დანერგვით, ბავშვთა სათეატრო ხელოვნების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

ISBN 978-9941-9881-0-3

 

ფილიპ ნუაზეტი - თანამედროვე ცეკვა გზამკვლევი (2023)

თარგმანი: ვალერი ოთხოზორია

თანამედროვე ცეკვის რევოლუციურობა, უდავოდ, იმ ფორმათა მრავალფეროვნებას ეფუძნება, რომელიც მან სცენაზე შემოიტანა. დაშვებულია ყველაფერი, ან თითქმის ყველაფერი. არ არსებობს შეზღუდვა ხანგრძლივობაში, კოსტიუმებში, დეკორაციაში: ყველაფერი იქმნება, ან გარდაიქმნება რეალურ დროში.

ISBN 978-9941-9881-2-7

 

მსოფლიო თეატრის ისტორია V-XVIII საუკუნეების მსოფლიო თეატრი, წიგნი II (მეორე გამოცემა) (2023)

სახელმძღვანელო -„მსოფლიო თეატრის ისტორია“ (ტ. II) მოიცავს ევროპული და აღმოსავლური თეატრების ისტორიის უმნიშვნელოვანეს მოვლენებს, შუასაუკუნეებიდან განათლების ეპოქის ჩათვლით (V-XVIII სს.). სახელმძღვანელო ქართულ ენაზე მსოფლიო თეატრის ისტორიის კომპლექსური მიმოხილვის პირველი მცდელობაა. ავტორებმა ნაშრომზე მუშაობისას გამოიყენეს ფილოსოფოსის, თეატრმცოდნის პროფესორ ელენე თოფურიძის სალექციო კურსი, ასევე სხვა ქართველ და უცხოელ მეცნიერთა კვლევები, თარგმანები. მეორე ტომში შესულია: შუასაუკუნეების, აღორძინების, კლასიციზმისა და განათლების ეპოქების თეატრი. სახელმძღვანელო გამოიცა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელშეწყობით. ვიმედოვნებთ, სახელმძღვანელოზე მუშაობა გაგრძელდება და ქართულ ენაზე დაიწერება XIX-XX საუკუნეების მსოფლიო თეატრის ისტორიაც. ავტორთა ჯგუფი: თამარ ბოკუჩავა, მარინე (მაკა) ვასაძე, მარიკა მამაცაშვილი, გულიკო მამულაშვილი, ნინო ქირია, ლაშა ჩხარტიშვილი, თამარ ცაგარელი, მარინა ხარატიშვილი.

ISBN 978-9941-9572-9-1 (პირველი გამოცემა)

ISBN 978-9941-9830-5-4 (მეორე გამოცემა)

 

ლელა გვარიშვილი - საოპერო სპექტაკლის სადადგმო თავისებურებების შესახებ (დამხმარე სახელმძღვანელო) (ოპერა) (2023)

დრამისა და ოპერის რეჟისურა შეიძლება დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაგრამ საოპერო ხელოვნებას გარკვეული სპეციფიკა, თავისებურება ახასიათებს, რაც, ბუნებრივია, განასხვავებს საოპერო რეჟისურას დრამატული თეატრის რეჟისურისაგან. წინამდებარე ნაშრომი სწორედ საოპერო რეჟისურის თავისებურებების გარკვევას ისახავს მიზნად.

ISBN 978-9941-9830-7-8

 

 

თამარ ბოკუჩავა, მაია გოშაძე - მსოფლიო თეატრის ისტორია, უძველესი და ანტიკური თეატრი, წიგნი I (მეორე გამოცემა) (2023)

თქვენ წინაშეა მსოფლიო თეატრის ისტორიის პირველი წიგნი - "უძველესი და ანტიკური თეატრი".

სახელმძღვანელოში თეატრი განიხილება როგორც საკაცობრიო ცივილიზაციის თანამდევი ფართო კულტურული და ანთროპოლოგიური ფენომენი. რომელიც, ერთი შეხედვით, სრულიად განსხვავებულად იჩენს თავს პრიმიტიულ საზოგადოებასა თუ საკაცობრიო კულტურის განვითარებულ საფეხურებზე.

სწორედ თეატრის დინამიკური განვითარების პრინციპი დაედო საფუძვლად სახელმძღვანელოს, სადაც თეატრის რიტუალური და მითოლოგიური საწყისები, პროფესიული განვითარების მთელი სპექტრი ახალი ტიპის პრაქტიკის ყველა შესაძლო გამოვლენა (თერაპიული, ანთროპოლოგიური, სოციალური, და სხვ.) განიხილება როგორც ერთიანი ზოგადსაკაცობრიო გლობალური პროცესის ნაწილი თავისი ნაციონალური თუ ეპოქალური თავისებურებებით.

თეატრის ისტორიის I წიგნი გამოიცემა მისი თანაავტორის – მაია გოშაძის გარდაცვალების შემდეგ. მაიამ დაასრულა წიგნის მის მიერ მომზადებულ ნაწილებზე მუშაობა, თუმცა სახელმძღვანელოს გამთლიანებისა და საბოლოო სტრუქტურის მინიჭების პროცესში მონაწილეობა ვეღარ მიიღო. წიგნი გამოსაცემად მის გარეშე მომზადდა. თამარ ბოკუჩავა

ISBN 978-9941-9572-7-7 (პირველი გამოცემა)
ISBN 978-9941-9830-4-7 (მეორე გამოცემა)

 

ART კვლევები (2022)

„ART კვლევები“ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებულია, რომელშიც ინსტიტუტის თანამშრომელთა უახლესი კვლევების შედეგბია ასახული.

„ART კვლევების“ IV კრებულში მრავალმხრივ საინტერესო და მნიშვნელოვანი სამეცნიერო პუბლიკაციებია წარმოდგენილი ხელოვნებათმცოდნეობის, თეატრმცოდნეობის, კინომცოდნეობის, ქორეოლოგიის, სახელოვნებო განათლების, ლიტერატურათმცოდნეობის, კულტუროლოგიის მიმართულებებით. ამასთან, მკითხველს ვთავაზობთ ახალ რუბრიკებს: „უცხოეთის არქივებიდან“ - უკრაინის ლიტერატურისა და ხელოვნების ცენტრალური სახელმწიფო არქივ-მუზეუმში (ქ. კიევი) ხელოვნებისა და მეცნიერების ქართველ მოღვაწეთა და, ზოგადად, საქართველოს შესახებ დაცულ დოკუმენტებზე პუბლიკაციით. აღნიშნული სტატია უკრაინელი კოლეგების მიერ საგანგებოდ მომზადდა „ART კვლევების“ IV კრებულისთვის. მეორე რუბრიკით - „ახალი თარგამანი“ - მკითხველი გაეცნობა ერთ-ერთ ყველაზე ადრეულ თეორიულ ნაშრომს საცეკვაო ხელოვნების შესახებ, რომელიც ქორეოლოგიული მეცნიერების სათავედაა მიჩნეული, ლუკიანე სამოსატელის „ცეკვის შესახებ“.

ტრადიციულად, „ART კვლევების“ IV კრებულშიც გამოყენებულია უნივერსიტეტის თეატრისა და კინოს მუზეუმში დაცული მასალები, რომელთა დიდი ნაწილი პირველად ქვეყნდება.

კრებული შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა: ირმა დოლიძემ

ლიტერატურული რედაქტორი - ქეთევან ელაშვილი

თარგმანი - მანანა პაიჭაძე

ინსტიტუტის დირექტორი - გიორგი ცქიტიშვილი

ავტორთა ჯგუფი: ირმა დოლიძე, ლია კალანდარიშვილი, თამარ ქუთათელაძე, ხათუნა დამჩიძე, ეკატერინე თაბუკაშვილი, მანანა პაიჭაძე, ქეთევან ელაშვილი, რუსუდან კვარაცხელია, გიორგი რაზმაძე, პაატა იაკაშვილი, ოლენა ჩიჟოვა, იგორ რეზნიკი.

ISBN 978-9941-9630-9-4 (ტომეული)
ISBN 978-9941-9830-2-3 (წიგნი IV)

 

კინოს სამყარო: კრიტიკული აზრები, სტატიები, ინტერვიუები - მთარგმელი და შემდგენელი ირინა კუჭუხიძე (2023)

წინამდებარე კრებულში შევიდა ფრაგმენტები მსოფლიოში აღიარებული კინოთეორეტიკოსების – ანდრე ბაზენისა და ზიგფრიდ კრაკაუერის – ცნობილი წიგნებიდან: „რა არის კინო?~ და „კინოს ბუნება. ფიზიკური რეალობის რეაბილიტაცია~; გამოჩენილი რეჟისორების, კინოკლასიკოსების _ ლუკინო ვისკონტის, ინგმარ ბერგმანის, ფედერიკო ფელინის ვრცელი, ყოვლისმომცველი ინტერვიუების ნაწყვეტები, ჟან-ლუკ გოდარის გამონათქვამები და საუბრები.

ისინი მსჯელობენ არა მარტო საკუთარ შემოქმედებაზე, არამედ გამოთქვამენ საინტერესო და ახალგაზრდა შემოქმედთათვის საყურადღებო მოსაზრებებს ზოგადად ხელოვნებაზე. რა თქმა უნდა, უფრო მეტად, კინოს თავისებურებებზე, ცხოვრებაზე, ფასეულობებზე, ადამიანურ ურთიერთობებზე...

ISBN 978-9941-9830-3-0

 

თამარ ქუთათელაძე - "მიზანსცენა" - (დამხმარე სახელმძღვანელო) (2022)

წიგნში ,,მიზანსცენა“ წარმოდგენილია სპექტაკლის უმთავრესი სეგმენტის - მიზანსცენის - ცნება, მნიშვნელობა, ევოლუციის პროცესი, აღწერის მეთოდი. ნაშრომი უმთავრესად დაეფუძნა XX საუკუნის დიდი ქართველი რეჟისორების - კოტე მარჯანიშვილის, ალექსანდრე (სანდრო) ახმეტელის, მიხეილ თუმანიშვილის, რობერტ სტურუას, თემურ ჩხეიძისა და შალვა გაწერელიას სპექტაკლების ქრესტომათიულად აღიარებულ მიზანსცენათა აღწერილობებსა და შეფასებებს ილუსტრაციების დართვით. ყოველი მონაკვეთის დასასრულს განთავსდა საკონტროლო შეკითხვები. წიგნი მომზადდა დამხმარე სახელმძღვანელოდ „სათეატრო კრიტიკასა და თეორიაში“.

მიზანსცენა, როგორც სპექტაკლის გამორჩეულად მნიშვნელოვანი კომპონენტი, თეატრმცოდნის სასწავლო პროცესის უმთავრესი მონაკვეთია. დღეისათვის ქართულ ენაზე სპეციალურ სასწავლო ლიტერატურაში არსებული გარკვეული კრიზისის გამო, წინამდებარე დამხმარე სახელმძღვანელო, პირველი მოკრძალებული ცდაა ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. ნაშრომის მიზანია ზემოაღნიშნულ პროცესში თვალსაჩინო მაგალითების საფუძველზე, სტუდენტებს შევთავაზოთ მიმდინარე თეატრალური პროცესებისა და სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების ფონზე წარმოქმნილი მიზანსცენების გააზრების ნიმუშები სპექტაკლის რეცენზირების, სამეცნიერო ნაშრომის, წარმოდგენის ზეპირი განხილვის პროცესში დასაბუთებული მსჯელობის შესასწავლად.

ვფიქრობთ, აღნიშნული გამოცემა დახმარებას გაუწევს არა მხოლოდ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პედაგოგებს სასწავლო თუ სალექციო მონაკვეთების მომზადებისას, არამედ საინტერესო იქნება თეატრალური ხელოვნებით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისთვისაც.

 

რედაქტორი – დავით კობახიძე,

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ემერიტუსი;

რეცენზენტები:

გიორგი ცქიტიშვილი,

თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი;

მაია კიკნაძე,

თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი;

ISBN 978-9941-9830-1-6

 

ზურაბ ჭარხალაშვილი - ბერტოლტ ბრეჰტის "ეპიკური" დრამა და თეატრი (2022)

წიგნი მონოგრაფიული ნარკვევია ბერტოლტ ბრეჰტის (1898-1956) „ეპიკურ“ დრამასა და თეატრზე. პირველწყაროებისა და საარქივო მასალების საფუძველზე, აგრეთვე ვრცელი მეცნიერული ლიტერატურის გამოყენებით განხილულია ბრეჰტის პიესები და ლიტერატურულ­ესთეტიკური შრომები. გაანალიზებულია ბრეჰტის თეატრალური მოღვაწეობა და „ბერლინერ ანსამბლის“ შემოქმედებითი პრაქტიკა.

ყურადღების ცენტრშია „ეპიკური“ დრამისა და თეატრის იდეურ­მხატვრული თავისებურებანი, დრამის „დრამატული“ და „ეპიკური“ ფორმები, „არისტოტელური“ და „არაარისტოტელური“ თეატრი, „გაუცხოება“ (Verfremdung), როგორც ბრეჰტის დრამის ესთეტიკური საფუძველი, ბრეჰტის ბრძოლა რეალიზმისათვის დრამასა და თეატრში.

წიგნში ნაჩვენებია ბრეჰტის „ეპიკური“ დრამისა და თეატრის ადგილი XX საუკუნის რეალისტური ხელოვნების ისტორიაში. იგი განკუთვნილია თეატრისა და დრამის ისტორიით დაინტერესებულ სპეციალისტთა ფართო წრეებისათვის, აგრეთვე ფილოლოგიურ და თეატრალურ სპეციალობებზე მოსწავლე ახალგაზრდობასთვის.

რედაქტორი – ხათუნა ჭარხალაშვილი

კორექტორი – მანანა სანადირაძე

დიზაინი და დაკაბადონება – ეკატერინე ოქროპირიძე

 

მეორე გამოცემა

ISBN 978-9941-9830-0-9

 

 

ეჟი გროტოვსკი - "ღარიბი თეატრისკენ" (2022)

ეუჯინიო ბარბას რედაქტორობით

პიტერ ბრუკის წინასიტყვაობით

ეჟი გროტოვსკი მუშაობის პირველ პერიოდში (რომელიც დაახლ.1970 წელს მთავრდება) გვთავაზობს სრულიად განსაკუთრებულ მიდგომას თეატრალური ხელოვნებისადმი, რასაც "ღარიბ ბთეატრს" უწოდებს. 1960-იანი წლებიდან მოყოლებული მთელი მისი ყურადღება მეთოდოლოგიაზე გადადის. პრაქტიკული ექსპერიმენტების საშუალებით იგი ცდილობს პასუხი გასცეს მის მიერვე დასმულ კითხვებს: რა არის თეატრი? რა არის მასში უნიკალური? რა შეუძლია თეატრს, რაც ფილმსა და ტელევიზიას არ შეუძლია? ამ ძიების შედეგად, გროტოვსკის სიტყვებით, ორი კონცეფცია იკვეთება: ღარიბი თეატრი და წარმოდგენა, როგორც ტრანსგრესიის, მკრეხელობის აქტი. ღარიბი თეატრის კონცეფციას გროტოვსკი შემდეგნაირად განმარტავდა: "ყოველგვარი ზედმეტის თანდათანობითი გაცხრილვის საშუალებით, აღმოვაჩინეთ, რომ თატრს შეუძლია იარსებოს გრიმის, კოსტიუმისა და დეკორაციის, ცალკე საშემსრულებლო სივრცის (სცენის), განათებისა და ხმის ეფექტების გარეშე და ა.შ., თუმცა მას არ შეუძლია იარსებოს მსახიობისა და მაყურებლის ურთიერთობის - მათ შორის ცხადი, უშუალო "ცოცხალი" კავშირისი გარეშე.

მთარგმნელი: ქეთევან გრძელიძე

რედაქტორები: მარინე (მაკა) ვასაძე, მარიკა მამაცაშვილი, ანა კვინიკაძე

კომპიუტერული უზრუნველყოფა: ეკატერინე ოქროპირიძე

საგამომცემლო პროექტის ავტორი: ანა კვინიკაძე

კორექტორი: მანანა სანადირაძე

წიგნი გამოიცა მწერალთა სახლის მხარდაჭერით.

ISBN 978-9941-9800-8-4

 

რუსუდან კვარაცხელია - „პოეტური კინო: საბჭოთა ავანგარდიდან საავტორო კინომდე“ (2022)

მონოგრაფიული ნაშრომი ეხება ისეთ მნიშვნელოვან მოვლენას კინემატოგრაფში, როგორიცაა „პოეტური კინო“. წარმოდგენილია კინოენაში ამ უმნიშვნელოვანესი სეგმენტის თეორიული ასპექტი, მოვლენის არსი, ანალიზი და შეფასება. განმარტებულია თავად მცნება, მოვლენის წინაპირობა, ფორმირება და განვითარების მთავარი ეტაპები; წიგნში საუბარია პოეტური კინოს სტრუქტურულ თავისებურებებსა და მის მნიშვნელობაზე ზოგადად კინემატოგრაფში.

წიგნი დაეხმარება კინოს სპეციალისტებს კინოესთეტიკისა და თეორიის სტრუქტურული საფუძვლების არსობრივ გაცნობიერებაში.

ISBN 978-9941-9800-6-0

 

თანამედროვე გერმანულეენოვანი დრამატურგიის ანთოლოგია (პეტერ ჰანდკე, ვოლფრამ ლოცი, ვერა შინდლერი) (2022)

კრებული მიზნად ისახავს ქართველ მკითხველსა და თეატრალურ საზოგადოებას ნაწილობრივ მაინც, თუნდაც ფრაგმენტულად, გააცნოს ამ განსაკუთრებული დრამატურგიული ტრადიციის ყველაზე ახალი, თანამედროვე ტენდენციები. ამრიგად, თქვენს წინაშეა გერმანულენოვან დრამატურგთა სამი თაობის წარმომადგენელთა თითო ნაწარმოები. ყოველი მათგანი უკანასკნელ დეკადაში შეიქმნა და თავისებურად, ძალიან ორიგინალურად განაგრძობს ან კიდეც უპირისპირდება ის საუკუნოვან ტრადიციას, გერმანულენოვანი (პოსტ) დრამის სახელს რომ უწოდებენ.

მთარგმნელები: გიორგი ჯამბურია, მაია ლიპარტელიანი

რედაქტორი: ანა კვინიკაძე

კომპიუტერული უზრუნველყოფა: ეკატერინე ოქროპირიძე

გამომცემელი - გამომცემლობა "კენტავრი"

ხელმძღვანელი - მარინე (მაკა) ვასაძე

ISBN 978-9941-9800-2-2

 

მსოფლიო თეატრის ისტორია XX საუკუნის მეორე ნახევარი (1945-2000) წიგნი V (2022)

„მსოფლიო თეატრის ისტორიის“ სახელმძღვანელოს გამოცემა ქართულ ენაზე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2018 წელს დაიწყო. I, II, III, IV ტომებში, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის, მნიშვნელოვანი ისტორიულ-სამეცნიერო ბაზა შეიქმნა. წინამდებარე სახელმძღვანელო – „მსოფლიო თეატრის ისტორია“ წიგნი V, ორ ნაწილად გამოიცა და ასახავს XX საუკუნის მეორე ნახევრის (1945-2000) მსოფლიო თეატრში მიმდინარე პროცესებს.

უამრავი მასალიდან გამომდინარე, სახელმძღვანელოში შეძლებისდაგვარად გადმოცემულია დასავლეთ, აღმოსავლეთ ევროპის, აზიის, აღმოსავლეთის ქვეყნების და ამერიკის თეატრების ისტორია, ეგზისტენციალიზმის ეპოქიდან დაწყებული პოსტმოდერნული და პოსტ პოსტ მოდერნული თეატრით დასრულებული.

სახელმძღვანელოს მიზანია ამ პერიოდის თეატრისა და დრამატურგიის არსობრივი მახასიათებლების, განვითარების, წამყვანი ტენდენციების, მნიშვნელოვანი ნიმუშებისა და მიმდინარობების, სათეატრო ხელოვნების ძირითადი ფორმებისა და მნიშვნელოვანი მოვლენების, განმსაზღვრელი ნაწარმოებების, ასევე დადგმების, წარმომადგენლების (რეჟისორები, დრამატურგები, სცენოგრაფები, მსახიობები, მკვლევრები და ა.შ.) შესწავლა.

სახელმძღვანელოზე იმუშავა ავტორთა ჯგუფმა, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა, დოქტორანტებმა, მაგისტრანტებმა და მოწვეულმა სპეციალისტებმა.

შემდგენელ-რედაქტორი: მარინე (მაკა) ვასაძე, ხელოვნებათმცოდნეობის დოტქორი, ასოცირებული პროფესორი

რედაქტორი: გიორგი (გია) ცქიტიშვილი, ხელოვნებათმცოდნეობის დოტქორი, ასოცირებული პროფესორი

რეცენზენტები: მაია კიკნაძე, თამარ ქუთათელაძე

 

ISBN 978-9941-9800-7-7

ISBN 978-9941-9800-9-1

 

მსოფლიო თეატრის ისტორია XX საუკუნის მეორე ნახევარი (1945-2000) წიგნი V (2022)

„მსოფლიო თეატრის ისტორიის“ სახელმძღვანელოს გამოცემა ქართულ ენაზე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2018 წელს დაიწყო. I, II, III, IV ტომებში, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის, მნიშვნელოვანი ისტორიულ-სამეცნიერო ბაზა შეიქმნა. წინამდებარე სახელმძღვანელო – „მსოფლიო თეატრის ისტორია“ წიგნი V, ორ ნაწილად გამოიცა და ასახავს XX საუკუნის მეორე ნახევრის (1945-2000) მსოფლიო თეატრში მიმდინარე პროცესებს.

უამრავი მასალიდან გამომდინარე, სახელმძღვანელოში შეძლებისდაგვარად გადმოცემულია დასავლეთ, აღმოსავლეთ ევროპის, აზიის, აღმოსავლეთის ქვეყნების და ამერიკის თეატრების ისტორია, ეგზისტენციალიზმის ეპოქიდან დაწყებული პოსტმოდერნული და პოსტ პოსტ მოდერნული თეატრით დასრულებული.

სახელმძღვანელოს მიზანია ამ პერიოდის თეატრისა და დრამატურგიის არსობრივი მახასიათებლების, განვითარების, წამყვანი ტენდენციების, მნიშვნელოვანი ნიმუშებისა და მიმდინარობების, სათეატრო ხელოვნების ძირითადი ფორმებისა და მნიშვნელოვანი მოვლენების, განმსაზღვრელი ნაწარმოებების, ასევე დადგმების, წარმომადგენლების (რეჟისორები, დრამატურგები, სცენოგრაფები, მსახიობები, მკვლევრები და ა.შ.) შესწავლა.

სახელმძღვანელოზე იმუშავა ავტორთა ჯგუფმა, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა, დოქტორანტებმა, მაგისტრანტებმა და მოწვეულმა სპეციალისტებმა.

შემდგენელ-რედაქტორი: მარინე (მაკა) ვასაძე, ხელოვნებათმცოდნეობის დოტქორი, ასოცირებული პროფესორი

რედაქტორი: გიორგი (გია) ცქიტიშვილი, ხელოვნებათმცოდნეობის დოტქორი, ასოცირებული პროფესორი

რეცენზენტები: მაია კიკნაძე, თამარ ქუთათელაძე

 

ISBN 978-9941-9800-7-7

ISBN 978-9941-9800-9-1

 

მიხეილ თუმანიშვილი - თეატრალური ხელოვნების სწავლების შესახებ:

მოსაზრებები, სავარჯიშოები, წიგნი V (2022)

„თეატრალური სახელოსნოს ძირითად ბირთვს ახალგაზრდობა წარმოადგენს. გახდეს უდიდესი მსახიობი და შექმნას უდიდესი სცენური სახეები და ხასიათები – აი, მათი ოცნება და მიზანი. მე კი უნდა ვასწავლო და ვიმუშაო, რათა მათ ამ ოცნების რეალიზაციაში დავეხმარო.“ - წერს მიხეილ თუმანიშვილი, ახალგაზრდებთან მუშაობის თაობაზე.

წინამდებარე წიგნით გრძელდება მიხეილ თუმანიშვილის ჩანაწერების ციკლის გამოცემა, რომელსაც საფუძველი ჩვენი უნივერსიტეტის გამომცემლობაში „კენტავრი“ ჯერ კიდევ 2006 წელს ჩაეყარა.

წიგნის შემდგენელი – ელენე (ლიკა) თუმანიშვილი, რედაქტორი – მარინე (მაკა) ვასაძე. იდეის ავტორი გოგა (გიორგი) მარგველაშვილი.

ISBN 978-9941-9161-0-6 (ტომეული) ISBN 978-9941-9767-8-0 (წიგნი V)

 

ხელოვნებისა და მედიის კვლევების საერთაშორისო კრებული „ქალი და ხელოვნება“ (2022)

კრებულში გაერთიანებულია 2021 წელს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული ხელოვნების მკვლევართა XIV საერთაშორისო კონფერენციის თემატური სექციების მასალები.

ჟურნალი მომზადდა სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე, მისი მთავრი რედაქტორი და გამომცემელია პროფესორი ნატო გენგიური.

სარედაქციო საბჭო შედგება ქართველი და უცხოელი პროფესორებისგან:

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი: გიორგი ცქიტიშვილი, მაკა ვასაძე, ზვიად დოლიძე, ლელა ოჩიაური.

კონსერვატორია - თამარ ჩხეიძე.

ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ინსტიტუტი - ნადიეჟდა მარინჩევსკა.

ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი - ქრისტიან ფრაიგანგი.

 

ISSN 2667-9914

 

მანანა პაიჭაძე - ლიტერატურული ტექსტის ადაპტაცია კინოში და თეატრში (დამხმარე სახელმძღვანელო) (2021)

წინამდებარე წიგნი წარმოადგენს როგორც დამოუკიდებელ მონოგრაფიას, ასევე დამხმარე სახელმძღვანელოს სალექციო კურსებისთვის „ლიტერატურული ტექსტის ადაპტაცია კინოში“ და "ლიტერატურული ტექსტის ადაპტაცია თეატრში“. წიგნის მთავარი სათქმელი და ძირითადი საკითხებია: რა არის ადაპტაცია? ლიტერატურული კინოადაპტაციების და თეატრალური ადაპტაციების მოკლე ისტორიული მიმოხილვა. ადაპტაციის მეთოდები/მეთოდოლოგია. კინო/-თეატრალური ადაპტაცია როგორც პროცესი და მზა პროდუქტი. რამდენად ერთგულია ადაპტაცია ლიტერატურული პირველწყაროსი, რამდენად ზუსტად მისდევს ის ორიგინალს. წიგნი გამიზნულია როგორც პროფესიონალებისთვის (ხელოვნებათმცოდნეები, რეჟისორები, ფილოლოგები), ასევე ლიტერატურით და ხელოვნებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო აუდიტორიისათვის.

 

ISBN 978-9941-9767-1-1

 

შოთა გეგიაძე - "სასცენო მოძრაობის საფუძვლები" (2022)

ლიტერატურა სასცენო მოძრაობაზე საკმაოდ მწირია, ქართულ ენაზე კი ძალზე მცირე. თუ ამას დავამატებთ იმ გარემოებებსაც, რომ წლების განმავლობაში ფარიკაობასა და აკრობატიკასთან ერთად მას უყურებდნენ როგორც მხოლოდ ფიზიკური აღზრდის საშუალებას, გასაგები გახდება ამ წიგნის მნიშვნელობა. გამომცემლობა: “კენტავრი”

 

ISBN 978-9941-9800-0-8

 

ხათუნა დამჩიძე - ქართული საცეკვაო ფოლკლორი - "კინტოურ" - "ყარაჩოხულ" - "ბაღდადური" (2022)

წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს ქალაქური საცეკვაო ფოლკლორის საცეკვაო ნიმუშის – „კინტოურ“-„ყარაჩოხულ“-„ბაღდადურის“ კვლევას. კვლევა ეყრდნობა საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ ისტორიულ-ეთნოგრაფიულ, სოციალურ-კულტუ რულ ასპექტებს და აღნიშნულის საფუძველზე ძველი თბილისის ძირითადი მოქმედი პერსონაჟების – კინტო-ყარაჩოხელის ეთნიკური, სოციალური, კულტურული ფენომენის გამოკვეთას.

 

ISBN 978-9941-9800-1-5

 

მარგარიტა ვასილევა-როჟდესტვენსკაია - „ისტორიულ-ყოფითი ცეკვა“, - თარგმანი - ხათუნა დამჩიძე (2022)

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი სასწავლო გეგმით წარმოდგენილია საგანი „ისტორიულ-ყოფითი ცეკვა“, რომელიც მოიცავს როგორც პრაქტიკულ, ასევე თეორიულ ნაწილს. ეს ნაშრომი წარმოადგენს ისტორიულ კურსს შუა საუკუნეებიდან XIX საუკუნის ჩათვლით, ასევე ითვალისწინებს „ბალეტის ისტორიასაც”. აღნიშნული საგანი სავალდებულოა ყველასათვის, ვინც სასცენო მოძრაობას, პლასტიკას, ქორეოგრაფიას ეუფლება, იქნება ეს სამსახიობო, სარეჟისორო თუ ქორეოგრაფიული მიმართულებები.

ISBN 978-9941-9676-9-7

 

ქართული კინო - დამოუკიდებლობის 30 წელი (2021)

კრებული აერთიანებს სხვადასხვა თაობის ქართველი კინომცოდნეებისა და კრიტიკოსების, სხვადასხვა წლებში, სხვადასხვა მედიასივრცეში გამოქვეყნებულ ან გამოუქვეყნებელ – ანალიტიკურ წერილებს, სტატიებს, რეცენზიებს, მიმოხილვებსა და კვლევებს – უახლესი პერიოდის (1990 წლიდან დღემდე) ქართული კინემატოგრაფის შესახებ. მასალა, ფაქტობრივად, სრულად მოიცავს უახლეს ქართულ კინოში მიმდინარე პროცესებსა და ტენდენციებს, ეროვნულ და მსოფლიო კულტუროლოგიურ კონტექსტში – საზოგადოებრივი, სოციალური, პოლიტიკური პროცესების ფონზე, რის გარეშეც კინოს არსებობა, აღქმა და ანალიზი შეუძლებელია.

ავტორები: ზვიად დოლიძე, ლელა ოჩიაური, მაია ლევანიძე, მანანა ლეკბორაშვილი, ქეთევან ტრაპაიძე, ნანა დოლიძე; გოგი გვახარია, თეო ხატიაშვილი, ნინო მხეიძე; ინგა ხალვაში, დოდო (ეთერ) ოკუჯავა, არჩილ შუბაშვილი, მაგდა ანიკაშვილი, ირინა დემეტრაძე, გიორგი რაზმაძე. დავით ბუხრიკიძე, ბასტი მგალობლიშვილი, ბექა მაისურაძე, ქეთევან პატარაია, ლიკა გლურჯიძე, შორენა როსტომაშვილი, გიორგი გეთიაშვილი, ალექსანდრე გაბელია, ნენო ქავთარაძე, ნინია კაკაბაძე, ქეთი ჯაფარიძე.

ISBN 978-9941-9767-5-9

 

ARTკვლევები (2021)

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შრომების კრებული - ART კვლევები III ტომი წინარე გამოცემების მსგავსად, “ART კვლევების” ამ კრებულშიც, სიახლეებით გამორჩეული, მრავალფეროვანი და საინტერესო სამეცნიერო პუბლიკაციებია წარმოდგენილი ხელოვნებათმცოდნეობის, თეატრმცოდნეობის, კინომცოდნეობის, ქორეოლოგიის, სახელოვნებო განათლების, ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულებით.

კრებული შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა: ირმა დოლიძემ

ლიტერატურული რედაქტორი: ქეთევან ელაშვილი

თარგმანი: მანანა პაიჭაძე

დირექტორი - გიორგი ცქიტიშვილი

ავტორთა ჯგუფი: ირმა დოლიძე, ლია კალანდარიშვილი, თამარ ქუთათელაძე, ხათუნა დამჩიძე,

ეკატერინე თაბუკაშვილი, მანანა პაიჭაძე, ქეთევან ელაშვილი, რუსუდან კვარაცხელია

 

ISBN 978-9941-9630-9-4 (ტომეული)

ISBN 978-9941-9716-6-6 (წიგნი III)

 

მანანა კვირკველია - პრაქტიკუმი დამწყები მსახიობებისთვის და არა მარტო მათთვის (2021)

წიგნი განკუთვნილია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ახალგაზრდა პედაგოგებისთვის

კრებულში ცნობილი უცხოელი და ქართველი რეჟისორ-პედაგოგების პრაქტიკული სავარჯიშოებია თავმოყრილი.

ISBN 978-9941-9767-0-4

 

 

მარიამ იაშვილი - მითოლოგიური მოდელები ჰაინერ მიულერის შემოქმედებაში (2021)

დამხმარე სახელმძღვანელო წარმოადგენს ანალიტიკურ ნაშრომს ჰაინერ მიულერის შემოქმედების საკვანძო საკითხებზე, სადაც ინტერპრეტირებულია დრამატურგის შემოქმედებაში გამოკვეთილი მითოლოგიური მოდელების ვარიაციები XXს-ის გერმანიაში მიმდინარე პოლიტიკური და იდეოლოგიური ტენდენციების თავისებურებებთან კავშირში.

ISBN 978-9941-9767-3-5

 

წერილები თეატრზე - შემდგენელ-რედაქტორი: მაია კიკნაძე (2021)

ილიას თეატრალური წერილები XIX ს-ის 60-80-იანი წლების ქართული თეატრის ისტორიის ყველა მნიშვნელოვან პროცესს ასახავს. მასში ფართოდ არის განხილული თეატრის შექმნისა და მისი დანიშნულების, სამსახიობო ხელოვნების, ქართული დრამატურგიის, სარეპერტუარო პოლიტიკის, თეატრის ეკონომიური, ორგანიზაციული და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

ISBN 978-9941-9767-2-8

 

 

მსოფლიო თეატრის ისტორია - მე-19 საუკუნის ბოლო და მე-20 საუკუნის პირველი ნახევარი, სახელმძღვანელო, წიგნი IV (2021)

სახელმძღვანელო – „მსოფლიო თეატრის ისტორია“ წიგნი IV – ასახავს XIX-XX საუკუნეების (1880-1940) მსოფლიო თეატრში მიმდინარე პროცესებს – დასავლეთ, აღმოსავლეთ ევროპის, აზიის და ამერიკის თეატრების ისტორიას ეგზისტენციალიზმის ეპოქამდე.

ISBN 978-9941-9767-4-2

 

ლაშა ჩხარტიშვილი - უახლესი ქართული თეატრის ტენდენციები (2001-2020 წწ.) (დამხმარე სახელმძღვანელო) (2021)

თეატრის მკვლევრის, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის ლაშა ჩხარტიშვილის დამხმარე სახელმძღვანელოში „უახლესი ქართული თეატრის ტენდენციები“ (2001-2020) განხილულია უახლესი ქართული თეატრის ისტორიის (ბოლო ოცწლეულის) მნიშვნელოვანი მოვლენები და საკითხები. ავტორი მსჯელობს ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა: თანამედროვე და უახლესი თეატრის დეფინიცია და საზღვრები, თანამედროვე თეატრის რაობა, უახლესი ქართული თეატრის ძირითადი ტენდენციები, შემოქმედებითი პრობლემები, სარეპერტუარო პოლიტიკა, ექსპერიმენტები ტრადიციულ და ალტერნატიულ სივრცეში, უახლესი ქართული დრამატურგიის ტენდენციებსა და მისი ინტერპრეტაციის საკითხებზე სცენაზე.

ავტორის ყურადღების მიღმა არ რჩება უახლეს ქართულ თეატრში გამოვლენილი თითქმის არც ერთი ფაქტი, მოვლენა თუ ტენდენცია. კერძოდ, თანამედროვე ქართულ დრამატურგიასა და მის წინაშე მდგარი პრობლემები, ქართული კლასიკური თუ თანამედროვე დრამატურგიის სცენური ინტერპრეტაციის საკითხები, საფესტივალო და სარეპერტუარო პოლიტიკა, სადადგმო და საშემსრულებლო კულტურა, ცენზურისა და თვითცენზურის, ტაბუირებული თემების დაძლევის საკითხები. ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თეატრმცოდნეობის ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა თანამედროვე თეატრის რაობა, მისია, ამოცანები. ნაშრომის ერთი თავი ეთმობა თანამედროვე სათეატრო კრიტიკას, მის როლსა და დანიშნულებას, მის წინაშე არსებულ პრობლემებს.

წიგნი გამოსცა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ „კენტავრი“; რედაქტორი: ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი მაკა ვასაძე, რეცენზენტები, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორები, პროფესორები გიორგი ცქიტიშვილი და მარინა ხარატიშვილი.

ISBN 978-9941-9717-7-8

 

ნათია წულუკიძე - ფოტოგრაფია როგორც სურვილი ნარკვევები ფოტოგრაფიის თეორიასა და ისტორიაში (დამხმარე სახელმძღვანელო) (2021)

რომანი ფოტოგრაფიასთან, უკვე ცნობილია, როლან ბარტს ჰქონდა. როდესაც ფოტოგრაფიის და ბარტის კვალს დავადექი, აღმოვაჩინე, რომ რომანი ფოტოგრაფიასთან თითოეულ ჩვენგანს აქვს. მე ამ რომანის დეტალები მაინტერესებს. ამდენად, ჩემი ტექსტი დეტექტივია. დეტექტივი, სამეცნიერო-ისტორიული დეტალებით...

რატომ შეგვიყვარდა დედამიწაზე მცხოვრებ შვიდ მილიარდს (ან უკვე უფრო მეტს) ერთი ფოტოგრაფია? რატომ ფოტოგრაფია და არა ხელოვნების რომელიმე სხვა დარგი? რით და რატომ გვხიბლავს ასე ძალიან დროისა და გამოსახულების დაფიქსირების იდეა და შესაძლებლობა? რატომ არის ეს რომანი ასეთი ხანგრძლივი და მტკიცე? და როდემდე გვეყვარება ამ საოცრად სწრაფადცვალებად სამყაროში ასე ძალიან ერთმანეთი - ჩვენ და ფოტოგრაფიას? მოკლედ, საკვლევი იმდენია, შესაძლოა, დეტექტივის მთელი სერიის დაწერა გახდეს საჭირო. ახლა კი, ამ სერიიდან პირველი - სამეცნიერო დეტექტივი: ფოტოგრაფია, როგორც სურვილი.

ISBN 978-9941-9717-5-4

 

ირინე აბესაძე - ეროვნული კულტურის ფაქტორი „ქართველ ხელოვანთა საზოგადოების“ მოღვაწეობაში 1916-1932 წწ. (2021)

წინამდებარე ნაშრომი დამხმარე სახელმძღვანელოა. იგი განკუთვნილია, უპირველეს ყოვლისა, ახალი ქართული კულტურის ისტორიის მნიშვნელოვანი პერიოდის, XIX ს. მიწურულიდან - XXს. 20-30 წწ. მონაკვეთში, ქართული სახვითი ხელოვნების პრობლემატიკისა და ქართულ კულტურულ სივრცეში სამხატვრო კრიტიკის ჩამოყალიბების საკითხებით დაინტერესებული სტუდენტობისათვის. ამავე დროს ნაშრომში წარმოჩენილია ეროვნული კულტურის იდეისადმი ერთგული საზოგადოებრივი გაერთიანებების, სახელოვნებო ინსტიტუციების დაარსებისა და მათი გარდაქმნის პერიპეტიები. მრავალი მხატვრის შესახებ მოტანილ ცნობათა - თვალის გადევნება კი, ვფიქრობ, ხელს შეუწყობს ქართული სახვითი ხელოვნების ისტორიის მკვლევარებს, შეივსონ ცოდნა მეოცე საუკუნის 20-30-იანი წლების ქართული სახვითი ხელოვნების ისტორიაში არსებულ ე.წ. „თეთრ ლაქათა~ ირგვლივ. წინამდებარე ნაშრომი საინტერესო იქნება, აგრეთვე, ქართული კულტურის საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო აუდიტორიისათვისაც.

ISBN 978-9941-9717-4-7

 

XX საუკუნის ხელოვნება - ევროპა და ქართული კულტურა (2020)

კრებულს საფუძვლად დაედო 2019 წელს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებები.

რედაქტორები: ნატო გენგიური, ლელა ოჩიაური, გიორგი ცქიტიშვილი, თამარ ჩხეიძე

ISBN 978-9941-9187-1-1 (ტომეული)

ISBN 978-9941-9706-4-1 (ტომი X)

 

 

ირმა დოლიძე - ნარკვევები XIX საუკუნის სათეატრო არქიტექტურის ისტორიიდან (2020)

წიგნში - `ნარკვევბი XIX საუკუნის სათეატრო არქიტექტურის ისტორიიდან~ _ ოთხი ნარკვევის სახით წარმოდგენილია უახაესი კვლევები სათეატრო არქიტექტურის ოთხ ნიმუშზე, რომელთაგან სამი დღეს აღარ არსებობს: ტფილისის საზაფხულო თეატრი (1870), ბორჯომის საზაფხულო თეატრი (1895), სათავადაზანურო საადგილმამულო ბანკის თეატრი (1878). გამონაკლისია სოფელ ქვემო მაჩხაანის თეატრი (1897) _ ჩვენამდე მოღწეული ერთ-ერთი უძველესი სათეატრო ნაგებობა საქართველოში.

სახელმძღვანელო გამოიცა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, პროგრამა ორიენტირის ფარგლებში.

ISBN 978-9941-9717-1-6

 

ანანო სამსონაძე - ქორეოლოგიის საფუძვლები (2020)

სახელმძღვანელო „ქორეოლოგიის საფუძვლები“ განკუთვნი-ლია სახელოვნებო მიმართულების უმაღლესი სკოლის სტუ-დენტებისათვის და წარმოადგენს ქორეოგრაფიული ხელოვნების შემსწავლელი მეცნიერების - ქორეოლოგიის - საბაზისო კონცეფციას. სახელმძღვანელო შექმნილია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოლოგიის მიმართულების სამაგისტრო პროგრამის „ქართული ქორეოგრაფიის მკვლევარი (ეთნოქორეოლოგი)“ ძირითადი მოდულის პირველი სასწავლო კურსის („ქორეოლოგიის საფუძვლები“) შესასწავლად და ასახავს ამ კურსის სტრუქტურასა და თემატიკას.

სახელმძღვანელო გამოიცა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, პროგრამა ორიენტირის ფარგლებში.

ISBN 978-9941-9717-0-9

 

დავით ცინცაძე, ვახტანგ ფილფანი - სვანური ხალხური შემოქმედება, სასიმღერო ტექსტები, აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, ფერხულები და ცეკვები (2020)

დავით ცინცაძის მიერ შედგენილ ნაშრომში „სვანური ხალხური შემოქმედება“ თავმოყრილია სვანური სასიმღერო და საფერხულო ტექსტების 100-ზე მეტი ნიმუში, რომლებიც მიმოფანტულია სხვადასხვა სახის სპეციალურ ლიტერატურაში, როგორც მუსიკალურ, ასევე ქორეოგრაფიულ და ზოგადად, ფოლკლორულ გამოცემებში. აღნიშნულ მასალას ავსებს და კიდევ უფრო მეტად ამდიდრებს ავტორის მიერ მოძიებული შედარებით უცნობი და ნაკლებად ხელმისაწვდომი სასიმღერო ტექსტების არსებობაც.

ავტორთან ერთად, სვანური საფერხულო ტექსტების უმეტესი ნაწილი დაამუშავა სვანმა ლოტბარმა ვახტანგ ფილფანმა, რაც ნიმუშების ავთენტიკურობასა და სანდოობაზე ეჭვის საბაბს ნამდვილად არ იძლევა. სვანი ეთნოფორი ვახტანგ ფილფანი შთამომავლობით თანაარსებობს სვანურ მუსიკალურ ფოლკლორთან.

სახელმძღვანელო გამოიცა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, პროგრამა ორიენტირის ფარგლებში.

ISBN 978-9941-9717-2-3

 

ნატო გენგიური - ხელოვნების შესწავლის მეთოდები - შესავალი იკონოგრაფიაში (2020)

წიგნი „ხელოვნების შესწავლის მეთოდები. შესავალი იკონოგრაფიაში“ არის სახელძღვანელო და განკუთვნილია ხელოვნების ისტორიის და თეორიის მიმართულების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის.

წინამდებარე წიგნი ეხება ხელოვნებათმცოდნეობის ერთ-ერთ მეთოდს, იკონოგრაფიულ მეთოდს და შექმნილია იმის გათვალიწინებით, რომ ხელოვნებათმცოდნეობის სასწავლო პროგრამაში არსებული, მსოფლიო ხელოვნების ისტორიის, ქართული ხელოვნების ისტორიისა, სხვა კურსებთან სინთეზში, სტუდენტებს დაეხმარება ხელოვნებათმცოდნეობის სფეროს ათვისებაში.

სახელმძღვანელო გამოიცა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, პროგრამა ორიენტირის ფარგლებში.

ISBN 978-9941-9717-3-0

 

მიხო ბორაშვილი - საუბრები კინორეჟისურაზე (წიგნი VI, ქრესტომათია, 2020)

წინამდებარე ქრესტომათიულ კრებულში თავმოყრილია მსოფლიოს სახელმოხვეჭილი კინორეჟისორების - (ანგუს უოლი, ქირქ ბაქსთერი, პოლ თომას ანდერსონი, ლარს ფონ ტრიერი, ბერტრან ბლიე, ბრაიან დე პალმა, გასპარ ნოე, ერიკ რომერი, რობერ ბრესონი, რუბენ ესტლუნდი, ფედერიკო ფელინი, ქრისთოფერ ჯონათან ჯეიმს ნოლანი) მასტერკლასების, რეჟისორის პროფესიისა და კინოწარმოების შესახებ საუბრების ქართული თარგმანები. წიგნს ერთვის მათი მოკლე ბიოგრაფიული ცნობები, ფილმოგრაფია და ფოტოკადრები ფილმებიდან. მასალის დიდი მოცულობის გამო, ასეთი ტიპისა და თემატიკის კრებულებზე მუშაობა გაგრძელდება.

კრებულის შემდგენელი და მთარგმნელი — კინორეჟისორი მიხო ბორაშვილი

ISBN 978—9941—9352—7—5 (ტომეული)

ISBN 978—9941—9706—5—8 (ტომი VI)

 

მსოფლიო თეატრის ისტორია - XIX საუკუნის მსოფლიო თეატრი (მოდერნისტულ თეატრამდე), სახელმძღვანელო, წიგნი III (2020)

ავტორთა ჯგუფი: მარინე (მაკა) ვასაძე, მარიკა მამაცაშვილი, ხათუნა მანაგაძე, ნინო ქირია, ლაშა ჩხარტიშვილი, თამარ ცაგარელი, მარინა ხარატიშვილი

წინამდებარე სახელმძღვანელო - „მსოფლიო თეატრის ისტორია“ წიგნი III - ასახავს XIX საუკუნის მსოფლიო თეატრში მიმდინარე პროცესებს - დასავლეთ, აღმოსავლეთ ევროპის, აზიისა და ამერიკის თეატრების ისტორიას მოდერნისტულ ეპოქამდე. ნაშრომი მოიცავს რომანტიზმის დაბადების და განვითარების ეტაპებს მსოფლიო თეატრში, „ახალი დრამის“ წარმოშობას ჰენრიკ იბსენისა და ანტონ ჩეხოვის შემოქმედების საფუძველზე.

სახელმძღვანელო ქართულ ენაზე მსოფლიო თეატრის ისტორიის კომპლექსური მიმოხილვის პირველი მცდელობაა. ავტორებმა ნაშრომზე მუშაობისას გამოიყენეს ფილოსოფოსის, თეატრმცოდნის, პროფესორ ელენე თოფურიძის სალექციო კურსი, ასევე სხვა ქართველ და უცხოელ მეცნიერთა კვლევები, თარგმანები, ინტერნეტრესურსი.

სახელმძღვანელოები „მსოფლიო თეატრის ისტორია“ (წიგნი I, წიგნი II, წიგნი III - ანტიკური პერიოდიდან XIX საუკუნის ჩათვლით) გამოიცა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით.

ISBN 978-9941-9716-8-6

 

ლელა ოჩიაური - თანამედროვე და უახლესი ქართული მხატვრული კინოს ტენდენციები

(გმირები, თემები, პრობლემები, სტილური თავისებურებები), სახელმძღვანელო (2020)

სახელმძღვანელოში თანამედროვე და უახლესი ქართული კინოს რამდენიმე ტენდენციაა განხილული, თუ შინაარსობრივად გავშიფრავთ, შეიძლება - ქართული კინოს „ოჯახური პორტრეტი“ „დათბობიდან თანამედროვე არაერთგვაროვანი პეიზაჟის ფონზე (სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური ცვლილებები და მათი გავლენა კინოზე) - ვუწოდოთ. წიგნი ამ ძირითად კონცეფციაზეა აგებული - ქართული კინოს 20-წლეულების “თარგზე". პერიოდიზაცია სოციალურ-პოლიტიკურ და კულტურულ მოვლენებთანაა დაკავშირებული - XX საუკუნის 50-70-იანი წლებიდან XXI საუკუნის 20-იანი წლების ჩათვლით. მთავარი ნიშანი - ამა თუ იმ ეტაპზე კინოში ახალი თაობის მოსვლას, აზროვნების ახალი ფორმებისა და მიმართულებების, ახალი თემების, ახალი გმირების გამოჩენასა და საერთო ნიშნების არსებობას უკავშირდება. გმირების, რომლებიც ამა თუ იმ თაობის სახეს, სწრაფვებს, ფიზიკურ და სულიერ მდგომარეობას, ინტერესებს, ქვეყანაში მიმდინარე ამბებს მეტაფორულად გამოხატავენ და რომლებიც, ისევე, როგორც განხილული ფილმების რეჟისორები, ახალგაზრდები არიან.

ISBN 978-9941-9716-9-3

 

ARTკვლევები (2020)

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შრომების კრებული - ART კვლევები - პირველად 2019 წელს გამოიცა.

ARTკვლევების II კრებულში გაფართოებულია სამეცნიერო ძიებათა სპექტრი. თეატრმცოდნეობის, ხელოვნებათმცოდნეობის, კინომცოდნეობის, ლიტერატურათმცოდნეობის, მუსიკოლოგიის აქტუალურ თემებთან ერთად, წარმოდგენილია ნაშრომები ქორეოლოგიასა და სახელოვნებო განათლების შესახებ.

ტრადიციულ რუბრიკაში „მუზეუმის კოლექციიდან“ მკითხველს ვთავაზობთ ცნობილი კინორეჟისორის, მერაბ კოკოჩაშვილის შემოქმედებასთან დაკავშირებულ მასალებს, რომლებიც დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სტრუქტურაში შემავალ თეატრისა და კინოს მუზეუმშია დაცული. რუბრიკა „მუზეუმის კოლექციიდან“ საგანგებოდ ეძღვნება ბატონ მერაბ კოკოჩაშვილის 85 წლის იუბილეს.

ARTკვლევების პირველი გამოცემის მსგავსად, დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შრომების ეს კრებულიც ქართული კულტურის ისტორიისა და თანამედროვე სახელოვნებო პროცესების ამსახველ კვლევებთან ერთად, სასწავლო რესურსად მოაზრებულ ნაშრომებსაც აერთიანებს.

კრებული შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა: ირმა დოლიძემ

ლიტერატურული რედაქტორი: ქეთევან ელაშვილი

თარგმანი: მანანა პაიჭაძე

დირექტორი - გიორგი ცქიტიშვილი

ავტორთა ჯგუფი: ირმა დოლიძე, ლია კალანდარიშვილი, თამარ ქუთათელაძე, ხათუნა დამჩიძე,

ეკატერინე თაბუკაშვილი, მანანა პაიჭაძე, ქეთევან ელაშვილი, რუსუდან კვარაცხელია

ISBN 978-9941-9630-9-4 (ტომეული)

ISBN 978-9941-9716-7-9 (წიგნი II)

 

ვლადიმერ ტატიშვილი - სიტყვა, მუსიკა და ფერი სატელევიზიო რეკლამაში, დამხმარე სახელმძღვანელო (2020)

დამხმარე სახელმძღვანელო სატელევიზიო რეკლამას განიხილავს როგორც შემოქმედებით პროდუქტს. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება რეკლამაში სიტყვის, ფერის და მუსიკის გამოყენების ტენდენციებზე და ამ სამი კომპონენტით სარეკლამო პროდუქტის და ბრენდის მიმზიდველი სატელევიზიო რგოლების დამზადებასა მომხმარებლამდე მიტანის ეფექტურობაზე. სტუდენტები შეისწავლიან რეკლამის დამზადების სპეციფიკას იდეის დაბადებიდან მზა პროდუქციის მიღებამდე.

რედაქტორი: გიორგი ჩართოლანი - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, მედიისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების პროფესორი

ლიტერატურული რედაქტორი: თამარ ვაშაკიძე - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ISBN 978-9941-9716-5-5

 

თამაზ გოდერძიშვილი - თარგმანები, 2020 (წიგნი III)

წიგნში შესულია შემდეგი თარგმანები: ნიკოლოზ გოგოლი - მოთამაშენი, გარდასულ დღეთა ამბავი; ანტონ ჩეხოვი - დათვი; გეორგ ბიუხნერი, სტანისლავა პშიბიშევსკა მკვლელობა და საქმე ჟორჟ დანტონისა; ბერნარდ სლეიდი - ყოველი წლის თებერვალში;

ალბერტ გარნეი - სასიყვარულო ბარათები; ბრაიენ ფრილი - მოლი სუინი; იუსტინას მარცინკიავიჩუსი - იკაროსი; ჟორდი გალსერანი - გრონჰოლმის მეთოდი; თადეუშ სლობოდზნიაკი - ჩვენი კლასი.

ISBN 978-9941-9716-0-0 (ტომეული)

ISBN 978-9941-9716-3-1

 

თამაზ გოდერძიშვილი - გადმოქართულებული პიესები, 2020 (წიგნი II)

თამაზ გოდერძიშვილი - გადმოქართულებული პიესები, 2020 (წიგნი II)

წიგნში შესულია თამაზ გოდერძიშვილის გადმოქართულებული პიესები: ანტონ ჩეხოვი - გედის სიმღერა; ივან მიასნიცკი - კარგად ბრძანდებოდეთ, ქალბატონო! ; არკადი ავერჩენკო - მთვლემარე ლომის ხუმრობა; რონალდ ჰარვუდი - კვარტეტი; რეი კუნი - მოუხელთებელი; იასმინა რეზა - „ხელოვნება“ ან ART; ომის ღმერთი; მარიანა იაბლონსკაია - როლი; ბილიანა სრბლიანოვიჩი - კალიები.

ISBN 978-9941-9716-0-0 (ტომეული)

ISBN 978-9941-9716-2-4

 

თამაზ გოდერძიშვილი - ინსცენირებები, 2020 (წიგნი I)

წიგნში შესულია პროზაული ნაწარმოებების თამაზ გოდერძიშვილიესული ინსცენირებები: ალექსანდრე ყაზბეგი - განკიცხული; მიხეილ ჯავახიშვილი - ჯაყოს ხიზნები, ბედი – მდევარი ან და ყაშა; კონსტანტინე გამსახურდია - მთვარის მოტაცება; ლევ ტოლსტოი - ჰაჯი მურატი; ფიოდორ დოსტოევსკი - მარადი ქმარი; ანტონ ჩეხოვი - დუელი; ჰენრი ჯეიმსი - ასპერნის ბარათები; პერ ლაგერკვისტი - ბარაბა.

ISBN 978-9941-9716-0-0 (ტომეული)

ISBN 978-9941-9716-1-7

 

ნოდარ გურაბანიძე - მინიატიურები, ესკიზები, კურიოზები, 2020

„წინამდებარე წიგნი სამტომეულის ერთგვარი გაგრძელებაა. ავტორი მკითხველს, არა მხოლოდ, დროსა და სივრცეში ამოგზაურებს, არამედ, ხატოვნად აცნობს მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმებს, გალერეებს, სხვადასხვა ჟანრის თუ მიმდინარეობის თეატრებს, მათ შორის ოპერისა და ბალეტის, თანამედროვე ცეკვის, საკონცერტო და შერეული ტიპის, დარბაზებს... ავტორთან ერთად მკითხველისათვის, ახლობელი ხდება, ასობით ქართველი თუ უცხოელი ხელოვანი: რეჟისორი, მსახიობი, მხატვარი, მოქანდაკე, ფერმწერი, ლიტერატორი, მწერალი, დრამატურგი, პოეტი. მკითხველს ავტორი მსოფლიო კულტურას აზიარებს. ნოდარ გურაბანიძის წიგნი მოგონებებსა და ამ მოგონებებიდან გამოწვეულ ასოციაციებსა თუ პარალელებზეა აგებული.“ (მაკა ვასაძე, ხელოვნებათმცოდნოების დოქტორი, საქართველოს შოათა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი)

ISBN 978-9941-9716-6-2

 

უილიამ შექსპირი - ქარიშხალი, 2020 (თარგმანი მანანა ანთაძისა)

შექსპირის „ქარიშხალი“ ყველას, ვინც მიუახლოვდება, რეჟისორი იქნება ეს, მკვლევარი, თუ მთარგმნელი, ქარიშხალივით დაიპყრობს, შეაშფოთებს, შეაძრწუნებს. მრავალშრიანი და ენიგმატური ტექსტი ძნელად ექვემდებარება ანალიზს, ინტერპრეტირებას, თარგმანს.

მანანა ანთაძემ, რომელიც სახელოვანი მთარგმნელი და ივანე მაჩაბლის პრემიის ლაურეატია, შეიძლება ითქვას, რომ შეუძლებელი შეძლო და ეს ჯადოსნური სამყარო ახალ ენობრივ წიაღში აამეტყველა, თან ისე, რომ დედნისადმი ერთგულება და ფორმისმიერი მშვენიერება ერთად შეკრა, რამაც თარგმანს ისეთივე ხიბლი და მომნუსხველობა მიანიჭა, როგორიც ორგინალს აქვს.” (მანანა გელაშვილი, შექსპირის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი)

ISBN 978-9941-9716-4-8

 

 

მითოსი და ქართული თეატრი

თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ "კენტავრი" გამოსცა თეატრმცოდნე თამარ ბოკუჩავას "მითოსი და ქართული თეატრი", 2020.

მონოგრაფიაში ნაჩვენებია ქართული თეატრის განვითარების ხაზი, რომელიც მითოლოგიზაციის აქტიურ პროცესს ექვემდებარებოდა.

ნაშრომი მიზნად ისახავს ქართული თეატრისა და ქართული კულტურის ურთიერთკავშირების საფუძვლების კვლევას.

აღდგენილი ქართული თეატრის, შემდგომში - რუსთაველის თეატრის მაგალითზე, მითოსისა და თეატრალური ხელოვნების ურთიერთმიმართებები განხილულია კულტუროლოგიურ-მითოლოგიური კონტექსტის ფარგლებში.

ISBN 978-9941-9706-6-5

 

მანანა ბერიკაშვილი - სავარჯიშოები მეტყველების ტექნიკის დასახვეწად (დამხმარე სახელმძღვანელო) (2020)

პროფესორ მანანა ბერიკაშვილის დამხმარე სახელმძღვანელო „სავარჯიშოები მეტყველების ტექნიკის დასახვეწად“ მისივე სახელმძღვანელოს „მეტყველების კულტურის ძირითადი პრინციპები“ დამატებაა. მომცრო ზომის „სამაგიდო წიგნში“, დრამის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, პედაგოგებისა და ყველა დაინტერესებული საჯარო პირისთვის, სისტემურადაა დალაგებული და გადმოცემული სწორი მეტყველებისათვის განკუთვნილი სავარჯიშოები.

ISBN 978-9941-9706-0-3 (მეორე გამოცემა)

 

გიორგი რაზმაძე - ქართული კინომცოდნეობა ისტორიულ კონტექსტში 2020

აღნიშნული წიგნი არ წარმოადგენს ქართულ კინომცოდნეობაზე დაწერილ ცალსახად ისტორიოგრაფიულ ან ვიწროდ დარგობრივ შრომას, იმის მიუხედავად, რომ მასში ქართული კინომცოდნეობის მანამდე შეუსწავლელი წარსულის სისტემატიზაციისა და სამეცნიერო გამოკვლევის ნიმუშებს წააწყდებით. მკითხველს ვთავაზობ კულტურული ლანდშაფტის ქანებში ჩამარხული ისტორიული ფონისა და მასი ზოგიერთი ასპექტის როგორიცაა, მაგალითად, ცენზურა ამოკრეფასა და მათზე მსჯელობას.

წიგნში ასევე ნახავთ რამდენიმე მნიშვნელოვანი კინოთეორიის გააზრების მცდელობასაც. ასევე საუბარია იმ მიდგომებზე, რომლებსაც პროფესიონალი კინომცოდნე, ენიგმატური ხელოვნების, სამყაროსა თუ სოციალური მოვლენის ახსნისას უნდა მიმართავდეს. ასევე ეხება: `კრიტიკულ თეორიას, `გრანდ თეორიას, ფენომენოლოგიასა და სხვა.

ISBN 978-9941-9706-2-7

 

შალვა მაყაშვილი (2019)

პროექტის ავტორები: ირინე აბესაძე, დეა გუნია ტექსტის ავტორი: ირინე აბესაძე ალბომის შემდგენელი: დეა გუნია რედაქტორი: ეკატერინე კიკნაძე ფოტო: გიორგი გერსამია დიზაინი/დაკაბადონება: ბექა გერსამია ინგლისური თარგმანი: ნათია ცხოვრებაძე

წარმოდგენილი ნამუშევრები და ფოტო მასალა დაცულია შალვა მაყაშვილის უახლოეს ნათესავებთან, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, სემ – ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში და კერძო კოლექციებში.

წიგნზე მუშაობის პროცესში გაწეული დახმარებისთვის მადლობას ვუხდით: ნინო ხუნდაძეს, დინარა ვაჩნაძეს, თეა თვალავაძეს, მარიამ გაჩეჩილაძეს, სოფიო ჩიტორელიძეს, ლიკა მამაცაშვილს, ელიზბარ ერისთავს, ეკა ერისთავს, ლევან ჭოღოშვილს, ივანე ჯაფარიძეს და ზურაბ რაზმაძეს.

ISBN 978-9941-9630-8-7

 

Art კვლევები (2019)

„Art კვლევები“ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ჯანელიძის სახელობის ახალშექმნილი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების პირველი კრებულია. იგი ყოველწლიურად გამოვა და თავს მოუყრის ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევის შედეგებს ქართული ხელოვნების და, ზოგადად, ქართული კულტურის ისტორიისა თუ თანამედროვეობის მნიშვნელოვან თემებსა და პრობლემებზე, ასევე, უნივერსიტეტის სასწავლო რესურსად მოაზრებულ და ამ მიზნით მომზადებულ ნაშრომებს.

იგი ასახავს ქართული თეატრმცოდნეობის პატრიარქის, თეატრის ისტორიის ცნობილი მკვლევრის, პროფესორ დიმიტრი ჯანელიძის მიერ გასული საუკუნის 70-იან წლებში მოწყობილ ხალხურ სანახაობათა შემსწავლელი ექსპედიციის ფოტოქრონიკას. თითქმის ნახევარი საუკუნის წინანდელი ეს ფოტოდოკუმენტები თეატრის მკვლევართათვის დღეს უკვე ისტორიული მნიშვნელობის მასალაა.

რუბრიკით „მუზეუმის კოლექციიდან“ მკითხველი ეტაპობრივად გაეცნობა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში დაცულ, სპეციალისტებისა და ფართო საზოგადოებისათვის აქამდე უცნობ, მასალებს.

ISBN 978-9941-9630-9-4 (ტომეული)

ISBN 978-9941-9630-7-0 (წიგნი I)

 

ნინო სანადირაძე, ნატია კოპალეიშვილი - კულტურის სფეროს მენეჯმენტი - აუდიო-ვიზუალური ხელოვნების მენეჯმენტი (2019)

ნინო სანადირაძე, ნატია კოპალეიშვილი - კულტურის სფეროს მენეჯმენტი - აუდიო-ვიზუალური ხელოვნების მენეჯმენტი (2019)

წიგნში განხილულია კულტურის სფეროს სხვადასხვა მიმართულების დაგეგმვისა და მართვის თავისებურებები. კულტურის სფეროს ორგანიზაციები ერთმანეთისაგან განსხვავებული უწყებრივი დაქვემდებარებით და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმებით ხასიათდება, ამგვარ სუბიექტებად შეიძლება მოგვევლინოს სახელმწიფო, მუნიციპალური, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, აგრეთვე კერძო პირებიც (კომპანიები, სტუდიები და სხვადასხვა იურიდიული ერთეული), ასევე ის განსაკუთრებული თავისებურებები, რომლებიც გასათვალისწინებელია კულტურის სფეროში მუშაობის დროს.

წიგნი დაეხმარება დარგის სპეციალისტებს, სტუდენტებს და დაინტერესებულ აუდიტორიას, გააანალიზოს და გადაჭრას ის სირთულეები, რომლებიც უკავშირდება კულტურის სფეროს აქტივობებსა და პროექტების წარმატებით განხორციელებას სწრაფად ცვალებად გარემოში.

წიგნი განკუთვნილია ნებისმიერი პროფესიის ადამიანისათვის და დაეხმარება მათ მენეჯერული უნარ-ჩვევების განვითარებაში. სახელმძღვანელო სხვადასხვა მიმართულების წარ მომადგენლებს სთავაზობს კულტურის სფეროს მართვის კომპლექსურ და ინტეგრირებულ პროგრამას. სახელმძღვანელოში განხილულია დაგეგმვისა და განხორციელების სხვადასხვა ასპექტი, რომელიც მჭიდრო ურთიერთობაშია საზოგადოების სხვა დასხვა სფეროსთან. 

IშBN 978-9941-9630-2-5

 

კულტურა მედიაში - გიორგი ჩართოლანი, ლაურა კუტუბიძე, რევაზ ჭიჭინაძე (2019 წ.)

კრებული მოიცავს როგორც ჰუმანიტარული, ისე სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების არეალს და წარმოადგენს მულტიდისციპლინარულ აკადემიურ გამოცემას, რომელიც საფუძვლად დაედება დისციპლინის _ „კულტურის და ხელოვნების საკითხების გაშუქება მედიაში“ სწავლებისთვის აუცილებელი საგანმანათლებლო რესურსის (სახელმძღვანელო) შექმნას.

სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომის მომზადებაში მონაწილეობა მიიღეს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელოვნებო მეცნიერებათა, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის მედიისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების იმ პროფესორებმა, რომლებიც მრავალი წლის მანძილზე იკვლევენ მედიისა და კულტურის ურთიერთობის საკითხებს, ასწავლიან სტუდენტებს შესაბამის დისციპლინებს და, ამავდროულად, არიან ამ სფეროში საკვალიფიკაციო ნაშრომების (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო) ხელმძღვანელები, მრავალი პუბლიკაციის ავტორები, მათ შორის, სახელმძღვანელოების, დამხმარე სახელმძღვანელოების და სხვ. კრებულის ავტორებს აქვთ ამ სფეროს არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ მდიდარი პრაქტიკული გამოცდილებაც.

„კულტურა მედიაში“ დაეხმარება მედიამკვლევრებს, მეცნიერებსა და მედიის თეორეტიკოსებს ამ სფეროში ცოდნის გაღრმავებაში და მოამზადებს დაინტერესებულ მკვლევრებს საკვლევ თემატიკაში სწორი ორიენტირებისთვის, რამდენადაც იგი მოიცავს მასობრივი კომუნიკაციის სხვადასხვა პლატფორმაზე კულტურისა და ხელოვნების საკითხების გაშუქების როგორც ისტორიას და თეორიას, ისე მის ტექნოლოგიურ პროცესს.

ISBN 978-9941-9630-6-3

 

ხელოვნების მენეჯმენტი და კულტურული ტურიზმი (XI სამეცნიერო კონფერენციის მასალები, 2018). 2019

ქეთევან ახობაძე - ქართული კულტურის პოლიტიკის პრობლემატიკისათვის

ნაირა გალახვარიძე - სოციალურ-კულტურული საქმიანობის პროდუქტების მოთხოვნა-მიწოდების

პროცესის რეგულირება

დილავარდისა დავითულიანი - სპელეოტურიზმის განვითარება საქართველოში

გიორგი ზაქარაშვილი - კულტურის მენეჯმენტის თანამედროვე

ფორმები საქართველოში 90-იანი წლებიდან დღემდე

ნათია კოპალეიშვილი - მუზეუმი _ ეროვნული საგანმანათლებლო პოლიტიკის ნაწილი

ნინო სანადირაძე - კულტურის სფეროს პროდუქტების წარმოების თავისებურებები

გიორგი ფხაკაძე - რეგიონის განვითარება კულტურის რესურსების ინტეგრირებით და სინერგიული ეფექტის თავისებურება

მაია ღვინჯილია - ეთნოგრაფიული ტურიზმის განვითარების თავისებურებები

დოდო ჭუმბურიძე - მასობრივი კულტურული ღონისძიებები და ახალგაზრდა ხელოვანების წახალისების ხელშემწყობი პროგრამები

ISBN 978-9941-9630-3-2

 

XX საუკუნის ხელოვნება - ეროვნული იდენტობის იდეა ხელოვნებაში (2019)

კრებულს საფუძვლად დაედო 2018 წელს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებები.

რედაქტორები: ნატო გენგიური, ლელა ოჩიაური, გიორგი ცქიტიშვილი, თამარ ჩხეიძე

ISBN 978-9941-9187-1-1 (ტომეული)

ISBN 978-9941-9630-5-6 (ტომი IX)

 

 

ნოდარ გურაბანიძე - "სამყარო თეატრალის თვალით", წიგნი მესამე, 2019 წელი

მაკა ვასაძე: „ნოდარ გურაბანიძის ესეისტური, ეტიუდური ჩანახატებისგან შემდგარი ნაწარმოები, საინტერესოდ დაწერილი რომანივით იკითხება. ბატონი ნოდარი სიტყვით აცოცხლებს, არა მარტო პერსონაჟებს, არამედ იმ გარემოსაც, სადაც ეს პერსონაჟები, სკულპტურები, ფერწერული ტილოები, სპექტაკლები, თეატრები, მუზეუმები, საკონცერტო თუ საოპერო დარბაზები არსებობენ და მოქმედებენ. სიტყვით გაცოცხლებას, დიდი ოსტატობა სჭირდება. მკითხველი აღმოაჩენს, რომ ავტორი, არა მარტო უდიდესი ერუდიციის, განათლების, ინტელექტის მქონეა, არამედ, მწერლის ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანია. ავტორი მკითხველს, არა მხოლოდ, დროსა და სივრცეში ამოგზაურებს, არამედ, ხატოვნად აცნობს მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმებს, გალერეებს, სხვადასხვა ჟანრის თუ მიმდინარეობის თეატრებს, მათ შორის ოპერისა და ბალეტის, თანამედროვე ცეკვის, საკონცერტო და შერეული ტიპის, დარბაზებს, კინოთეატრებს... ავტორთან ერთად მკითხველისათვის, ახლობელი ხდება, ქართველი თუ უცხოელი ხელოვანი: რეჟისორი, მსახიობი, მხატვარი, მოქანდაკე, ფერმწერი, ლიტერატორი, მწერალი, დრამატურგი, პოეტი“.

ISBN 978-9941-9630-1-8

 

მიხეილ ბორაშვილი - საუბრები კინორეჟისურაზე (ქრესტომათია) (წიგნი V) (2019)

კინორეჟისურის სპეციალობის სტუდენტებისთვის თქვენ წინაშე წარმოდგენილ ქრესტომათიულ კრებულში (წიგნი V) თავმოყრილია მსოფლიო კინემატოგრაფის სახელმოხვეჭილი კინორეჟისორების მასტერკლასების და კინოწარმოებასა და რეჟისორის პროფესიის შესახებ საუბრების ჩემ მიერ ქართულ ენაზე შესრულებული თარგმანები. წიგნს დართული აქვს კრებულში შესულ ავტორთა მოკლე ბიოგრაფიული ცნობები, ფილმოგრაფია და ფოტოკადრები ფილმებიდან.

მასალის დიდი მოცულობის გამო შემდგომ წიგნებზე მუშაობა გაგრძელდება.

ISBN 978-9941-9352-7-5 (ტომეული)
ISBN 978-9941-9572-2-2 (ტომი V)

 

გიორგი ჩართოლანი - 1918-20 წწ. ქართული პრესა თეატრალური რეფორმის შესახებ

(გიორგი ჯაბადარის სტუდია)

გიორგი ჩართოლანი: “მონოგრაფია მოიცავს 1918 წელს დამოუკიდებელი საქართველოს დედაქალაქში, საფრანგეთიდან ახალდაბრუნებული რეჟისორის, გიორგი ჯაბადარის მიერ დაარსებული დრამატული ხელოვნების სტუდიის ხანმოკლე, 2-წლიან ისტორიას. ნაშრომის მიზანია გამოიკვლიოს იმ თეატრალური ორგანიზმის ადგილი და როლი, რომელსაც ქართული თეატრალური საზოგადოების დიდმა ნაწილმა თეატრის „ამაღორძინებლის“ მისია დააკისრა. [...]

ნაშრომი ძირითადად ეყრდნობა 1918-20 წლების პერიოდულ პრესას და ყოფილ სტუდიელთა მემუარულ ლიტერატურას. ამასთან, ნაშრომში დამუშავებულია ქართული კულტურისა და ხელოვნების ისტორიისა და თეორიის შესახებ არსებული მრავალფეროვანი მასალა, სხვადასხვა ფილოსოფიური თუ კულტურულოგიური შრომები, ქართული საზოგადოებრივი აზრის განვითარების ისტორიის ამსახველი ლიტერატურა და სხვ.

მნიშვნელოვანია, რომ ნაშრომს ერთვის გიორგი ჯაბადარის სტუდიის შესახებ 1918-20 წწ. პერიოდულ პრესაში დაბეჭდილი ყველა პუბლიკაციის ტექსტი, რომლებსაც ახლავს ავტორისეული კომენტარები და განმარტებები.”

ISBN 978-9941-9572-6-0

 

ლელა ოჩიაური, მაგდა ანიკაშვილი, გიორგი რაზმაძე - უახლესი ქართული მხატვრული კინო (სახელმძღვანელო)

სახელმძღვანელოში _ „უახლესი ქართული მხატვრული კინო“ _ ასახულია ის პროცესები, ტენდენციები და მიმართულებები, რომლებიც ახასიათებს ქართულ კინოს _ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ _ XX საუკუნის 90-იანი წლებიდან დღევანდელობამდე, 2018 წლის ჩათვლით.

„უახლესი ქართული მხატვრული კინო“ აწყობილია დამოუკიდებლობის პერიოდის ქართული კინემატოგრაფის ძირითადი ეტაპებისა და თითოეული ეტაპისთვის დამახასიათებელი მნიშვნელოვანი საკითხების მიხედვით:

XX საუკუნის ბოლო _ „პერესტროიკის“ პერიოდის ქართული კინო; დამოუკიდებლობის პირველი წლები; XXI საუკუნის დასაწყისი; XXI საუკუნის პირველი ათწლეულის მეორე ნახევარი _ კრიზისის დაძლევა; XXI საუკუნის მეორე ათწლეულის ქართულ კინოში მიმდინარე ახალი ტენდენციები და შემოქმედებითი ძიებების შედეგები.

სახელმძღვანელოში მიმოხილული და გაანალიზებულია:

XX-XXI საუკუნეების მიჯნისა და საქართველოს დღევანდელი რეალობა _ ისტორიულ-პოლიტიკურ-სოციალურ კონტექსტში _ რაც კინოს მდგომარეობაზე ახდენს გავლენას და ამავე დროს, ფილმებში (თემატურად) აისახება; კინოწარმოებისა და შემოქმედების კრიზისის პანორამული სურათი და საფუძვლები, კრიზისიდან გამოსვლის გზები და შედეგები; კინოს დაფინანსების წყაროების, წარმოების, საბაზრო-სადისტრიბუციო მდგომარეობა და საერთაშორისო გამოცდილება; შემოქმედებითი პროცესის მსვლელობა; დროის სხვადასხვა ეტაპზე გადაღებული და სხვადასხვა ნიშნით გამორჩეული ფილმების (მხატვრული ღირებულებების, წარმატებული თუ წარუმატებელი _ რომლებიც ერთიან სურათს ქმნიან) მახასიათებლები, პრობლემატიკა და თემატიკა; ქართული კინოს წარმატება საერთაშორისო კინოსაზოგადოებაში და მიზეზები; უახლესი ქართული მხატვრული კინოს მიმართულებები და გეზი.

სახელმძღვანელოს ცალკეულ თავებს თემატური, პრობლების წამოჭრისა და დასახული ამოცანების მიხედვით, განსხვავებული ფორმა აქვთ _ მიმოხილვა, კვლევა, ანალიზი, კონკრეტიკა (რეცენზირება) და განზოგადება. სხვადასხვა საკითხი, თემა თუ ტენდენცია სხვადასხვა რაკურსიდანაა ასახული, რაც, ზოგიერთ შემთხვევაში, ერთი და იგივე ფილმებზე საუბრის გამეორებას იწვევს _ უფრო ფართო პანორამის საჩვენებლად.

ყოველ თავს, რომლებიც ჩამოყალიბებულია სალექციო თემებისა და მოქმედი სილაბუსების მიხედვით, თანამედროვე სახელმძღვანელოს ფორმატის აკადემიურ ნორმებზე დაყრდნობითა და ბოლონიის პროცესის სტანდარტების ანალოგიით, მოჰყვება საკონტროლო კითხვები და დავალებები.

„უახლესი ქართული მხატვრული კინო“ განსაზღვრულია როგორც კინომცოდნეობის, ასევე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სხვა სპეციალობების სტუდენტებისთვის, რომლებიც, სასწავლო კურსის მიხედვით, ქართული კინოს ისტორიას შეისწავლიან. ართული მხატვრული კინოს მიმართულებები და გეზი.

სახელმძღვანელოს ცალკეულ თავებს თემატური, პრობლების წამოჭრისა და დასახული ამოცანების მიხედვით, განსხვავებული ფორმა აქვთ _ მიმოხილვა, კვლევა, ანალიზი, კონკრეტიკა (რეცენზირება) და განზოგადება. სხვადასხვა საკითხი, თემა თუ ტენდენცია სხვადასხვა რაკურსიდანაა ასახული, რაც, ზოგიერთ შემთხვევაში, ერთი და იგივე ფილმებზე საუბრის გამეორებას იწვევს _ უფრო ფართო პანორამის საჩვენებლად.

ყოველ თავს, რომლებიც ჩამოყალიბებულია სალექციო თემებისა და მოქმედი სილაბუსების მიხედვით, თანამედროვე სახელმძღვანელოს ფორმატის აკადემიურ ნორმებზე დაყრდნობითა და ბოლონიის პროცესის სტანდარტების ანალოგიით, მოჰყვება საკონტროლო კითხვები და დავალებები.

„უახლესი ქართული მხატვრული კინო“ განსაზღვრულია როგორც კინომცოდნეობის, ასევე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სხვა სპეციალობების სტუდენტებისთვის, რომლებიც, სასწავლო კურსის მიხედვით, ქართული კინოს ისტორიას შეისწავლიან.

ISBN 978-9941-9630-0-1

 

მსოფლიო თეატრის ისტორია V-XVIII საუკუნეების მსოფლიო თეატრი, წიგნი II

სახელმძღვანელო -„მსოფლიო თეატრის ისტორია“ (ტ. II) მოიცავს ევროპული და აღმოსავლური თეატრების ისტორიის უმნიშვნელოვანეს მოვლენებს, შუასაუკუნეებიდან განათლების ეპოქის ჩათვლით (V-XVIII სს.). სახელმძღვანელო ქართულ ენაზე მსოფლიო თეატრის ისტორიის კომპლექსური მიმოხილვის პირველი მცდელობაა. ავტორებმა ნაშრომზე მუშაობისას გამოიყენეს ფილოსოფოსის, თეატრმცოდნის პროფესორ ელენე თოფურიძის სალექციო კურსი, ასევე სხვა ქართველ და უცხოელ მეცნიერთა კვლევები, თარგმანები. მეორე ტომში შესულია: შუასაუკუნეების, აღორძინების, კლასიციზმისა და განათლების ეპოქების თეატრი. სახელმძღვანელო გამოიცა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელშეწყობით. ვიმედოვნებთ, სახელმძღვანელოზე მუშაობა გაგრძელდება და ქართულ ენაზე დაიწერება XIX-XX საუკუნეების მსოფლიო თეატრის ისტორიაც. ავტორთა ჯგუფი: თამარ ბოკუჩავა, მარინე (მაკა) ვასაძე, მარიკა მამაცაშვილი, გულიკო მამულაშვილი, ნინო ქირია, ლაშა ჩხარტიშვილი, თამარ ცაგარელი, მარინა ხარატიშვილი.

ISBN 978-9941-9572-9-1

 

თამარ ბოკუჩავა, მაია გოშაძე - მსოფლიო თეატრის ისტორია, უძველესი და ანტიკური თეატრი, წიგნი I

თქვენ წინაშეა მსოფლიო თეატრის ისტორიის პირველი წიგნი - "უძველესი და ანტიკური თეატრი".

სახელმძღვანელოში თეატრი განიხილება როგორც საკაცობრიო ცივილიზაციის თანამდევი ფართო კულტურული და ანთროპოლოგიური ფენომენი. რომელიც, ერთი შეხედვით, სრულიად განსხვავებულად იჩენს თავს პრიმიტიულ საზოგადოებასა თუ საკაცობრიო კულტურის განვითარებულ საფეხურებზე.

სწორედ თეატრის დინამიკური განვითარების პრინციპი დაედო საფუძვლად სახელმძღვანელოს, სადაც თეატრის რიტუალური და მითოლოგიური საწყისები, პროფესიული განვითარების მთელი სპექტრი ახალი ტიპის პრაქტიკის ყველა შესაძლო გამოვლენა (თერაპიული, ანთროპოლოგიური, სოციალური, და სხვ.) განიხილება როგორც ერთიანი ზოგადსაკაცობრიო გლობალური პროცესის ნაწილი თავისი ნაციონალური თუ ეპოქალური თავისებურებებით.

თეატრის ისტორიის I წიგნი გამოიცემა მისი თანაავტორის – მაია გოშაძის გარდაცვალების შემდეგ. მაიამ დაასრულა წიგნის მის მიერ მომზადებულ ნაწილებზე მუშაობა, თუმცა სახელმძღვანელოს გამთლიანებისა და საბოლოო სტრუქტურის მინიჭების პროცესში მონაწილეობა ვეღარ მიიღო. წიგნი გამოსაცემად მის გარეშე მომზადდა. თამარ ბოკუჩავა

ISBN 978-9941-9572-7-7

 

ვაჟა ზუბაშვილის ნაშრომი - "სატელევიზიო რეკლამის ჩამოყალიბება საქართველოში" (2018)

ვაჟა ზუბაშვილის ეს ნაშრომი გახლავთ არა მხოლოდ რეკლამის, არამედ თანამედროვე ქართული ინფორმაციული კულტურის შესწავლაში შეტანილი საკმაოდ სერიოზული განაცხადი.

ეს გახლავთ სრულიად სტრუქტურირებული, სრულიად ერთიანი, სრულიად თანმიმდევრული სახელმძღვანელო ქართული რეკლამის ისტორიაში, თეორიაში და ვიზუალურ განზომილებაში.

თეორიულ ბაზაზე დაყრდნობით, ვაჟა ზუბაშვილს შემოაქვს ინფორმაციული კულტურის ყველაზე შემოქმედებითი პროდუქტის _ რეკლამის შესახებ მსჯელობა და რეკლამის მეტაფორულ ხასიათზე აპელირებით აგებს რაციონალურ-დესკრიფციულ-ანალიტიკურ ტექსტს; ნაშრომში ავტორი აპელირებს ყველა იმ ადამიანზე, რომლებიც იმხანად ქართულ საინფორმაციო კულტურას ქმნიდნენ ან რეფლექსირებდნენ ქართული კულტურისათვის ამ საოცრად საინტერესო და განსაცვიფრებლად უცხო პროცესზე.

ISBN 978-9941-9522-6-5

 

მანანა მაჩაბელი - კომუნიკაციის თეორია (ურთიერთობის ფსიქოლოგია - დიალოგის ხელოვნება) (2018)

მანანა მაჩაბლის ნაშრომი განკუთვნილია სტუდენტებისათვის დამხმარე სახელმძღვანელოდ. ის მართლაც ძალიან საჭიროა იმ თაობისათვის, რომელსაც სწორედ ახლა უყალიბდება მსოფლმხედველობა და ადამიანებთან ურთიერთობების უნარი. ნაშრომის მთავარ ღირებულებად სწორედ ის პრაქტიკული რჩევები და ტრენინგებია, რომლებიც ადამიანებთან ურთიერთობისას დაგვეხმარება. ეს არა მხოლოდ სტუდენტებს, არამედ თვითოეულ ჩვენგანს ჭირდება.

ISBN 978-9941-9572-1-5

 

ლევან ტატიშვილი - ფრანცისკუს ლანგის 1727 წლის ტრაქტატის

განაზრება სასცენო შესრულებაზე თარგმანი, ტექსტისთვის კომენტარები და ფილოლოგიურ-კრიტიკული კვლევა (2018)

ლანგის ეს შრომა გათვალისწინებულია მეცნიერული კვლევისთვის, ამიტომ თარგმანის ამოცანაა, ტექსტის ლათინური დედნის რაც შეიძლება ზუსტად გადმოცემა და, ამდენად, თარგმანი მოკლებულია ყოველგვარ მხატვრულ ღირებულებას. მით უფრო, რომ ტექსტი მოკლე სახელმძღვანელოა, რომელიც უმთავრესად მიზნად ისახავს იეზუიტური სასწავლო თეატრის მოსწავლებლისთვის ან პედაგოგისთვის თეატრალური და დრამატურგიული ხელოვნების სხვადასხვა ასპექტთან დაკავშირებით რჩევების და ინსტრუქციების გადაცემას. ამ ისტორიულ-თეორიული თვალსაზრისით ეს წყარო მართლაც შეუფასებადია, თუმცა დედანი თავადაც მოკლებულია მხატვრულ ღირებულებებს და ამის გათვალისწინებითაც მით უფრო გაუმართლებელი იქნებოდა თარგმანის მხატვრულ ღირებულებაზე ზრუნვა დედანთან შესატყვისობის ხარჯზე. ხშირად, ავტორი ერთი საკითხიდან სხვა საკითხზე ხტება მოულოდნელად, ხშირია ელიფსისი, ზოგი ადგილი საკმაოდ ბუნდოვანია.

ამიტომ ქართული ტექსტი თითქმის სიტყვა-სიტყვითაა გადმოტანილი ლათინურიდან, რაც შეიძლება ახლოსაა დედანთან, ხშირად ქართულის სტილისტიკის, პუნქტუაციის და სინტაქსისის უგულებელყოფის ფასადაც კი.

ISBN 978-9941-9572-0-8

 

დიმიტრი ჯანელიძე - ქართული თეატრის ისტორია; ხალხური საწყისები (სახელმძღვანელო) (2018)

წინამდებარე წიგნში განხილულია ქართული ხალხური თეატრის განვითარების პროცესი, შრომის სიმღერა-სანახაობები, მაგიური სამონადირეო და აგრარული წეს-სახიობა, წარმართული მისტერიებიდან ხალხურ საფერხულო შესრულების დრამაზე გადასვლა. აგრეთვე ძველ ქართულ დრამატულ სანახაობათა წყობა, ხალხური სახიობის მრავლსახეობანი, დიდი სახალხო სანახაობა _ ყეენობა და ხალხური ნიღბების საიმპროვიზაციო თეატრი _ ბერიკაობა.

წიგნი განკუთვნილია თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ქართული თეატრის ისტორიით დაინტერესებული მკითხველისათვის.

მესამე შევსებული და გადამუშავებული გამოცემა

ISBN 978-9941-9522-8-9

 

ჟანა თოიძე - სასიმღერო ხმის წარმართვის მეთოდიკა (2018)

სახელმძღვანელოში აქცენტირებულია საქართველოში პროფესიული ვოკალური სკოლის ფუძემდებლების _ პროფესორ ო. ბახუტაშვილი-შულგინას, პროფესორ ე. ვრონსკის, პროფესორ ე. რიადნოვის ძირითადი მეთოდური პოსტულატები, რაზეც გაიზარდა არაერთი გამოჩენილი ქართველი მომღერალი.

შემდგომი ამოცანაა, გავაანალიზოთ მომდევნო თაობის ქართველი მომღერლების პედაგოგიური მოძღვრება _ რამდენად აგრძელებენ ისინი თავიანთი პედაგოგების სკოლას, მეთოდიკას, რამდენად ითვალისწინებენ მათ პოსტულატებს, რჩევებს.

ამ მიზნით საჭიროდ მიმაჩნია, პირველ რიგში, გავაშუქო და გავაანალიზო იმ მომღერალი-პედაგოგების ვოკალური სკოლა, რომელთა მეთოდიკას ვეზიარე, შევისწავლე როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულად, მეცადინეობის _ ხმის წარმართვის დროს (კერძოდ: ზ. ფალიაშვილის სახ. სახელმწიფო მუსიკალურ `ნიჭიერთა ათწლედში~, ზ. ფალიაშვილის სახ. II სამუსიკო სასწავლებელში; საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ასპირანტურაში სწავლის დროს და დისერტაციებზე მუშაობის პროცესში).

ISBN 978-9941-9522-9-6

 

უილიამ შექსპირი - იულიუს კეისარი, მეფე ლირი, მაკბეთი (2017)

ტრაგედიები (ტომი I)

ინგლისურიდან თარგმნა მანანა ანთაძემ

ყველა თაობას სჭირდება თავისი საკუთარი შექსპირი, მაგრამ აუცილებლად ახალ თარგმანში, იმიტომ რომ მთარგმნელს შექსპირი გადაჰყავს მხოლოდ სხვა ენიდან კი არა, არამედ სხვა ეპოქიდან

დონალდ რეიფილდი _ დედოფალ მერის ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორი,

ქართველოლოგი, ისტორიკოსი, მთარგმნელი

მანანა ანთაძის მიერ თარგმნილი შექსპირის სამი პიესა: ,,მეფე ლირი“, ,,მაკბეთი“, ,,იულიუს კეისარი“ _ ამ ნაწარმოებების ახალი და საინტერესო წაკითხვაა, სადაც არა მხოლოდ მისი, როგორც მთარგმნელის ნიჭიერება და დიდი გამოცდილება ჩანს, არამედ შექსპირის შემოქმედების ღრმა მეცნიერული ცოდნა და წვდომა, რომლის გარეშე შექსპირის თარგმნა შეუძლებელია და რომელიც მან თავისი დიდი მასწავლებლის, ცნობილი შექსპიროლოგის, ნიკო ყიასაშვილისაგან მიიღო, ვისაც ეს კრებული ეძღვნება.

მანანა გელაშვილი _ ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

მანანა ანთაძისეული შექსპირის თარგმანები უკვე დიდი ხანია, რაც დაინტერესებული მკითხველისა და მაყურებლის თვალთახედვის არეში მოექცა. საქმე ისაა, რომ ანთაძის სახით ჩვენ გვყავს არა უბრალოდ ჩინებული ფილოლოგი-მთარგმნელი, არამედ _ თეატრალურ ლაბორატორიასთან სისხლხორცეულად დაკავშირებული პროფესიონალი. სწორედ ამ ორი ასპექტის ბედნიერი გადაკვეთა განაპირობებს მანანა ანთაძის თარგმანების როგორც ფილოლოგიურ სიზუსტეს, ისე _ თეატრალურ დამარწმუნებლობას.

ზაზა შათირიშვილი _ ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი

ISBN 978-9941-9522-5-8 (tomeuli)

ISBN 978-9941-9522-4-1 (tomi I)

 

მარიკა წულაძე - მიხეილ თუმანიშვილის რეჟისურა სარეპეტიციო ჩანაწერების თანხლებით (2017)

ეს ნაშრომი არის შეძლებისდაგვარი ცდა სისტემურად წარმოვაჩინო მ. თუმანიშვილის თეორიული შეხედულებები, გამოვკვეთო და გამოვაცალკეო ის საკითხები, რომლებიც განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო ამ რეჟისორისთვის. მათზე ხელოვანს ჩამოყალიბებული ჰქონდა მოსაზრებები, გააჩნდა პრობლემების გადაწყვეტის თავისი ორიგინალური გზები. ყველაფერი ეს კი, გაკეთდეს რეჟისორის პრაქტიკული მოღვაწეობის ანალიზის ფონზე და მისი გათვალისწინებით.

ჩემი ამოცანაა, მ. თუმანიშვილის შემოქმედებითი გზის გაანალიზებით, საუკეთესო სპექტაკლების გააზრებით, წარმოჩნდეს მ. თუმანიშვილის მსოფლმხედველობა; შემდეგ, მისი თეორიული შეხედულებებიდან გამომდინარე, გამოვიკვლიო რეჟისორის ავტორისადმი დამოკიდებულება; დრამატურგიიდან წამოჭრილი პრობლემების მისეული გადაწყვეტა, მსახიობის ხელოვნების მტკივნეულ საკითხთა გადაწყვეტა, მისი მსახიობის იდეალი და ბოლოს, წარმატებული სპექტაკლებიდან, ამ რეჟისორის ფანტაზიის, ინდივიდუალობის, სპექტაკლების სტილისტიკის წარმოჩენა. (მ. წულაძე)

ISBN 978-9941-9522-7-2

 

XX საუკუნის ხელოვნება - კულტურათა დიალოგი XX საუკუნის ქართულ ხელოვნებაში (2017)

“კულტურათა დიალოგი XX საუკუნის ქართულ ხელოვნებაში” სამეცნიერო კრებულების სერიის "XX საუკუნის ხელოვნება" გაგრძელებაა.

საქართველომ XX საუკუნის დიდი ნაწილი საბჭოეთის “ძმურ”ოჯახში გაატარა. ამ ხნის განმავლობაში არ დარჩენილა ხელოვნების დარგი, რომელშიც ქართველებს ინტენსიურად არ შეექმნათ ხელოვნების ნიმუშები; მათ შორის იყო მდარე და საშუალოც, მკაცრად იდეოლოგიზებული და მეტ-ნაკლებად თავისუფალი, მაღალი მხატვრული ღირებულებით გამორჩეული ქმნილებები, აფიშირებულ-პრემირებული და დამალულ-აკრძალული.

ქართული ხელოვნება ოდითგანვე უცხოეთის კულტურებთან ინტენსიურ კავშირში ვითარდებოდა: წინა აზიის უძველესი ცივილიზაციები, ბიზანტია-ევროპა, ირანი და აღმოსავლური კულტურა. აღმოსავლურ-დასავლურ კულტურათა გზათშესაყარზე ქართული ხელოვნება თავის ინდივიდუალურ სახეს ქმნიდა. ინტენსიური კულტურული კონტაქტები საქართველოს XX საუკუნის პირველ ოცეულშიც ჰქონდა... მაგრამ რა მოხდა მაშინ, როცა ის ჩაკეტილ, საბჭოთა სივრცეში აღმოჩნდა? როცა მხოლოდ “მოძმე” რესპუბლიკებთან კონტაქტი იყო იდეოლოგთა მიერ მოწონებული? რა განაპირობებდა მის სახეს? მხოლოდ იდეოლოგია? ტრადიცია? პარტიული დადგენილებები? იყო თუ არა სხვა კულტურებთან კონტაქტი? ეს და სხვა საკითხებია წინამდებარე კრებულის ყურადღების ცენტრში თავმოყრილი. აქ წარმოდგენილი ნაშრომები ეძღვნება თეატრის და მუსიკის, კინოს და მედიის, მხატვრობისა და არქიტექტურის, ფოტოგრაფიის ცალკეულ თემებს.

კრებულს საფუძვლად დაედო 2016 წელს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებები.

რედატორ-გამომცემელი: ნატო გენგიური

რედაქტორები: ნატო გენგიური, ლელა ოჩიაური, გიორგი ცქიტიშვილი, თათია ჩხეიძე

ISBN 978-9941-9187-1-1 (ტომეული)

ISBN 978-9941-9522-2-7 (ტომი VII)

 

საუბრები კინორეჟისურაზე (ქრესტომათია) წიგნი IV (2017)

მიხეილ ბორაშვილი

კინორეჟისურის სპეციალობის სტუდენტებისთვის თქვენ წინაშე წარმოდგენილ ქრესტომათიულ კრებულში (წიგნი IV) თავმოყრილია მსოფლიო კინემატოგრაფის სახელმოხვეჭილი კინორეჟისორების მასტერკლასების და კინოწარმოებასა და რეჟისორის პროფესიის შესახებ საუბრების ჩემ მიერ ქართულ ენაზე შესრულებული თარგმანები. წიგნს დართული აქვს კრებულში შესულ ავტორთა მოკლე ბიოგრაფიული ცნობები, ფილმოგრაფია და ფოტოკადრები ფილმებიდან.

მასალის დიდი მოცულობის გამო შემდგომ წიგნებზე მუშაობა გაგრძელდება.

ISBN 978-9941-9352-7-5 (ტომეული)

ISBN 978-9941-9522-1-0 (ტომი IV)

 

უჩა დვალიშვილი, რეზო ჭანიშვილი - ქართული ხალხური ცეკვა (2017)

დამხმარე სახელმძღვანელო _ ქართული ხალხური ცეკვა _ მოიცავს თეორიული და პრაქტიკული სწავლების სრულ კურსს.

ქართული ხალხური ცეკვები წარმოდგენილია ეთნოკულტურულ და ისტორიულ ჭრილში და მათ ურთიერთმიმართებაში. დეტალურადაა განხილული ქართული საცეკვაო ფოლკლორის კავშირი ხალხური შემოქმედების სხვა დარგებთან: სიმღერა, ზეპირსიტყვიერება, გამოყენებითი ხელოვნება (კოსტიუმი). გარჩეულია ზოგადი, საერთო და ლოკალური საშემსრულებლო ტრადიციები. წიგნში წარმოდგენილია საქართველოს თითოეული კუთხის ცეკვა მისთვის დამახასიათებელი საცეკვაო ლექსიკით, მუსიკალური მასალით, სამოსით და ა.შ.

დამხმარე მეთოდური სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის ქორეოგრაფიული ხელოვნების დეპარტამენტის ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფის სპეციალობის ბაკალავრებისათვის, ქორეოლოგებისათვის, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის.

წიგნით სარგებლობა მსურველებს შეუძლიათ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემის (სახელმწიფო, არასახელმწიფო, ადგილობრივ და საუწყებო) ქსელში.

ISBN 978-9941-9485-9-6

 

ლილი გვარამაძე - მთაწმინდელი მოცეკვავე (ალექსი ალექსიძე) 1874 – 1934 (2017)

ლილი გვარამაძის მონოგრაფია `მთაწმინდელი მოცეკვავე~, რომელიც პირველად გამოიცა 1962 წელს, დიდი ხანია ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად იქცა. წიგნი სახელოვან ქართველ ქორეოგრაფ ალექსი ალექსიძეს მიეძღვნა. წინამდებარე ნაშრომი, რომელიც ძირითად ნაწილში იმეორებს პირველი გამოცემის ფორმატს, შევსებულია ალექსი ალექსიძის პუბლიკაციით (ჟურ. `თეატრი და ცხოვრება~, 1924, #18) და ხელოვნების სასახლეში ალექსი ალექსიძის შესახებ დაცული საარქივო მასალების კატალოგით. წინამდებარე გამოცემა, ძირითადად, განკუთვნილია ქორეოგრაფია-ქორეოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისათვის, ქართული ხალხური ქორეოგრაფიის სფეროში მოღვაწე პროფესიონალების და, ასევე, ქართული ცეკვის მოყვარულთათვის.

ISBN 978-9941-9522-0-3

 

ნოდარ გურაბანიძე - "სამყარო თეატრალის თვალით", ორ ტომად (2017)

1997 წელს გამოვიდა ჩემი წიგნი `სამყარო თეატრალის თვალით~, რომელსაც, მომდევნო წელსვე, `საქართველოს სახელმწიფო პრემია~ მიენიჭა. ამ შედარებით მცირე მოცულობის წიგნში უპირატესი ადგილი ეთმობოდა თეატრალურ ხელოვნებას.

1997 წლიდან მოყოლებული დღემდე ვმუშაობდი პირველ წიგნში წარმოდგენილი არეალის ფართოდ გაშლაზე. შევეცადე შემექმნა ეტიუდები ხელოვნების ყველა სფეროზე (პირველ რიგში, რასაკვირველია, თეატრზე, ქორეოგრაფიაზე, მხატვრობაზე, არქიტექტურაზე, მუსიკაზე) დაახლოებით ისეთი პროფილისა, როგორც ერთ დროს იყო ძალზე პოპულარული `საკითხავი წიგნი ხელოვნების უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისათვის~. მკითხველის დაინტერესების მიზნით ვცდილობდი ყოველი ეტიუდი თუ ესეი საინტერესო და მიმზიდველი ამბის საფუძველზე ამეგო.

ამჯერად გთავაზობთ ახალ წიგნს, "სამყარო თეატრალის თვალით", ორ ტომად.

ხაზგასმით მსურს აღვნიშნო, რომ 1997 წელს გამოცემული წიგნიდან არც ერთი მონაკვეთი არ გადმომიტანია ამ ორტომეულში.

ISBN 978-9941-9485-7-2 (წიგნი 1)

ISBN 978-9941-9485-8-9 (წიგნი II)

 

მანანა ბერიკაშვილი - მეტყველების კულტურის ძირითადი პრინციპები (სახელმძღვანელო) (2017)

მანანა ბერიკაშვილი - მეტყველების კულტურის ძირითადი პრინციპები (სახელმძღვანელო) (2017)

პროფესორ მანანა ბერიკაშვილის ნაშრომი `მეტყველების კულტურის ძირითადი პრინციპები~ განიხილავს მეტყველების კულტურის საკითხებს. ნაშრომში გაანალიზებულია სუნთქვის, წარმოთქმის, ხმის პრობლემები და მათი გადაჭრის, გასწორებისა და პროფესიული დაოსტატების გზები.

978-9941-9485-5-8

 

მანანა ბერიკაშვილი - სავარჯიშოები მეტყველების ტექნიკის დასახვეწად (დამხმარე სახელმძღვანელო) (2017)

პროფესორ მანანა ბერიკაშვილის დამხმარე სახელმძღვანელო _ „სავარჯიშოები მეტყველების ტექნიკის დასახვეწად“ _ მისივე სახელმძღვანელოს _ „მეტყველების კულტურის ძირითადი პრინციპები“ _ დამატებაა. მომცრო ზომის „სამაგიდო წიგნში“, დრამის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, პედაგოგებისა და ყველა დაინტერესებული საჯარო პირისთვის, სისტემურადაა დალაგებული და გადმოცემული სწორი მეტყველებისათვის განკუთვნილი სავარჯიშოები.

ISBN 978-9941-9485-4-1 (მეორე გამოცემა)

 

თამარ ქუთათელაძე - შალვა გაწერელიას თეატრი (მონოგრაფია) (2017)

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი XX საუკუნის მეორე ნახევრის დიდი ქართველი რეჟისორისა და პედაგოგის _ შალვა გაწერელიას გარდაცვალებიდან ხუთი წლისთავზე, პირველად ბეჭდავს მონოგრაფიას ამ ორიგინალურ თეატრალურ მოღვაწეზე.

წიგნი განკუთვნილია თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტების, თეატრმცოდნეების, თეატრის ისტორიის მკვლევართათვის, შალვა გაწერელიას შემოქმედებითი გუნდის წარმომადგენლებისა და, ზოგადად, ქართული თეატრით დაინტერესებული მკითხველისათვის.

ISBN 978-9941-9485-3-4

 

კინოკრიტიკა და თეორია ფილმის ანალიზის საფუძვლები წიგნი I (2016)

ლია კალანდარიშვილი, მანანა ლეკბორაშვილი, მაია ლევანიძე

 

1. კინოთეორიის საგანი

2. მეცნიერება კინოს შესახებ და მისი შემადგენელი ნაწილები

3. კინოს სახეობები

4. კინოდრამატურგია

5. კინოჟანრები და ჟანრული კანონზომიერებები

6. მონტაჟი: მონტაჟის ევოლუცია, სახეები, ფუნქციები და შესაძლებლობები

7. ხმის ფუნქცია და ფილმის ხმოვანი მხატვრული სახე

8. კინოფილმის განათება

 

ISBN 978-9941-9485-2-7 (ტომეული)

ISBN 978-9941-9461-7-2 (წიგნი I)

 

 

 

მარიკა მამაცაშვილი _ პიტერ ბრუკის რეჟისორული ძიებანი, 2016

წინამდებარე კვლევა სათეატრო რეჟისურას შეეხება; წიგნში განხილულია თეატრი მთელი თავისი სირთულეებით: თეატრი, _ როგორც კულტურის ერთ-ერთი სახელოვნებო დარგი, მისი შემადგენელი ცალკეული ნაწილებით, როგორებიცაა: დრამატურგია, სამსახიობო შესრულების ტექნიკა, თეატრალური სივრცე, კოსტიუმი, გრიმი, მუსიკა, ცეკვა, სიმღერა, მაყურებელი, და ბოლოს, რეჟისურა, როგორც ყოველივე ამის გამაერთიანებელი.

ავტორის აზრით, პიტერ ბრუკის შემოქმედების განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ მან არა მხოლოდ გაიზიარა მსოფლიო თეატრის კულტურული გამოცდილება, არამედ ახლებურად წარმოაჩინა საკუთარ შემოქმედებაში. ბრუკმა მეცნიერებაც კი ხელოვნების სამსახურში ჩააყენა. სწორედ ამიტომ, იგი ერთდროულად რეჟისორიცაა და მეცნიერიც. ის არა მარტო პრაქტიკოსი რეჟისორია, არამედ საკუთარი შემოქმედების და მთლიანად თეატრის დაუღალავი მკვლევარიც.

თეატრალური პროცესის დინამიკა, პოლარული მხატვრული ხერხების სინთეზი, მოვლენის ხარისხში აყვანის უნარი, წვდომა და ყოფნა – აი, ის შემადგენელი ნაწილები, რაზეც აგებულია პიტერ ბრუკის სარეჟისორო მეთოდიკა. ეს არის მწყობრი სისტემა, რომელსაც მომავალი თაობებისათვის გზის გაკვლევის უნარი შესწევს.

ISBN 978-9941-9461-8-9

 

XX საუკუნის ხელოვნება - ტრადიცია და ინოვაცია (2016)

"ტრადიცია და ინოვაცია" სამეცნიერო კრებულების სერიის "XX საუკუნის ხელოვნება" გაგრძელებაა. წიგნში თავმოყრილი შრომების თემატიკა თანამედროვე და უახლესი პერიოდის სახელოვნებო მიმართულებებში - თეატრმცოდნეობა, კინომცოდნეობა, ხელოვნებათმცოდნეობა, მედიოლოგია, მუსიკათმცოდნეობა – XX საუკუნეში და დღევანდელობაში მიმდინარე პროცესების კვლევებს მოიცავს. კრებულს საფუძვლად დაედო 2015 წელს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამეცნიერო კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებები.

 

რედატორ-გამომცემელი: ნატო გენგიური

რედაქტორები: ნატო გენგიური, ლელა ოჩიაური, გიორგი ცქიტიშვილი, თათია ჩხეიძე

 

ISBN 978-9941-9187-1-1 (ტომეული)

ISBN 978-9941-9485-0-3 (ტომი VI)

 

დალი მუმლაძე, თამარ ქუთათელაძე - ქართული დრამატურგიის ისტორია (სახელმძღვანელო) I ტომი

წინამდებარე წიგნში წარმოდგენილია ქართული დრამატურგიის გენეზისი. იგი მოიცავს პერიოდს შრომის სიმღერა-თამაშობებიდან საბჭოური პერიოდის დრამატურგიამდე.

სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დაინტერესებული მკითხველისათვის.

ISBN 978-9941- 9375-5-2 (ტომეული)

ISBN 978-9941- 9375-6-9 (I ტომი)

 

ქართული პიესა 2015

თამარ ბართაია - და-ქოც-ნაც-ებულები

მაკა კუკულავა - 13.06

ნინო მირზიაშვილი - ქატო იქა, ფქვილი აქა ანუ ე ს და ი ს

დავით ფირცხალავა - დიდი შესვენება

ალექსანდრე ჩიღვინიძე - ოლიმპიური თამაშები

ირაკლი ცხადაია - ჭუპრში

 

ISBN 978-9941-9331-1-0 (ტომეული)

ISBN 978-9941-9461-6-5 (ტომი III)

 

მიხეილ ბორაშვილი - საუბრები კინორეჟისურაზე (ქრესტომათია) წიგნი III

კინორეჟისურის სპეციალობის სტუდენტებისთვის თქვენ წინაშე წარმოდგენილ ქრესტომათიულ კრებულში (წიგნი III) თავმოყრილია მსოფლიო კინემატოგრაფის სახელმოხვეჭილი კინორეჟისორების მასტერკლასების და კინოწარმოებასა და რეჟისორის პროფესიის შესახებ საუბრების ჩემ მიერ ქართულ ენაზე შესრულებული თარგმანები.

წიგნს დართული აქვს კრებულში შესულ ავტორთა მოკლე ბიოგრაფიული ცნობები, ფილმოგრაფია და ფოტოკადრები ფილმებიდან.

მასალის დიდი მოცულობის გამო შემდგომ წიგნებზე მუშაობა გაგრძელდება.

ISBN 978-9941-9352-7-5 (ტომეული)

ISBN 978-9941-9461-5-8 (ტომი III)

 

მაკა (მარინე) ვასაძე - რობერტ სტურუას სათეატრო ენის სემიოტიკა

ქართული თეატრისათვის დამახასიათებელი ნიშნები, მსოფლიო სათეატრო ჟანრების და ტენდენციების ზოგიერთი მახასიათებლები, ბერტოლდ ბრეხტის სათეატრო კონცეფციის ტრანსფორმირებული სახით გამოყენება, მიხეილ ბახტინის პაროდიის, გროტესკული რეალიზმის, ირონიის, კარნავალურობის თეორია ქმნის რობერტ სტურუას "ეკლექტურ", "პოლისტილისტურ" თეატრს. მსოფლიო თეატრალური სემიოტიკის თანაფარდობისა თუ ურთიერთშერწყმისას რეჟისორმა მიაგნო ორიგინალური სათეატრო ენის შექმნის გზებს. რობერტ სტურუას სათეატრო ენის განმსაზღვრელ ცნებას შეიძლება ეწოდოს "პოლისტილისტიკა".

ISBN 978-9941-9461-4-1

 

ლაშა ჩხარტიშვილი - "მეფე ლირის" სცენური ინტერპრეტაციის საკითხები ევროპულ და ქართულ თეატრში (2016)

წიგნი, რომელშიც განხილულია „მეფე ლირის“ სცენური ინტერპრეტაციის საკითხები ევროპულ და ქართულ თეატრში, წარმოადგენს პირველ მცდელობას, პოსტსაბჭოთა ქართულ სათეატრო მეცნიერებაში, კომპლექსურად შეისწავლოს კლასიკური დრამატურგიის სცენურ ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული შემოქმედებითი საკითხები, სოციალურ-პოლიტიკურ და ზოგადად სათეატრო გარემოში მიმდინარე შემოქმედებითი პროცესების კონტექსტში; კერძოდ, უილიამ შექსპირის „მეფე ლირის“ მაგალითზე.

წიგნში განხილულია და გაანალიზებულია „მეფე ლრიის“ დადგმების გეოგრაფია ევროპულ თეატრში მე-2ო საუკუნიდან დღემდე, კერძოდ პიტერ ბრუკის, ჯორჯო სტრელერისა და რობერტ სტურუას დადგმების მაგალითზე. ასევე ვრცელი ნაწილი ეთმობა ქართულ თეატრში შექსპირის „მეფე ლირის“ დადგმის ტრადიციებს. მონოგრაფიას ერთვის დადგმების სტატისტიკური ანალიზი და ვრცელი რეზიუმე ინგლისურ ენაზე.

ISBN 978-9941-9461-0-3

 

თეიმურაზ აბაშიძე - ქართული მიუზიკლი (2016)

ამ წიგნის გამოცემის მიზანია დაკანონებული, საყოველთაოდ აღიარებული `მიუზიკლის~ ტიპის და სახის ქართული ანალოგების მაგალითების აღნუსხვა და იმის დაფიქსირება, რომ, მიუხედავად დაგვიანებული, გართულებული გაცნობისა ამ ჟანრთან, ქართული მუსიკალური თეატრი არ გამოაკლდა მსოფლიოს მუსიკალური თეატრის Gგანვითარების მოწინავე პოზიციების, სტილისტიკის აღქმას, ათვისებას და ცდილობდა, შესაძლებლობის ფარგლებში, დარჩენილიყო მისი ძირითადი ტენდენციების, მიმართულების კალაპოტში.

ISBN 978-9941-9461-1-0

 

შალვა გაწერელია - "რეჟისორის ჩანაწერები" (2016)

XX საუკუნის II ნახევრის ქართული თეატრალური რეჟისურის ორიგინალური წარმომადგენლისა და დიდი პედაგოგის, შალვა გაწერელიას დაბადებიდან 85 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტი პირველად მოამზადა გამოსაცემად კრებული "რეჟისორის ჩანაწერები". იგი ბატონი შალვას ოჯახმა "დღიურების" სახით გადმოსცა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტს. კრებულს დაემატა, აგრეთვე, ბატონ შალვასთან ჩაწერილი რამდენიმე გამოქვეყნებული და გამოუქვეყნებელი დიალოგიც.

"ჩანაწერები" შექმნილია 1956-2012 წლებში. მათში ბატონი შალვა იუმორ-ირონიით ყვება თავისი ბავშვობის ტკბილ-მწარე მოგონებებს, ტკივილიან თეატრალურ დებიუტზე, შემოქმედებითი მოღვაწეობის დასაწყისზე, დასთან პირველ რეპეტიციაზე. "დღიურებიდან" ვეცნობით მის შთაბეჭდილებებს ახალწაკითხულ წიგნებზე, ნანახ სპექტაკლებზე, ფილმებზე და ყოველივედან იკვეთება უსასრულო განვითარების პროცესში მყოფი აქტიური, ემოციური, მიზანდასახული, არაორდინალური, უსამართლობის წინააღმდეგ მუდამ მებრძოლი, მეამბოხე შემოქმედის ბუნება, რომელიც ქმნიდა იუმორით, ფანტაზიითა და სევდით გაჯერებულ, ადამიანისადმი წრფელი სიყვარულით განწყობილ ამაღლებულ თეატრს, ქართული თეატრს უზრდიდა მსახიობთა და რეჟისორთა ახალ თაობას.

ISBN 978-9941-9437-3-7

 

სახელოვნებო პროცესები 1960-2000 (2013)

წიგნში წარმოდგენილია 1960-2000 წლების ქართული და უცხოური ხელოვნების სხვადასხვა დარგისადმი მიძღვნილი ნაშრომები. მესამე წიგნია სერიისა `XX საუკუნის ხელოვნება~. გამოცემა 2012 წელს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებების საფუძველზე შეიქმნა. თემატიკა მრავალფეროვანია, სტატიები ეძღვნება აღნიშნული პერიოდის თეატრის, კინოს, მედიის, არქიტექტურის, მხატვრობის სხვადასხვა პრობლემატიკას.

გამომცემელ-რედაქტორი: ნატო გენგიური, სრული პროფესორი, ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი.

ISBN 978-9941-9187-1-1 (ტომეული)
ISBN 978-9941-9331-0-3 (წიგნი 3)

 

Cultural Bridge

კრებულში შესულია თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის საქართველოს სექციის IV სიმპოზიუმის მასალები, რომელიც ჩატარდა 2014 წელს თბილისის სრთაშორისო ფესტივალის ქართული სპექტაკლების შოუ ქეისი დროს. სიმპოზიუმში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა (კანადა, საფრანგეთი, ესპანეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, რუმინეთი...) და ქართველმა თეატრმცოდნეებმა.

2014 წელი იუნესკოს გადაწყვეტილებით უილიამ შექსპირის წელიწადად იყო გამოცხადებული. სიმპოზიუმი - „ჩვენი დროისა და ჩემი ქვეყნის შექსპირი“ - დიდი ბრიტანელი ბარდის 450 წლის იუბილეს მიეძღვნა და, შეძლებისდაგვარად, ასახა ის ფაქტი, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა მისი უნივერსალობა, მისი პიესების ხორცშესხმის ჟანრული, სტილისტური თუ ესთეტიკური მანერის შეცვლა.

კრებულს ხსნის კანადელი მეცნიერის სტატია, სადაც შქსპირის ვინაობის ახალი თეორია არის წარმოდგენილი. მას მოსდევს ესეები, სადაც განხილულია ერთი რეჟისორის ერთი სპექტაკლი, ერთი რეჟსორის შექსპირიანა და ბოლოს ისტორიული მიმოხილვები, რომელიც რუბრიკას „შექსპირი ჩემს ქვეყანაში“ ესადაგება.

კრებული გამოცემულია ინგლისურ ენაზე.

   

 

ვასილ კიკნაძე, „გამოთხოვება მოგონებებთან“, (მეორე წიგნი), 2015.

„... რუსთაველის თეატრში ჩემი მუშაობის წლები ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერიოდი იყო. ვეცადე, რომ „სიყვარულიანი გამომსახველი“ (დ. კლდიაშვილი) ვყოფილიყავი გარდასული ჟამისა. ვინც არ გამახსენდა, იმას ბოდიშს ვუხდი...“ (ვასილ კიკნაძე)

 

მონოპიესები 2014-2015

კრებული დაიბეჭდა პროექტის - „მონოპიესების ფესტივალი“ ფარგლებში, რომელიც 2015 წელს განხორციელდა ახალგაზრდული ორგანიზაცია `Aრტ ჭაყ~-ს ორგანიზებით. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამის - „თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერა“ და საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით.

მონოპიესების ფესტივალის მიზანია:

_ ახალგაზრდა დრამატურგების, მსახიობებისა და რეჟისორების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და მოტივაციის ამაღლება;

_ შემოქმედ ახალგაზრდებს შორის თეატრის მეშვეობით კომუნიკაციის დამყარება.

_ მონოსპექტაკლების მიმართ საზოგადოების ინტერესის ზრდის ხელშეწყობა;

2014 წელს ფესტივალის ფარგლებში, საწყის ეტაპზე, შეირჩნენ დრამატურგები, რომელთა მონოპიესა დადგეს მათ მიერვე შერჩეულმა რეჟისორებმა. პროექტის მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქს წარმოადგენდნენ. სპექტაკლების ჩვენება ბათუმის დრამატურ თეატრში მიმდინარეობდა.

2015 წელს კი მონოსპექტაკლები ბათუმის სხვადასხვა ალტერნატიულ სივრცეში წარმოადგინეს.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა სულ 11 პიესა და ამდენივე სპექტაკლის დადგმა განხორციელდა.

ISBN 978-9941-9437-7-5

 

რევაზ ჭიჭინაძე - სამაუწყებლო მედიაპროპაგანდის ანალიზი

(საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან ვარდების რევოლუციამდე)

წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს პირველ მცდელობას, რომელშიც განხილული და მეცნიერულად შესწავლილი იქნება ქართული კინოსა და ტელევიზიის როლი ახალი ქართული საზოგადოების აზროვნების ფორმირების პროცესში. თემის აქტუალობას ისიც განაპირობებს, რომ ქართული კინოსა და ტელევიზიის მოღვაწეობა განხილული იქნება უახლესი ქართული ისტორიული პროცესების ჭრილში. კერძოდ კი, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ პერიოდში.

რა შედეგი მივიღეთ ათწლიანი არამიზანმიმართული, შეუთანხმებელი პროპაგანდით, რომელიც ხორციელდებოდა კონფლიქტის ზონებში (აფხაზეთი, სამაჩაბლო).

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მიერ განხორციელებული პროპაგანდის შედეგად რამდენად პოლიტიზებულია საზოგადოება.

რა ნეგატიური და პოზიტიური როლი შეასრულა ქართულმა კინომ და ტელევიზიამ დამოუკიდებელი სახელმწიფოს მოქალაქეების აზროვნებაში.

სამეცნიერო ნაშრომი დაეხმარება როგორც მედიამკვლევრებს, ისე პრაქტიკოს ჟურნალისტებს, რათა სწორად გაიაზრონ საზოგადოებაზე ამ ფორმით ზემოქ-მედების მოსალოდნელი შედეგები.

ნაშრომი ასევე წაადგება მედიის ისტორიის მკვლევრებს, რადგან ეს იქნება ერთ-ერთი პირველი ფუნდამენტური კვლევა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან ვარდების რევოლუციამდე ტელემედიაში მიმდინარე მოვლენებს აშუქებს.

ნაშრომი შესაძლოა იქცეს დამხმარე სახელმძღვანელოდ სოციალურ, პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სფეროს შემსწავლელი სტუდენტებისთვის.

მივიჩნევთ, რომ ნაშრომი შესაძლოა მნიშვნელოვანი ინფორმაციისა და დასკვნების მატარებელი იყოს ჰუმანიტარული და სოციალური სფეროს უცხოელი მკვლევრებისთვისაც.

ISBN 978-9941-9437-0-6

 

რევაზ ჭიჭინაძე - პროპაგანდის ფორმები სამაუწყებლო მედიაში

სახელმძღვანელო შედგენილია საუნივერსიტეტო სწავლების სტანდატების გათვალისწინებით და განკუთვნილია სოციალურ, პოლიტიკურ, ჰუმანიტარულ და ხელოვნების მეცნიერებათა შემსწავლელი სტუდენტებისთვის.

სახელმძღვანელოში განხილულია:

• როგორ ტრანსფორმირდება ტელეკინოპროდუქცია მასობრივი მანიპულაციის საშუალებად;

• საზოგადოებაზე ზემოქმედების რა მეთოდები არსებობს მსოფლიოში და რა როლი უკავია კინოს და ტელევიზიას საზოგადოებრივი აზროვნების ფორმირების პროცესში;

• საზოგადოებრივ-პოლიტიკური მანიპულირების ტექ-ნოლოგიების საერთო მახასიათებლები ტელევიზიასა და კინემატოგრაფში;

• რა შედეგი მოაქვს პროპაგანდისტულ ტელე-კინოპროდუქციას საზოგადოებრივი აზროვნების დამკვიდრების პროცესში.

ამ ნაშრომშიც ისე, როგორც ყველა არსებულ სამეცნიერო პუბლიკაციასა თუ შრომაში, რაც საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას, პროპაგანდის საშუალებით მოქალაქეებზე ზემოქმედებას ეხება, კინო, ტელევიზიასთან ერთად, განიხილება როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალება.

ISBN 978-9941-9401-9-4

 

“პოსტსაბჭოთა პერიოდის ხელოვნება”

“პოსტსაბჭოთა პერიოდის ხელოვნება” მეხუთე წიგნია კრებულების სერიისა `XX საუკუნის ხელოვნება~. აქ გაერთიანებული ნარკვევების თემატიკა მეოცე საუკუნის ბოლო ათწლეულისა და XXI საუკუნის განვლილი წლების მხატვრული მოველენებისა და პრობლემების კვლევაზეა ორიენტირებული. წინამდებარე კრებულში წარმოდგენლი ნაშრომები ეძღვნება ბოლო ოცწლეულის თეატრსა და მუსიკას, მხატვრობასა და არქიტექტურას, კინოს, მედიას და ფოტოხელოვნებას. კრებულს საფუძვლად დაედო 2014 წელს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებები.

ISBN 978-9941-9187-1-1 (ტომეული)

ISBN 978-9941-9437-2-0 (ტომი V)

 

სატელევიზიო პროდიუსერი - გიორგი ჩართოლანი

სატელევიზიო პროდიუსერი - გიორგი ჩართოლანი

წინამდებარე სახელმძღვანელო პირველი მცდელობაა ქართულ ენაზე იმგვარი სახელმძღვანელოს შექმნის, რომელიც სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, სისტემურად გაეცნონტელეჟურნალისტიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოზიციის - პროდიუსერის საქმიანობას, უფლება-მოვალეობებს, ვალდებულებებს და მოღვაწეობის არეალს.

სახელმძღვანელო შექმნილია ქართულ სამაუწყებლო მედიაში ტელეპროდიუსერის პროფესიულ საქმიანობაზე ემპირიული დაკვირვების შედეგად და განხილულია მუშობის ის სპეციფიკა, რაც ქართული ტელეკომპანიების პროდიუსერებისთვისაა დამახასიათებელი. ასევე სახელმძღვანელოში მოყვანილია ქართული ტელეკომპანიების ტელეპროდუქციის მაგალითები, როგორც თვალსაჩინო მასალა, რაც სტუდენტებს კიდევ უფრო გაუადვილებს თეორიული ნაწილის გააზრებას.

სახელმძღვანელოს სტრუქტურა ეფუძნება საუნივერსიტეტო სწავლების არსებულ მოთხოვნებს და იგი განკუთვნილია ტელეჟურნალისტიკის შემსწავლელი სტუდენტებისთვის.

ISBN 978-9941-9401-8-7

 

სტუდენტური ქორეოგრაფიული ფესტივალი "ტერფსიქორე" - 2014 წლის სამეცნიერო კონფერენციის მასალები ქორეოლოგიაში

სტუდენტური ქორეოგრაფიული ფესტივალი "ტერფსიქორე" - 2014 წლის სამეცნიერო კონფერენციის მასალები ქორეოლოგიაში

წარმოდგენილ კრებულში 2014 წლის "ტერფსიქორეს" სამეცნიერო კონფერენციის მასალებია წარმოდგენილი, რომელთა შორის გამარჯვებულად გამოცხადდა ქორეოგრაფიული კოლეჯის II კურსის სტუდენტის თამარ ფირცხელავას თემა "ბატონების კულტი საქართველოში".

 

საუბრები კინორეჟისურაზე (ქრესტომათია, წიგნი II)

კინორეჟისურის სპეციალობის სტუდენტებისთვის თქვენ წინაშე წარმოდგენილ ქრესტომათიულ კრებულში (წიგნი II) თავმოყრილია მსოფლიო კინემატოგრაფის სახელმოხვეჭილი კინორეჟისორების მასტერკლასების და კინოწარმოებასა და რეჟისორის პროფესიის შესახებ საუბრების ჩემ მიერ ქართულ ენაზე შესრულებული თარგმანები.

წიგნს დართული აქვს კრებულში შესულ ავტორთა მოკლე ბიოგრაფიული ცნობები, ფილმოგრაფია და ფოტოკადრები ფილმებიდან.

მასალის დიდი მოცულობის გამო შემდგომ წიგნებზე მუშაობა გაგრძელდება.

მიხო ბორაშვილი – კინორეჟისორი, ასოცირებული პროფესორი, 2014

ISBN 978-9941-9352-7-5 (ტომეული) ISBN 978-9941-9401-0-1 (ტომი II)

 

სტუდენტური ნარკვევები

საქართველოს სტუდენტათა VII სამეცნიერო კონფერენციის რჩეული მასალები

"სტუდენტური ნარკვევები" წარმოადგენს კრებულს, რომელიც მაგისტრანტების მიერ კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებების საფუძველზე შეიქმნა. სტუდენტთა კონფერენცია 2014 წლის აპრილში საქართველოს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში ჩატარდა. მას ვეღარ დაესწრო ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი ანა სოლოღაშვილი...

"სტუდენტური ნარკვევების" პირველი ნომერი, რომელიც ჩვენი უნივერსიტეტის, სამხატვრო აკადემიის, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაშრომებს აერთიანებს, ანა სოლოღაშვილის ხსოვნას მიეძღვნა

 

თეო ხატიაშვილი - ფარაჯანოვის მითოლოგიურ - მეტაფორული სამყარო

რედაქტორი: ლელა ოჩიაური

ISBN 978-9941-9401-5-6

2014 წ.

 

 

 

სასცენო მოძრაობის საფუძვლები

შოთა სხირტლაძე

წინამდებარე გამოცემა მიეუკუთვნება სასწავლო-მეთოდოლოგიურ დამხმარე სახელმძღვანელოს და ერთ-ერთი პირველი მცდელობაა ქართულ ენაზე ამ ტიპის გამოცემისა სასცენო მოძრაობაში.

წიგნი საინტერესო იქნება, როგორც თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პედაგოგებისა და სტუდენტებისათვის, ასევე მსახიობის ოსტატობითა და თეატრით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისათვის.

ISBN 9780-9941-9375-9-0

 

პიტერ უორდის წიგნი "კადრის კომპოზიცია კინოსა და ტელევიზიაში"

დავით გუჯაბიძე

უპირველეს ყოვლისა, კინო-ტელე საოპერატორო ფაკულტეტის სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი. იგი შეიძლება საინტერესო იყოს მომავალი კინორეჟისორებისა და კინო-ტელე მხატვრებისთვისაც; წიგნში მოცემულია კადრის კომპოზიციური აგებისა და ფერითი გადაწყვეტის ყველაზე გავრცელებული ტიპური პრინციპები, ერთი და რამდენიმე კამერით მუშაობის თავისებურებები. ვფიქრობთ, წიგნი დააინტერესებს კინომცოდნეებსაც და კინო-ტელე დრამატურგებსაც.

წიგნს ახლავს DVD დისკი, რომელზეც დატანილია ტექსტის შესატყვისი ფრაგმენტები ფილმებიდან, რომლებიც ქართველი სტუდენტებისათვის აუცილებელ თვალსაჩინოებად მივიჩნიეთ.

რამდენადაც სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურა კინოსაოპერატორო სპეციალობისათვის ქართულ ენაზე პრაქტიკულად არ მოგვეპოვება, ხოლო მოცემული წიგნი უცხო ენიდან თარგმნის პირველი პრეცედენტია, გამორიცხული არაა სხვადასხვა ხარვეზი - განსაკუთრებით ტექნიკური ტერმინოლოგიის თვალსაზრისით. ქართული კინო-ტელე ტექნიკური ტერმინოლოგია დღეისათვის ჩამოყალიბებისა და დახვეწის აქტიურ ფაზაშია და საბოლოოდ ჯერაც არ ჩამოყალიბებულა, ანგარიშგასაწევია ტექნიკური აღჭურვილობის მუდმივი პროგრესიც, ახალი აპარატურის და თუ ტექნოლოგიური პროცესების ქართული შესატყვისების შექმნის და დამკვიდრების პროცესი, რომელიც აგრეთვე ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს. ამიტომ, მკითხველებს ვთხოვთ, თავიანთი შენიშვნები და სურვილები მოგვაწოდონ მისამართზე datogujabidze@gmail.com, რათა ისინი გავითვალისწინოთ მომდევნო გამოცემებში.

ISBN 9780-9941-9401-2-5

 

როგორ იბადება სპექტაკლი

მანანა გეგეჭკორი

„სასცენო ხელოვნების ნაწარმოების - სპექტაკლის შექმნის პროცესი დღეს საკმაოდ დიდ დროსა და შემოქმედებითსა თუ ფიზიკურ ენერგიას მოითხოვს. წარმოდგენა თეატრში მის სახილველად მისული მრავალი მაყურებლის თვალწინ თამაშდება. ზოგიერთი მათგანი, შესაძლოა, პირველად მივიდა თეატრში, ზოგიერთი - უკვე დიდი ხანია დადის. სპექტაკლის მაყურებელთა შორის გამოცდილი, სტაჟიანი თეატრალებიც არიან. თუმცა, მათ შორის ბევრმა ზუსტად და კონკრეტულად, ბოლომდე და დაწვრილებით არ იცის, სახელდობრ როგორ იქმნება სასცენო ხელოვნების ნაწარმოები - თეატრალური წარმოდგენა, რამდენი სხვადასხვა პროფესიის ადამიანი მონაწილეობს ამ კოლექტიურ საქმიანობაში, რა დიდ ენერგიასა და სულიერ ძალებს მოითხოვს ეს, ხშირად დამქანცველი, მაგრამ ძალზე სასიამოვნო შემოქმედებითი მოღვაწეობა. სწორედ სპექტაკლის შექმნის რთულსა და მრავალმხრივ პროცესზე მინდა გიამბოთ. თხრობის დროს, ცხადია, თეატრალურ ენციკლოპედიასაც მოვიშველიებ , რომ ამომწურავად განვმარტო სასცენო ხელოვნებასთან დაკავშირებული ყველა ძირითადი ტერმინი, თეატრის გამოჩენილ მოღვაწეთა ნააზრევსაც და ზოგ საინტერესო ამბავსაც მათი შემოქმედებითი ბიოგრაფიიდან, საერთოდ - თეატრის ისტორიიდან.“ (მანანა გეგეჭკორი)

ISBN 978-9941-9375-7-6

 

სათეატრო ხელოვნება და ანთროპოლოგია

თამარ ცაგარელი

აღნიშნულ ნაშრომში, ავტორი შესავალშივე სვამს კითხვას, - თუ რამდენად მნიშვნელოვანია ანთროპოლოგიური მეთოდი თეატრის, მისი არსის გასარკვევად. თუ დამოუკიდებელ დარგებად არსებობენ: სამედიცინო ანთროპოლოგია, სოციოლოგიური ანთროპოლოგია, ეთნოლოგიური ანთროპოლოგია, შესაძლებელია თუ არა თეატრალური ანთროპოლოგიის არსებობა, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერული დისციპლინისა.

დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დაინტერესებული მკითხველისათვის.

ISBN 978-9941-9375-3-8

 

ქართული პიესა 2013

2006 წლიდან იმართება თუმანიშვილის ფონდის ყოველწლიური კონკურსები. ამ ხნის განმავლობაში ჩვენი თეატრების სცენებზე უკვე დადგმულია 12 თანამედროვე ავტორის 15 საკონკურსო პიესა. ფონდთან 150-ზე მეტი ავტორი თანამშრომლობს. „ახალი ქართული პიესა 2013“ საერთაშორისო კონკურსი იყო.

თუმანიშვილის ფონდის კონკურსს შეუერთდა დოქტორ კრისტიან პაპკეს კონკურსი „საუბარი საზღვრების შესახებ“, რომელიც 2005 წელს ავსტრიაში დაარსდა და ავსტრიის ევროპული და საერთაშორისო საქმეთა ფედერალური სამინისტროსა და პენ კლუბის მხარდაჭერით იმართება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

ავსტრიულ კონკურსს ერთი პრემია 3500 ევრო აქვს დაწესებული (გამარჯვებულ ავტორს სთავაზობს აგრეთვე პიესის თარგმნას, გამოცემას და დადგმას გერმანიის ნაციონალური თეატრის სცენაზე)

თუმანიშვილის ფონდის მეორე პრემია (3500 ლარი) და მესამე პრემია (2500 ლარი) დააწესა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ.

კონკურსი გამოცხადდა 2013 წლის 26 ივნისს. დასრულდა დეკემბერში. შემოვიდა 27 პიესა.

საერთაშორისო ჟიურის წევრები:

1. კლაუს კუსენბერგი _ ნიუნბერგის სახელმწიფო თეატრი

2. პეტერ შპულერი _ ბადენის სახელმწიფო თეატრი კალსრუეში

3. დოროთი სალმა _ გერჰარდ ჰაუპტმანის თეატრი გორლიც ციტაუში

4. რობერტ სტურუა _ რეჟისორი

5. გოგი ყაჯრიშვილი _ თეატრმცოდნე

გამარჯვებულები გამოცხადდა 3 თებერვალს, 2014 წელს

(ავსტრიული პრემია და ქართული მეორე პრემია ერთად გაიყო ორ ავტორზე, რადგან თანაბარი ქულები მიიღეს და ორი პირველი პრემია გაიცა

1. ბასა ჯანიკაშვილი _ „გაბრაზებული ჩიტი“ (პირველი პრემია)

2. დათა თავაძე _ „დედაომი“ (პირველი პრემია)

3. ლაშა ბუღაძე _ „26 მაისი“ (მესამე პრემია)

სამივე ავტორს გადაეცა თუმანიშვილის ფონდის პრიზი `ვაშლი~

კრებულში „ქართული პიესა 2013“ სამ გამარჯვებულთან ერთად იბეჭდება ჟიურის მიერ შერჩეული კიდევ 5 საუკეთესო პიესა.

ISBN 978-9941-9331-1-0 (ტომეული)

ISBN 978-9941-9375-4-5 (ტომი II)

 

მსოფლიო კინემატოგრაფის ისტორია 1930-1960-იანი წლები

ზვიად დოლიძე

წინამდებარე წიგნი წარმოადგენს ძირითად სახელმძღვანელოს შესაბამისი პროფილის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისათვის. იგი ამავე ავტორის ადრე გამოქვეყნებული სახელმძღვანელოს - „მსოფლიო კინემატოგრაფის ისტორია. უხმო კინო“ თემატური გაგრძელებაა და მოიცავს პერიოდს, დაწყებულს XX საუკუნის 30-იანი წლებიდან 60-იანი წლების მიწურულამდე. ეს იყო ეპოქა, როდესაც კინო გახმოვანდა და გაფერადდა, გაჩნდა ახალი ჟანრები, ქვეჟანრები, მხატვრული მიმდინარეობები, დაიხვეწა სარეჟისორო, სამსახიობო, საოპერატორო და ა.შ. კულტურა, გაუმჯობესდა საწარმოო, სადისტრიბუციო, სადემონსტრაციო ტექნოლოგიები, ასპარეზზე გამოჩნდნენ უნიჭიერესი კინემატოგრაფისტები, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს კინოხელოვნების შემდგომ განვითარებასა და პოპულარიზაციაში.

IშBN 978-9941-9375-8-3

 

“XX საუკუნის ხელოვნება”

მეოთხე წიგნი სერიისა “XX საუკუნის ხელოვნება” წარმოადგენს ერთი თემატიკის ირგვლივ გაერთიანებულ ნაშრომების კრებულს, რომელიც ხელოვნების სხვადასხვა დარგებს – თეატრს, კინოს, მუსიკას, სახვით ხელოვნებას და მედიას ეძღვნება. ის 2013 წელს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებების საფუძველზე შეიქმნა. თემა – დრო, ხელოვანი და ხელისუფლება – ეხება კონკრეტულ კვლევით პრობლემატიკას, თუმცა მრავალგვარი ინტერპრეტაცის საშუალებას იძლევა. ამის დასტურია წინამდებარე კრებული: სტატიების ნაწილი განიხილავს ხელოვანისა და ხელისუფლების რთული დამოკიდებულების საკითხებს, მეორე ნაწილი თავად ხელოვნების ნიმუშებში ასახულ აღნიშნული პრობლემატიკას, სხვანი კი დროის ფაქტორს, მის აღქმას ხელოვნებაში, დროთა განმავლობაში შეცვლილ დამოკიდებულებებს და სხვა საინტერესო საკითხებს წარმოგვიდგენს.

ISBN 978-9941-187-1-1 (ტომეული)

ISBN 978-9941-9375-1-4 (ტომი IV)

 

თეატრის სივრცე

თემურ აზაბაშიძე - თეატრის სივრცე

დამხმარე სახელმძღვანელოში თავმოყრილია რეჟისორ თეიმურაზ აბაშიძის ცხოვრებისა და შემოქმედების ეტაპები, მისი მოღვაწეობა, როგორც საქართველოს ისე მის საზღვრებს გარეთ არსებულ სხვადასხვა თეატრში. წიგნში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა XX საუკუნის ბოლო 80-იანი წლებისა და XXI საუკუნის დასაწყისში მიმდინარე სათეატრო პროცესებს, რაც ავტორის მხრიდან გააზრებულია ქართული თეატრის რეჟისორების, დრამატურგებისა და მსახიობების შემოქმედებითი მრწამსის ჩამოყალიბების კონტექსტში. ვფიქრობთ სახელმძღვანელო დაეხმარება სტუდენტებს ქართული თეატრის ამ რთული და მრავალფეროვანი პერიოდის უკეთ აღქმასა და გააზრებაში.

ISBN 978-9941-9352-9-9

 

უნივერსიტეტის რექტორს, რეჟისორ გიორგი მარგველაშვილს და მიხეილ თუმანიშვილის ფონდის დამაარსებელს, ხელმძღვანელს, მწერალსა და მთარგმნელს _ მანანა ანთაძე-ციციშვილს ერთობლივად გაუჩნდათ იდეა: გამოვცეთ პიესები, რომლებიც კონკრეტულად, ამა თუ იმ რეჟისორის სურვილით ქართულად ითარგმნა და განხორციელდა. ეს არის სპექტაკლებიდან ფოტოსურათებით გაფორმებული პატარ-პატარა წიგნების სერია, რომელშიც, ტექსტის გარდა, შემოქმედებითი დასის წევრების _ მსახიობების, მხატვრების, მუსიკოსების და ა.შ ჩამონათვალია შესული.

სერიის გამოცემა გიორგი მარგველაშვილისთვის თარგმნილი, თუმანიშვილის თეატრში დადგმული,  მ. ჩეხოვის “ალუბლის ბაღით” დავიწყეთ. მანანა ანთაძე-ციციშვილის, კონკრეტული რეჟისორისათვის შესრულებეული, პირველი თარგმანი მიხეილ თუმანიშვილის მიერ 1981წ. კინომსახიობთა თეატრში დადგმული „დონ ჟუანი“ გახლდათ. სწორედ ბატონმა მიშამ სთხოვა მანანა ანთაძე-ციციშვილს მოლიერის თარგმნა. ალბათ, ბატონ მიშასთან მუშაობამ დრამატურგიისადმი სიყვარული გაუღვივა და მას შემდეგ ქალბატონმა მანანამ არაერთ რეჟისორთან იმუშავა.

ჩვენ გამოვეცით, ქართულ თეატრში სხვადასხვა პერიოდში მოღვაწე, ცნობილი რეჟისორების  დაკვეთით თარგმნილი პიესები. „დონ ჟუანის“ და “ალუბლის ბაღის” გარდა, უკვე დავბეჭდეთ მ. ანთაძის თარგმანები: შექსპირის „მაკბეთი“ დ. დოიაშვილისთვის, ედმონ როსტანის „სირანო დე ბერჟერაკი“ დ. დოიაშვილისთვის; სერია გაგრძელდება საუკეთესო თარგმანების გამოცემით. ვფიქრობთ, ეს ახალი გამოცემები დახმარებას გაუწევს სტუდენტებს სასურველი პროფესიის დაუფლების საქმეში. ვიმედოვნებთ, სერია დიდ ინტერესს გამოიწვევს არა მარტო სახელოვნებო სფეროში მოღვაწე ადამიანებში, არამედ ფართო მკითხველშიც.

 

საუბრები კინორეჟისურაზე

საუბრები კინორეჟისურაზე - კინორეჟისურის  სპეციალობის  სტუდენტებისთვის  თქვენ წინაშე  წარმოდგენილ  ქრესტომათიულ  წიგნში  თავმოყრილია  მსოფლიო  კინემატოგრაფის სახელმოხვეჭილი  კინორეჟისორების  მასტერ-კლასების  და  კინოწარმოებასა  და  რეჟისორის პროფესიის  შესახებ  საუბრების  ჩემ  მიერ  ქართულ  ენაზე  შესრულებული თარგმანები.

წიგნს  დართული  აქვს  კრებულში  შესულ  ავტორთა  მოკლე  ბიოგრაფიული  ცნობები, ფილმოგრაფია   და  ფოტოკადრები  ფილმებიდან.

მასალის დიდი მოცულობის გამო სახელმძღვანელოს გამოცემა ჩაფიქრებულია ორ წიგნად.

IშBN 978-9941-9352-7-5 (ტომეული)

IშBN 978-9941-9352-8-2 (წიგნი I)

 

ვასილ კიკნაძე - "მიახლოება საუკუნესთან"

(უნივერსიტეტი - 90), თბ., 2013.

წიგნი ეძღვნება საქარათველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის იუბილეს, რომელსაც დაარსებიდან 90 წელი უსრულდება.

რედაქტორი: ნოდარ გურაბანიძე, ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ემერეტუსი.

ISBN 978-9941-9352-0-6

ჩამოტვირთვა

 
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2632775
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2024-03-17
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია