ENGLISH /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
ქართული ხალხური სამუსიკო და ქორეოგრაფიული ხელოვნების ფაკულტეტი

დოქტორანტურა

სილაბუსების ანოტაციები

 

ქორეოგრაფიული ხელოვნების  ეთნოგენური თავისებურებანი

უჩა დვალიშვილი-სრული პროფესორი .

 

  კურსის მიზანია შესწავლილ იქნეს ქართული ქორეოგრაფიის ეთნოგენური თავისებურება, მისი ეტაპები, ცეკვის ფენომენის ეროვნული სათავეებისა და მისი განვითარების საფუძვლების ძიება.

  ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების ისტორიისა და თანამედროვეობის მრავალსახოვანი ინტერპრეტაციების შესწავლა.

 

ქორეოგრაფიული პედაგოგიკის თეორია და პრაქტიკა.

უჩა დვალიშვილი-სრული პროფესორი

 

   კურსის მიზანია პედაგოგიური ორგანიზაციის სისტემაზე საერთო წარმოდგენის ფორმირება, თეორიული ცოდნისა და პედაგოგიური შემოქმედების სფეროში პროფესიული ჩვევების ათვისების პირობების შექმნა,  კოლექტივის შემოქმედებითი მოღვაწეობის  მართვა. 

პედაგოგ-ქორეოგრაფის პროფესიული ოსტატობის არსითა და   სპეციფიკის  ცოდნით  შეიარაღება, წარმატებული შემოქმედებითი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის. ქორეოგრაფიული ხელოვნების მოღვაწეობის სფეროში ფლობდეს საგანმანათლებლო პროცესების მეთოდიკით  ორგანიზაციას, სწავლების პროცესების მეთოდურ ხელმძღვანელობას, ქორეოგრაფიული ნაწარმოების შექმნას  და შესრულებას.  

               

ეთნოსამუსიკო პედაგოგიკის თეორია და პრაქტიკა.

გომარ სიხარულიძე-სრული პროფესორი .

    კურსის მიზანია პედაგოგიური ორგანიზაციის სისტემაზე საერთო წარმოდგენის ფორმირება, თეორიული ცოდნისა და პედაგოგიური შემოქმედების სფეროში პროფესიული ჩვევების ათვისების პირობების შექმნა,  კოლექტივის შემოქმედებითი მოღვაწეობის  მართვა,  სამუსიკო ნაწარმოების შექმნა  და შესრულება.  

 

ტრადიციული სასიმღერო და სამგალობლო  ხელოვნების  თავისებურებანი

გომარ სიხარულიძე- სრული პროფესორი

  კურსის მიზანია შესწავლილ იქნეს ქართული მუსიკის  თავისებურება, მისი ეტაპები, ხალხური სიმღერისა და გალობის ფენომენის ეროვნული სათავეებისა და მისი განვითარების საფუძვლების ძიება.

  ქართული ტრადიციული სამუსიკო ხელოვნების ისტორიისა და თანამედროვეობის მრავალსახოვანი ინტერპრეტაციების შესწავლა.

 

ტრადიციული ქართული სიმღერის  სწავლების მეთოდიკა და მეთოდოლოგია.

გომარ სიხარულიძე- სრული პროფესორი

 

  კურსის მიზანია  პედაგოგთა მომზადება, რომელიც  დოქტორანტთა მიერ სისტემათა საერთო პრინციპებისა და ქართული ტრადიციული სიმღერის გაკვეთილების ჩატარების ცალკეული ხერხების გაგება-ჩაწვდომაზეა მიმართული.

Qთეორიული ცოდნის სიღრმისეული ათვისება სამუსიკო განათლების მეთოდიკის სფეროში. ტრადიციული სასიმღერო-პედაგოგიური უნარ-ჩვევების ფორმირება, განვითარება და მათი განმტკიცება პრაქტიკული მეცადინეობების მსვლელობის დროს. თანამედროვე სასწავლო კურსის დამუშავებაში გათვალისწინებულია სხვადასხვა მეცნიერული პოზიციები ერთიდაიმავე  პრობლემებზე, რაც საბოლოოდ დოქტორანტებს შესაძლებლობას  მისცემს მიიღოს თანამედროვე მიდგომების ფართო სპექტრი ამ სფეროში.

 

ცეკვის სწავლების მეთოდიკა და მეთოდოლოგია.

უჩა დვალიშვილი -სრული პროფესორი

 

   კურსის მიზანია პედაგოგთა მომზადება, რომელიც  სტუდენტთა მიერ სისტემათა საერთო პრინციპებისა და ქორეოგრაფიული გაკვეთილების ჩატარების ცალკეული ხერხების გაგება-ჩაწვდომაზეა მიმართული.

Qთეორიული ცოდნის სიღრმისეული ათვისება ქორეოგრაფიული განათლების მეთოდიკის სფეროში. ქორეოგრაფიულ-პედაგოგიური უნარ-ჩვევების ფორმირება, განვითარება და მათი განმტკიცება პრაქტიკული მეცადინეობების მსვლელობის დროს. თანამედროვე სასწავლო კურსის დამუშავებაში გათვალისწინებულია ხვადასხვა მეცნიერული პოზიციები ერთიდაიმავე  პრობლემებზე, რაც საბოლოოდ სტუდენტებს შესაძლებლობას  მისცემს მიიღოს თანამედროვე მიდგომების ფართო სპექტრი ქორეოგრაფიული განათლების მეთოდიკის სფეროში.

 

ქართული საეკლესიო გალობის  სწავლების მეთოდიკა და მეთოდოლოგია.

ბადრი თოიძე – სრული პროფესორის

 

                კურსის მიზანია პედაგოგთა მომზადება, რომელიც  დოქტორანტთა მიერ სისტემათა საერთო პრინციპებისა და ქართული საეკლესიო გალობის  გაკვეთილების ჩატარების ცალკეული ხერხების გაგება-ჩაწვდომაზეა მიმართული.ასევე თეორიული ცოდნის სიღრმისეული ათვისება სამუსიკო  განათლების მეთოდიკის სფეროში. საეკლესიო გალობის პედაგოგიური უნარ-ჩვევების ფორმირება, განვითარება და მათი განმტკიცება პრაქტიკული მეცადინეობების მსვლელობის დროს. თანამედროვე სასწავლო კურსის დამუშავებაში გათვალისწინებულია სხვადასხვა მეცნიერული პოზიციები ერთიდაიმავე  პრობლემებზე, რაც საბოლოოდ  დოქტორანტებს შესაძლებლობას  მისცემს მიიღოს თანამედროვე მიდგომების ფართო სპექტრი ამ სფეროში.

 

 

^ ზემოთ
 
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
0953100
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2017-04-25
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია