- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
ქართული ხალხური სამუსიკო და ქორეოგრაფიული ხელოვნების ფაკულტეტი ყველაზე ახალგაზრდა ფაკულტეტია.
2007 წელს უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტს ფოკლორისა და ტრადიციული ქართული ხელოვნების, ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორებისა და ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფის სპეციალობები დაემატა. ქართული ლოტბარების აღზრდას საფუძველი ჩაუყარეს ანზორ ერქომაიშვილმა, გომარ სიხარულიძემ, ბადრი თოიძემ; ქორეოგრაფების აღზრდა ითავეს უჩა დვალიშვილმა, ლაუზ ჭანიშვილმა, ბესიკ სვანიძემ.
2013 წლის 6 მარტს ქართული ხალხური სამუსიკო და ქორეოგრაფიული მიმართულება დრამის ფაკულტეტს გამოეყო და მის ბაზაზე შეიქმნა ქართული ხალხური სამუსიკო და ქორეოგრაფიული ხელოვნების ფაკულტეტი.