ENGLISH /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
ქართული ხალხური სამუსიკო და ქორეოგრაფიული ხელოვნების ფაკულტეტი

მაგისტრატურა

სილაბუსების ანოტაციები

 

ქართული ცეკვისა და სადადგმო ხელოვნების (ქორეოგრაფიისოსტატობა

 

კურსის მიზანია ქორეოგრაფიული ხელოვნების მაგისტრის _ ქართული ცეკვისა და  სადადგმო ხელოვნების პედაგოგის მომზადება, როგორც შემოქმედებითი  პედაგოგიკის, ასევე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისათვის.  მაგისტრანტი დაეუფლება თნამედროვე ქორეოგრაფიული ხელოვნების მიღწევებს და ბაკალავრიატში მისი დანერგვის ხელოვნებას. კურსი გულისხმობს როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ სწავლებას. პრაქტიკული მეცადინეობები ისახავენ  ამოცანას - მუსიკალური მასალის საფუძველზე, სტუდენტთათვის მისაწვდომი,  ქორეოგრაფიული კომპოზიციების შექმნას, რომლებიც, თავის მხრივ, იგება ცეკვის ნახაზის განვითარებასა და საცეკვაო მოძრაობათა მინიმალურ გამოყენებაზე.

 

 

ცეკვის სწავლების მეთოდიკა და მეთოდოლოგია

 

კურსის მიზანია სადადგმო ხელოვნებისა და ქართული ცეკვის პედაგოგთა პროფესიული მომზადება, რომელიც დამყარებულია სისტემათა საერთო პრინციპებზე ცეკვის დადგმისა და ქორეოგრაფიული გაკვეთილების ჩატარების ცალკეულ ხერხებსა და მეთოდოლოგიაზე.

აღნიშნული კურსი სტუდენტთა მიერ სისტემათა საერთო პრინციპებისა და ქორეოგრაფიული გაკვეთილების ჩატარების ცალკეული ხერხების გაგება-ჩაწვდომაზეა მიმართული.  იგი  ითვალისწინებს თეორიული ცოდნის ათვისებას ქორეოგრაფიული განათლების მეთოდიკის სფეროში. ქორეოგრაფიულ-პედაგოგიური უნარ-ჩვევების ფორმირებას, განვითარებას და მათ განმტკიცებას პრაქტიკული მეცადინეობების მსვლელობის დროს.

 

 

 

თანამედროვე ქორეოგრაფიული ანსამბლები

 

სტუდენტები შეითვისებენ ქორეოგრაფიული ანსამბლების ჩამოყალიბებისა და  განვითარების ისტორიას, მათი ხელმძღვანელების შემოქმედებას, განსაკუთრებით იმ  ქართულ ხალხურ ცეკვებს, რომლებითაც გაითქვა სახელი ამა თუ იმ ანსამბლმა და  დამდგმელმა ქორეოგრაფმა. შეისწავლის საარქივო მასალა.

 

 

ცეკვის ჩაწერა - ქორეოგრაფიული ნიმუშების ფიქსირება

 

კურსის მიზანია სტუდენტებს მიეცეთ თეორიული ცოდნა დაეუფლონ ავთენტური და სასცენო-ხალხური ცეკვების ჩაწერა-ფიქსირებას და გამოჩენილი ქორეოგრაფების მიერ ჩაწერილი ცეკვების წაკითხვის უნარ-ჩვევებს, რაც ხელს შეუწყობს  ქორეოგრა-ფიული ლიტერატურის ფონდის გამდიდრებას, საუკეთესო ქორეოგრაფიული ნიმუშების ფიქსირებას, ფოლკლორული მასალების შეკრება-შეგროვებას. სასწავლო პროცესის სრულყოფილად წარმართვას.

 

 

ქართული ხალხური სიმღერისა და სამგალობლო ხელოვნების ოსტატობა

 

მომავალი სპეციალისტები (მაგისტრანტები) კიდევ უფრო საფუძვლიანად და ღრმად შეისწავლიან საქართველოს ეთნო-სამუსიკო კუთხეების მაღალი დონის სასიმღერო და საეკლესიო გალობის აღმოსავლურ (დავით გარეჯი, იყალთო) და დასავლურ (გელათი, მარტვილი, შემოქმედი) სამგალობლო ნიმუშებს. გაიღრმავებენ სწავლების პირველ საფეხურზე შეძენილ ხალხური სიმღერისა და საეკლესიო გალობისათვის საჭირო უნარ-ჩვევებსა და სათანადო საშემსრულებლო გუნდების (ანსამბლების) შექმნის ხელოვნებას. ღრმად და საფუძვლიანად (სამეცნიერო დონეზე) შეისწავლიან მოცემული მაპროფილებელი ციკლის დისციპლინებს და ტრადიციულ სიმღერა-გალობასთან დაკავშირებულ ყველა წესსა და რიტუალს.

 

 

დირიჟორობა

 

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტმა შეიძინოს  სათანადო პროფესიული ცოდნა  და პრაქტიკული უნარ_ჩვევები სხვადასხვა სახის გუნდების, კერძოდ, ქართული ხალხური გუნდის და ანსამბლების, საეკლესიო გუნდის მართვის - დირიჟორობის საქმეში; სადირიჟორო ტექნოლოგიის ნიუანსების ცოდნა; შეისწავლოს მარტივი და რთული სადირიჟორო სქემები; აუფტაქტების ჩვენება; მოხსნა და სხვა.

 

 

ქართული სამუსიკო ფოლკლორი

 

კურსის მიზანია სტუდენტებმა შეისწავლონ ქართული ხალხური სიმღერისა და სამგალობლო ხელოვნების კანონზომიერებანი, ქართული მუსიკალური    ფოლკლორის  თეორია, ჟანრები,   დიალექტები,  მათი სპეციფიკისა  და თავისბურებების  გათვალისწინებით.

 

 

თავისუფალი იმპროვიზაცია

 

სასწავლო კურსის მიზანია შესწავლილ იქნეს ქართული  ტრადიციული სასიმღერო საშემსრულებლო ხელოვნების თავისებურება თავისუფალი იმპროვიზაციის კუთხით და მისი (იმპროვიზაციების) წარმოშობისა და განვითარების ძიება ცნობილ შემსრულებელთა შემოქმედებაში.

^ ზემოთ
 
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
0950463
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2017-03-24
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია