ENGLISH /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
ქართული ხალხური სამუსიკო და ქორეოგრაფიული ხელოვნების ფაკულტეტი
ხარისხის უზრუნვეყოფის სამსახური 

ანანო სამსონაძე

ქართული ხალხური სამუსიკო და ქორეოგრაფიული ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ქორეოგრაფ-ქორეოლოგი.

ტელ. 593-55-15-36

email: ananosamsonadze@gmail.com

 

1990 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი

1992 წელს დაამთავრა ქორეოგრაფიის რესპუბლიკური სახალხო უნივერსიტეტის ქართული ხალხური ცეკვის ფაკულტეტი.

1997 წელს დაამთავრა თბილისის კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტი ქორეოლოგიის სპეციალობით;

2006 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „ქორეოგრაფიის შესწავლის ძირითადი მიმართულებები“

2006 წლიდან მუშაობს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ, სოციალური მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე.

1997-2006 წლებში იყო თბილისის კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული კათედრის პედაგოგი

2007 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში დამდგმელ ქორეოგრაფად. ამავე და სხვა თეატრებში განხორციელებული აქვს 40-ზე მეტი სპექტაკლის ქორეოგრაფიული გაფორმება.

არის 16 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი და აქტიურად მონაწილეობს დარგობრივ სამეცნიერო კონფერენციებში.

ეთნო-ქორეოლოგიის სპეციალობით არის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ავტორი და ორი დაცული სადოქტორო ნაშრომის ხელმძღვანელი.

არის სტუდენტური ქორეოგრაფიულ ფორუმ-ფესტივალი „ტერფსიქორეს“ (2013, 2014, 2015, 2016) იდეის ავტორი და მთავარი კურატორი.

^ ზემოთ
 
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
0950463
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2017-03-24
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია