ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
დრამის ფაკულტეტი

სილაბუსების ანოტაციები

რეჟისურის თეორია და პრაქტიკა

გიორგი მარგველაშვილი, სრული პროფესორი

კურსის მიზანია დრამატული (და სხვა ჟანრის) თეატრის ანალიტიკოსი დამდგმელი რეჟისორის, პედაგოგისა და სამეცნიერო-კვლევითი მოღვაწეობისათვის მზადმყოფი ხელოვანის მომზადება, მისი შემოქმედებითი, ინტელექტუალური და ანალიტიკური პოტენციალის განვითარება.

აღნიშნული კურსის ათვისების შედეგად კურსდამთავრებული შეძლებს როგორც დამდგმელი რეჟისორ-ანალიტიკოსის პრაქტიკულ შემოქმედებით მოღვაწეობას მაღალკვალიფიციურ დონეზე,  ასევე სამეცნიერო კვლევისა და ანალიზის წარმართვას, აკადემიურ საქმიანობას, პედაგოგიურ მუშაობას, სადადგმო რეჟისურის სწავლების საკუთარი მეთოდოლოგიის შემუშავებას და სხვა.           

თეატრალური ხელოვნების სპეციფიკა და განვითარების ეტაპები

დავით კობახიძე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი

კურსი მიზნად ისახავს პროფესიონალი მსახიობ-შემსრულებლის მომზადებას რათა მან ღრმად იცოდეს თეატრის ისტორია და თეორია, შეძლოს შემოქმედებითი პროცესის პროფესიულ დონეზე წარმართვა და ანალიზი, თეატრალური სახეების მაღალპროფესიული შესრულება და სწავლება. ასევე, იცოდეს თეატრის მხატვრული, ესთეტიკური, სოციალური, თერაპიული, საკომუნიკაციო, ენობრივი თუ სხვა სახის პოტენციალი. ასეთი ტიპის სპეციალისტი ქართული თეატრალური ხელოვნების საუკეთესო ტრადიციის განვითარებასა და მსოფლიო ხელოვნების განვითარების პროცესში ქართული სამსახიობო სკოლის შემდგომ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს. ის აღჭურვილი იქნება მხატვრული სამსახიობო პრაქტიკის ანალიზისა და კონცეპტუალური სწავლებისათვის აუცილებელი პროფესიული მეთოდოლოგიური მიდგომებით.

მსახიობის აღზრდის სპეციფიკა და აღზრდის პრობლემები

დავით კობახიძე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი

კურსის მიზანია მსახიობის ოსტატობის პედაგოგიკაში ისეთი სპეციალისტის მომზადება, რომელიც კარგად იცნობს თანამედროვე სათეატრო პროცესებს, აქვს ფართო, ღრმა და სისტემური ცოდნა, რომელიც შესაბამის დარგში საერთაშორისო სტანდარტის დონეზე მუშაობის საშუალებას იძლევა. პროგრამის უმთავრესი მიზანი უნივერსიტეტისათვის კადრების მომზადებაა – მომავალი პროფესორ-მასწავლებლების მომზადება, რომლებიც საფუძვლიანად იცნობენ მსახიობის ხელოვნების ყველა ნიუანსს: მის სპეციფიკას, თავისებურებას და მომავალ მსახიობებს ასწავლონ ამ რთული პროფესიის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული საფუძვლები.

ვოკალის საშემსრულებლო ხელოვნების თეორია და პრაქტიკა

ჟანა თოიძე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი

კურსის მიზანია საქართველოში თანამედროვე პროფესიული ვოკალური სკოლის განვითარების პრობლემის გაანალიზება და დაუფლება. საფუძვლიანად უნდა იქნეს შესწავლილი და გაანალიზებული ვოკალის გამოჩენილი პედაგოგების სსსრკ-ის სახ. არტისტს პრ. დავით ანდღულაძის და საქ. სახ. არტისტის პრ. ნოდარ ანდღულაძის ვოკალური სკოლის მეთოდის ძირითადი პოსტულატები - პრინციპები. სავაჯიშოების, ვოკალიზების, აუდიო და ვიდეო სპექტრალური ანალიზის გამოყენებით.

კურსი მიზნად ისახავს ვოკალისტი-მსახიობის ხმის ფორმირების პროცესის და პედაგოგიკის კომპლექსური მეთოდიკის გამოყენებას, - თანამედროვე კომპოზიტორების, დირიჟორების, რეჟისორების მოთხოვნის გათვალისწინებით. სტუდენტებთან  - ვოკალისტი პედაგოგის მთავარი მიზანია თეორიული და პრაქტიკული ნაწარმოების შესრულების სახით. "უახლესი" ვოკ. მუსიკის განხილვა  - დისპუტების სახით, ვინაიდან, ,,უახლესი’’ მუსიკა მოითხოვს `უახლოეს შემსრულებელს  - ვოკალისტს, რომელიც დასძლევს ყველა სირთულეებს, რაც ახლავს კლასიკურ ,,უახლეს’’ ვოკალურ ნაწარმოებებს. იმ ეპოქის, სტილის შენარჩუნებით და გათვალისწინებით, თუ რომელ ქვეყანას მიეკუთვნება - ფონეტიკური კულტურის - სპეციფიკის შენარჩუნებით, ვინაიდან წარამოებები სრულდება უმთავრესად: ქართულ, იტალიურ, ფრანგულ, გერმანულ, რუსულ, ინგლისურ, ესპანურ ენებზე.

პრაქტიკაში - სემინარებზე შესრულებული უნდა იყოს  - კლასიკური  -  საოპერო რეპერტუარი, ასევე ოპერეტა, მიუზიკლი, ხალხური. პედაგოგი  -  ვოკალისტი უნდა ფლობდეს ყოველი ჟანრის სპეციფიკურობას, მის სტილს, შესრულების მანერას და "ბგერის" კულტურას.

ქართული ვოკალური მუსიკის ეთნოგენური თავისებურებანი

ჟანა თოიძე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი

ამ კურსის მიზანია დოქტორანტმა გაიღრმავოს მაგისტრატურაში მიღებული ცოდნა: მიზნად დასახული უნდა იყოს: 1. თეორიული საკითხების გაანალიზება ვოკალურ-ტექნიკურ-საშემსრულებლო თვალსაზრისით. (აუდიო, ვიდეო, სანოტო მასალაზე დაყრდნობით).

საფუძვლიანად უნდა იქნეს შესწავლილი ახალი ქართული პროფესიული ვოკალური სკოლის მიმართულება.

პროფესიული დაოსტატების მიზნით აუცილებელია ყოველი გამოჩენილი ქართველი მომღერლის ხმის, -  განსაკუთრებით, უკიდურესად მაღალი ბგერების შესწავლა გამოყენებით. სპექტრალურად-თანამედროვე-ტექნიკის

მთავარი თემიდან გამომდინარე, დიდი ყურადღება ასევე ეთმობა თემას: ქართული ვოკალური მუსიკის ეთნოგენურ თავისებურებებს.

ეს კურსი მიზნად ისახავს საფუძვლიანად შესწავლას და გაანალიზებას საქართველოს ყოველი კუთხის ხალხური სიმღერების  - ეთნოგენურ თავისებურებას.

ამ მასალის შესწავლის მიზანია დოქტორანტმა გაუღრმავოს ცოდნა ქართულ მრავალხმიან საუკუნოვან კულტურას.

მსახიობის საშემსრულებლო ხელოვნების ფორმები

დავით ანდღულაძე, ასოცირებული პროფესორი

კურსის მიზანია გზის გაკვლევა მსახიობებისათვის პროფესიის უმთავრესი მიზნის – მხატვრულ სახეში გარდასახვისაკენ. მსახიობის, როგორც საკუთარი როლის ავტორ-რეჟისორის, პედაგოგისა და სამეცნიერო კვლევითი მოღვაწეობისათვის მზადმყოფი ხელოვანის მომზადება.

სადოქტორო პროგრამის ათვისების შედეგად სტუდენტი შეძლებს: კურსის წაკითხვას, სამეცნიერო კვლევის წარმართვას, მოღვაწეობას მსახიობად, კონსულტანტად, რეჟისორ-ასისტენტად და სხვა.

^ ზემოთ
 
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
0957946
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2017-06-28
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია