ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
დრამის ფაკულტეტი

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

ხარატიშვილი მარინა - ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.

1979 წელს წარჩინებით დაამთვარა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი თეატრმცოდნეობის სპეციალობით.

1979-1991 წლებში მუშაობდა სხვადასხვა ახალგაზრდულ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში.

1990 წლიდან მუშაობდა ჰუმანიტარულ-ტექიკურ ინსტიტუტში პედაგოგად;

1994 წლიდან სტუ-ში სასწავლო ტელე-ლაბორატორიის გამგედ და პედაგოგად.

1996-2006 წწ. სტუ აუდიოვიზუალური ხელოვნების კათედრის გამგე, დოცენტი.

2001-2006 წწ. იყო სტუ რადიო ,,უნივერსის” სამხატვრო ხელმძღვანელი;

2006 წლიდან დღემდე არის სტუ ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტის აუდიოვიზუალური და მედიახელოვნების მიმართულების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი.

2006 წლიდან მუშაობდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული დაგეგმვისა და აკადემიური პროცესების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად.

2007 -2009 წწ. იყო საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის დეკანის მ.შ.

2009-2014 წწ. იყო საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის დეკანი.

2010 წლიდან არის ამავე უნივერსიტეტის ხელოვნების, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

2001 წლიდან არის ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.

არის მონოგრაფიის - "სარეჟისორო ექსპლიკაციის ფორმები" და 16 სამეცნიერო შრომის ავტორი.

 

დრამის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე არჩეულია 2014 წლიდან.


^ ზემოთ
 
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
0962357
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2017-08-23
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია