ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
დრამის ფაკულტეტი
დეკანი

ანდრო ენუქიძე

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი, ხელოვნების დოქტორი.

დაიბადა თბილისში, 1965 წლის 9 იანვარს.

 

განათლება

საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კურსდამთავრებული დრამატული თეატრის რეჟისორის კვალიფიკაციით.

გრენობლის (საფრანგეთი) მენეჯმენტისა და პერფორმანსის საერთაშორისო აკადემია UniMan-ის კურსდამთავრებული არტმენეჯმენტის სპეციალობით. მინიჭებული აქვს PHD ხარისხი.

 

პროფესიული მოღვაწეობა

1987-1989 წწ. - მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის რეჟისორი;

1988-1993 წწ. - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის მსახიობის ოსტატობის კათედრის რეჟისორის ასისტენტი;

1993-1996 წწ. - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის მასწავლებელი;

1996 წელს გადაყვანილი იქნა უფროსი მასწავლებლის თანამდებობაზე;

1989-1990 წწ. - რუსთავის სახელმწიფო დრამატული თეატრის დამდგმელი რეჟისორი;

1990-1993 წწ. - საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს “ახალგაზრდა შემოქმედთა გაერთიანების” თეატრ-სტუდიის დამდგმელი რეჟისორი;

1996-1997 წწ. - ბილკენტის უნივერსიტეტის მუსიკისა და სასცენო ხელოვნებათა განყოფილების სათეატრო განყოფილების მოწვეული სპეციალისტი, ჯგუფის ხელმძღვანელი;

1998-2004 წწ. - საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორპორაციის, პირველი არხის შემოქმედებითი გაერთიანება “ხელოვნების” მთავარი რეჟისორი;

2004-2014 წწ. - თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დამდგმელი რეჟისორი;

2005-2014 წწ. - ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო კონსულტანტი;

2008-2010 წწ. - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის ასისტენტი;

2010-2014 წწ. - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;

2010 წლიდან დღემდე საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; ჯგუფის ხელმძღვანელი;

2014 წლიდან დღემდე ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი;

2014 წლიდან დღემდე - ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი;

2018 წლიდან დღემდე - ბათუმის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დირექტორთა/ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარე.

 

ფესტივალებში მონაწილეობა და პრიზები:

2000წ. პრიზი საუკეთესო რეჟისურისათვის - საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი “ოქროს ნიღაბი” (საქართველო; რუსთავი-თბილისი-ბათუმი) შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში დადგმული სპექტაკლისათვის «კაცია ადამიანი?!» (რობერტ სტურუასთან ერთად)

2005წ. - გრან-პრი თ.დოსტოევსკის სახელობის XII საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, (რუსეთი; სტარაია რუსა - ნოვგოროდი) ომსკის მეხუთე კამერულ თეატრში დადგმული სპექტაკლისათვის «Dostoevski.ru» (საკუთარი ინსცენირების მიხედვით)

2001-2004წწ. - შავი ზღვის ქვეყნების საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ლაურეატი (თურქეთი, ტრაბზონი) სპექტაკლები - «მსხვერპლი», «ვოიცეკი», «კარლო», «პრინცესა და მწყემსი»

2013წ. - თეატრალური და კინოსკოლების საერთაშორისო ფესტივალი ClassFest–ის ლაურეატი (კიშინიოვი, მოლდოვა) სპექტაკლი «ბაბუა და კარლი»

2017წ. - «ბელაია ვეჯა»-ს ფესტივალის ლაურეატი ნომინაციაში «საუკეთესო სამსახიობო ანსამბლი» (ბელორუსი, ქ. ბრესტი) ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში დადგმული სპექტაკლისათვის «სინდრომი»

2002 წ. - ჟიურის წევრი ახალგაზრდულ თეატრალურ ფესტივალზე «დებიუტი» (თბილისი)

2003 - 2004 წწ. მსოფლიო ბანკის დაკვეთით საქართველოს განათლების სისტემის რეფორმირების ამსახველი სოციალური რეკლამის სატელევიზიო რგოლების სცენარის ავტორი და რეჟისორი

2004 წ. - ჟიურის წევრი საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე «ოქროს ნიღაბი» (რუსთავი-ბათუმი-თბილისი, საქართველო)

2005 წ. - ჩაატარა ვორქშოფი შავი ზღვის ქვეყნების საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ქ. ტრაბზონში (თურქეთი)

2008 წ. – ჩაატარა ვორქშოფი ქ. ბოტოშანის მიჰაი ემინესკუს თეატრის საიუბილეო დღეებზე (რუმინეთი)

2015 წ. - ჟიურის თავმჯდომარე ეტიუდების საერთაშორისო ფესტივალზე (თბილისი, საქართველო)

საქართველოს, პოლონეთის, რუსეთის, თურქეთისა და რუმინეთის პროფესიულ თეატრებსა და უნივერსიტეტებში დადგმული აქვს 70 მეტი სპექტაკლი.

 

საერთაშორისო აღიარება ჰპოვეს სპექტაკლებმა:

«ირინეს ბედნიერება», დ. კლდიაშვილის მიხედვით (რუსთაველის თეატრი), «მსხვერპლი» დ. კლდიაშვილის მიხედვით (კოსტავას სახ. თეატრი), ა. ჩეხოვის «ალუბლის ბაღი» (ქ. ვროცლავის «ვპულჩესნი» თეატრი, პოლონეთი), კ. ვიეჟინსკის «ამხანაგი ოქტომბერი» (ქ. ოპოლეს კოხანოვსკის თეატრი, პოლონეთი), შექსპირის «მაკბეტი» (ქ. ორადეას «ტეატრ დე სტატ» რუმინეთში და თურქეთის სახელმწიფო თეატრში, ქ. ტრაბზონი), ნ. იორდანოვის «გონზაგოს მკვლელობა» (ქ. იასის ნაციონლური თეატრი, რუმინეთი), მ. ლადოს «ერთი უბრალო ამბავი» მიჰაი ემინესკუს ქ. ბოტოშანის თეატრი (რუმინეთი), კ. გოცი «ყორანი» ქ. ნოვოსიბირსკის თეატრი «სტარიი დომ», რუსეთი), ა. ცაგარელის მიხედვით «ხანუმა» (მოსკოვის თეატრი მილენიუმი, რუსეთი და იუოზო მილტინისის სახ. ქ. პანევეჯისის თეატრი, ლიტვა).

საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე გადაღებული აქვს ვიდეოფილმები: «ჩემი მეგობარი ჰიტლერი» ი. მიშიმას მიხედვით, «ტურდერში მომხდარი ამბავი» ხ-ლ. ბორხესის მიხედვით და სატელევიზიო სერიალი «წვრილვარსკვლავთა ღამე» (45 სერია).

ხელმძღვანელობდა ციკლურ გადაცემებს «სათავეებთან» და «მოგზაურობა სასიტყვეთში».

დაჯილდოებულია სსრ კავშირის უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სამინისტროს დიპლომით პირველი ადგილისათვის საკავშირო ოლიმპიადაში «სტუდენტი და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი» ესთეტიკის განხრით (1984 წ.).

არის რამოდენიმე პიესის, სცენარის, ინსცენირების ავტორი, რომლებიც განხორციელდნენ საქართველოს, რუსეთის, რუმინეთის თეატრებში, საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე და გამოქვეყდნენ ქართულ ჟურნალებში. ორი პიესა «ხვალ პრემიერაა» და «მეცამეტე ექსპერიმენტი» (მიხო მოსულიშვილთან ერთად) დაჯილდოებულია საქართველოს კულტურის სამინისტროს პრემიებით.

ენები - ფლობს კარგად რუსულს, პოლონურს, თურქულს; ყოფით დონეზე - ინგლისურს.

კომპიუტერი – Microsoft word, Microsoft Excel, Adobe photo shop, Nero.

^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2014178
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2021-10-19
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია