ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
დრამის ფაკულტეტი
ბაკალავრიატი - სილაბუსის ანოტაციები

მსახიობის ოსტატობის მოდული სტუდენტს შეასწავლის სათეატრო ხელოვნების სპეციფიკას, მსახიობის პროფესიის საფუძვლებს. კურსი ძირითადად შედგება პრაქტიკული მეცადინეობისაგან, ასევე მოიცავს თეორიულ ნაწილს. პრაქტიკული კურსი ორიენტირებულია პროფესიისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების შეძენაზე და გამოუმუშავებს პროფესიული ჩვევების ათვისებისა და მათი პრაქტიკული რეალიზების უნარს. ხელს უწყობს სტუდენტის შემოქმედებითი ინდივიდუალობის ფორმირებას.

მუსიკალური თეატრის მსახიობის ოსტატობის მოდული სტუდენტს შეასწავლის მუსიკალური და საესტრადო თეატრის სპეციფიკას. კურსი შედგება ძირითადად პრაქტიკული მეცადინეობისაგან, ასევე მოიცავს თეორიულ ნაწილს. პრაქტიკული კურსი ორიენტიერებულია სტუდენტის პროფესიულ აღზრდაზე მუსიკალურ თეატრში დამოუკიდებელი შემოქმედებითი მუშაობისათვის. ამასთან, მისი ინდივიდუალური მუსიკალურ-ვოკალური, პლასტიკური და ფიზიკური მონაცემების საშემსრულებლო ტექნიკის განვითარებაზე, პროფესიული ჩვევებისა და მათი პრაქტიკული რეალიზების უნარის გამომუშავებაზე. კურსი ხელს უწყობს სტუდენტის შემოქმედებითი ინდივიდუალობის ფორმირებას.

თოჯინების თეატრის მსახიობის ოსტატობის მოდული სტუდენტს შეასწავლის თოჯინების თეატრის სპეციფიკას. კურსი შედგება ძირითადად პრაქტიკული მეცადინეობისაგან, ასევე მოიცავს თეორიულ ნაწილს. პრაქტიკული კურსი სტუდენტებს შეასწავლის პროფესიის ძირითად ელემენტებს, გამოუმუშავებს პროფესიულ ჩვევებს, მათი პრაქტიკული რეალიზების უნარს - უსულო საგნის, თოჯინის, მეშვეობით. კურსი ხელს უწყობს სტუდენტის შემოქმედებითი ინდივიდუალობის ფორმირებას.

პანტომიმის თეატრის მსახიობის ოსტატობის მოდული სტუდენტს შეასწავლის პანტომიმის თეატრის სპეციფიკას. კურსი შედგება ძირითადად პრაქტიკული მეცადინეობებისაგან, ასევე მოიცავს თეორიულ ნაწილს, რომელიც ორიენტირებულია პროფესიისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე და ქმნის პანტომიმის თეატრის მსახიობის პროფესიის განმსაზღვრელ საფუძველს. კურსი სტუდენტს გამოუმუშავებს პლასტიკური გარდასახვის, აზროვნების, პროფესიული ჩვევების და მათი პრაქტიკული რეალიზაციის უნარს. კურსი ხელს უწყობს სტუდენტის შემოქმედებითი ინდივიდუალობის ფორმირებას.

რეჟისურისა და მსახიობის ოსტატობის მოდული მოიაზრებს პროფესიის განმსაზღვრელ საფუძველს. აღნიშნული კურსის გავლის შედეგად სტუდენტი უნდა ჩამოყალიბდეს დრამატული თეატრის უნივერსალური ტიპის რეჟისორად, რომელიც დაუფლებული იქნება: სპექტაკლის დადგმის ხელოვნებას, მსახიობთან მუშაობისა და მისი აღზრდის მეთოდოლოგიას, სადადგმო კოლექტივთან შემოქმედებითი ატმოსფეროს შექმნისა და შემოქმედებითი პროცესის წარმართვის უნარს. კურსი ითვალისწინებს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებს. გამოიმუშავებს პროფესიული ჩვევების ათვისებისა და მათი პრაქტიკული რეალიზაციის უნარს. კურსი ხელს უწყობს სტუდენტის შემოქმედებითი ინდივიდუალობის ფორმირებას.

სასცენო მეტყველების მოდული სტუდენტს უყალიბებს სამსახიობო ხელოვნების პროფესიისათვის საჭირო მაღალი დონის მეტყველების უნარ-ჩვევებს: სწორ და მკაფიო წარმოთქმას, გაზრდილი დაპაზონის დახვეწილ ხმას, მოქნილ სასცენო სუნთქვას, მეტყველების კულტურის და მხატვრული სიტყვის თეორიულ საფუძვლებს, აზრობრივი და ემოციური ინფორმაციის მოტანის უნარს. კურსი აწარმოებს კომპლექსურ მეთოდს. იგი უშუალო კავშირშია მსახიობის ოსტატობის სწავლების მეთოდთან და წარმოადგენს მეტყველების რთული ფსიქო-ფიზიკური პროცესის ძირითად ნაწილს.

თოჯინების ტექნილოგია და ტექნიკის მოდული ისწავლება თოჯინების თეატრის მსახიობებისათვის. კურსი შეასწავლის სხვადსხვა ტიპის, ხასიათის, სახეობის (გაბიტის, მარიონეტის, სოციალური, თათმანიანი, ჩრდილების) თოჯინების, ამავდროულად დეკორაციებისა და რეკვიზიტის დამზადების ტექნოლოგიას. კურსის მიზანია სტუდენტი სრულყოფილად დაეუფლოს თოჯინების თეატრის მსახიობის პროფესიის პრაქტიკულ მხარეს. კურსი ხელს უწყობს თოჯინების თეატრის სპეციფიკის გათავისებას, გამოუმუშავებს სტუდენტს პროფესიულ ჩვევებს და მათი რეალიზაციის უნარს.

ცეკვის მოდული მსახიობის ხელოვნების ძირითადი მოდულის შემადგენელი კომპონენტია. კურსი ითვალისწინებს სტუდენტის სპეციალიზაციის თავისებურებებს, დრამისა და კინოს, მუსიკალური, პანტომიმის და თოჯინების თეატრის სფეციფიკას. კურსი ორიენტირებულია სხეულის პლასტიკის, ჟესტის გამომსახველობის, არტისტიზმის გამომუშავებაზე და ხელს უწყობს მხატვრული სახის შექმნას. კურსი მოიცავს ქართულ, უცხოურ, ხალხურ, კლასიკურ და თანამდროვე ცეკვებს.

სასცენო მოძრაობის მოდული მსახიობის ხელოვნების ძირითადი მოდულის შემადგენელი კომპონენტია. კურსი ითვალისწინებს სტუდენტის სპეციალიზაციის თავისებურებებს, დრამისა და კინოს, მუსიკალური, პანტომიმის და თოჯინების თეატრის სპეციფიკას. კურსი ორიენტირებულია სხეულის პლასტიკური შესაძლებლობების სრულყოფაზე და სცენური მოქმედების შესაბამისად ფიზიკური აპარატის აწყობაზე. საგნის სწავლა მიმდინარეობს სწორი მოტორული ვარჯიშების ათვისებით. კურსი მიზნად ისახავს მსახიობის მომზადებას როლისათვის განკუთვნილი საბრძოლო ელემენტებისა თუ აკრობატული ტრიუკების შესრულებას დუბლიორის გარეშე. კურსი სტუდენტს გამოუმუშავებს ყურადრებას, მობილიზებას.

რითმიკის მოდული მსახიობის ხელოვნების ძირითადი მოდულის შენადგენელი კომპონენტია. კურსი ორიენტირებულია სხეულის პლასტიკური შესაძლებლობების დახვეწაზე. ამასთანავე ითვალისწინებს რიტმულობის, მუსიკალობის, კოორდინირების, ყურადღების კონცენტრირების უნარის გამომუშავებას.

ვოკალის მოდული მიზნად ისახავს მუსიკალური თეატრის მსახიობის აღზრდას, რომელიც პროფესიულ დონეზე დაუფლებული იქნება როგორც მომღერლის ვოკალურ-საშემსრულებლო ტექნიკას, ასევე მსახიობის ხელოვნებას. კურსი ითვალისწინებს ვოკალის და მსახიობის ხელოვნების, ამ ორი ურთულესი სფეროს შერწყმის ხერხების დაუფლებას, პასუხობს თანამედროვე მუსიკალური თეატრისა და ესტრადის მოთხოვნებს. კურსი მოიაზრებს შესაბამისი უნარ-ჩვევების დაუფლებას: უპირველეს ყოვლისა რეჟისორთან და თეატრალურ დასებთან თანამშრომლობას.

კურსი მეტყველების კულტურა ისწავლება, როგორც დრამის ფაკულტეტის, ასევე უნივერსიტეტის სხვა სტუდენტებისათვის, ისწავლება როგორც არჩევითი საგანიც. კურსი ითვალისწინებს მეტყველების კულტურის საერთო დონის ამაღლებას: მეტყველების, ლოგიკის, საჯარო აზროვნების სრულყოფას. კურსი შეასწავლის ტექნოლოგიებს, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი მეტყველება პროფესიული, როგორ ვაქციოთ სიტყვა ქმედების იარაღად, ვისწავლოთ კითხვა, ფიქრი, ანალიზი. დავხვეწოთ სუნთქვა, დიქცია, ხმა.

სპეც-კურსი ექსპლიკაციის საფუძვლები ისწავლება მსახიობის ხელოვნების ყველა სპეციალობაზე დამამთავრებელ წელს. კურსი მიზნად ისახავს მსახიობის ოსტატობაში შეძენილი პრაქტიკული უნარების გააზრებას, რომელიც აისახება თეორიულ საბაკალავრო ნაშრომში. კურსი ორიენტირებულია სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ჩვევების გამომუშავებაზე.

სპეც-კურსი სარეჟისორი ექსპლიკაცია ისწავლება დრამის რეჟისურის სპეციალობის სტუდენტებისათვის. კურსი მოიაზრებს სარეჟისორო ხელოვნების სპეციფიკურ საკითხებს, კერძოდ, სტუდენტი - რეჟისორის შემოქმედებითი ლაბორატორიის ფორმირებას. კურსი შეასწავლის სარეჟისორო ექსპლიკაციის მნიშვნელობას, როგორც სასცენო არსის გამომხატველ მოცულობას.

მოდული სავალდებულო ვოკალი ისწავლება როგორც დრამის ფაკულტეტის მსახიობის ხელოვნების სპეციალობისათვის, ასევე უნივერსიტეტის სხვა სტუდენტთათვის, როგორც არჩევითი დისციპლინა. კურსი პრაქტიკული მეცადინეობების ფორმატში მიმდიანარეობს. მიზნად ისახავს პროფესიული მოღვაწეობისათვის ვოკალურ-საშემსრულებლო ტექნიკის დაუფლებას, აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებას, სტუდენტის ვოკალური მონაცემების განვითარებას, მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებას. შეასწავლის როგორც სოლო, ასევე მრავალხმიანი სიმღერის შესრულების თავისებურებებს.

რეჟისურის საფუძვლების კურსის მიზანია სტუდენტებისათვის რეჟისორული მუშაობის თავისებურებათა, სანახაობის, თეატრალური წარმოდგენის დადგმის პროცესის მარტივი სქემების, ფორმების და მეთოდების გაცნობა. არსებულ რეჟისორულ თუ სამსახიობო სისტემებზე ზოგადი წარმოდგენის შექმნა.

კურსი არტ-გრიმი ისწავლება სამსახიობო ხელოვნების სპეცილობაზე. (დრამისა და კინოს, მუსიკალური, პანტომიმის და თოჯინების თეატრის სამსახიობო სპეციალობებზე). კურსი ძირითადად პრაქტიკული მეცადინეობებისგან შედგება, მოიცავს აგრეთვე თეორიულ ნაწილს. კურსის გავლის შედეგად სტუდენტი შეძლებს დამოუკიდებლად შექმნას გმირის, პერსონაჟის, ვიზუალური სახე-ხასიათი, რაც დაეხმარება მას გარდასახვაში, როლის სრულყოფილად შექმნაში.

კურსი პლასტიკის ენა და მხატვრული სახე ისწავლება პანტომიმის თეატრის მსახიობებისათვის. კურსი მიზნად ისახავს სტუდენტის სხეულის პლასტიკურ გაწვრთნას, შემოქმედებითი ფანტაზიის განვითარებას, კურსი ორიენტირებულია პროფესიისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე და ქმნის პანტომიმის თეატრის მსახიობის პროფესიის განმსაზღვრელ საფუძველს.

გახმოვანების ოსტატობის თეორიული და პრაქტიკული კურსი ისწავლება დრამისა და კინოს მსახიობის სპეციალობაზე. კურსი მიზნად ისახავს მომავალი მსახიობების მომზადებას რადიოგადაცემების, ტელესერიალების, მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების გასახმოვანებლად.

მოდული - დამდგმელი ქორეოგრაფის ოსტატობა (სადადგმო ხელოვნება) წარმოადგენს დამდგმელი ქორეოგრაფის სპეციალობის სტუდენტებისთვის ბაკალავრიატის ძირითად კურსს. მისი მიზანია სტუდენტს მისცეს ცეკვის დადგმის პრაქტიკული და მეთოდური ცოდნა, განუვითაროს სადადგმო ხელოვნების მოთხოვნების შესაბამისი პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

დამდგმელი ქორეოგრაფის აღზრდის სასწავლო მეთოდოლოგია თავისი სტრუქტურით წარმოადგენს თეორიული/მეთოდური და პრაქტიკული ლექციების სინქრონულ პროცესს. მეცადინეობები ტარდება როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური ფორმით.

სრული კურსის გავლის შედეგად სტუდენტები ზოგად, ტრანსფერულ კომპეტენციებთან ერთად დაუფლებული იქნებიან: ქორეოგრაფიული სადადგმო ხელოვნების უმნიშვნელოვანეს კანონზომიერებებს; სადადგმო ჯგუფთან დამოუკიდებელი მუშაობის, რეპეტიციების წარმართვის, შემოქმედებითი თვითშეფასების უნარს; მარტივი და რთული კომბინაციების შეთხზვას; დრამატურგიის კანონების შესაბამისად ცეკვის ნახაზის სწორად აგებას; ერთი საცეკვაო ნახაზიდან მეორეში ლოგიკურ გადაწყობას; ქორეოგრაფიული ნახაზის გრაფიკულად ჩაწერას; მუსიკალურ მასალაზე დაყრდნობით, მრავალგეგმიანი ცეკვის ნახაზის _ ძირითადისა და მეორეხარისხოვანის გამიჯვნას; ქორეოგრაფიული პროგრამისა და ლიბრეტოს აგებას; ქორეოგრაფიული გეგმა-სცენარის აგებას; ეროვნული საცეკვაო მასალის საფუძველზე ეტიუდებისა და სხვადასხვა სრული კომპოზიციების შეთხზვას; სიუჟეტური და თემატური კომპოზიციების აგების ხერხებს და ამ ტიპის საცეკვაო კომპოზიციების შექმნას; საცეკვაო ნიმუშის ანალიზს.

მოდული ”ქართული ცეკვა” - ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფის საბაკალავრო პროგრამის სავალდებულო ძირითადი დისციპლინაა.

მოდული მიზნად ისახავს ქართული ხალხური ცეკვის მომავალი სპეციალისტების პროფესიული ცოდნის შეძენას, შესაბამისი პრაქტიკული და თორიული სწავლებით შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას. მისი მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს ქართული ხალხური ქორეოგრაფიული ხელოვნება. თეორიული ცოდნა საფუძველს მისცემს მეთოდური პრობლემების დაძლევაში, პრაქტიკული ცოდნა შესძენს განუვითაროს ქორეოგრაფიული ხედვა, ჩამოუყალიბოს ინდივიდუალური მანერა და სტილი. ქართული ცეკვის სასწავლო სრული კურსის საფუძვლიანი შესწავლის შედეგად კურსდამთავრებულს ექნება: ქართული ცეკვის მოძრაობის შესატყვისი ტერმინოლოგის საკითხების ცოდნა; სხვადასხვა კუთხის ავთენტური საცეკვაო ფოლკლორის ლექსიკური მარაგი, ტექსტის გასცენიურება-გადამუშვების, კლასიკური ცეკვის საფუძველზე ადაპტირებული ქართული ცეკვის ძელთნ და დარბაზის შუაში მოძრაობათა ვარჯიშების შექმნის, ქორეოგრაფიულ დასთან მეთოდური მუშაობის, ორიგინალური ხედვისა და აზროვნების უნარი; ქართული ქორეოგრაფიის აუცილებელი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა. ეს შესაძლებლობას მისცემს იმუშაოს ანსამბლში მსახიობ-მოცეკვავედ, რეპეტიტორად, პედაგოგად და დამდგმელ ქორეოგრაფად.

საგანი კლასიკური ცეკვა არის „ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფის“ სპეციალობის ძირითადი მოდულის შემადგენელი ნაწილი.

სასწავლო კურსის მიზანია კლასიკური ცეკვის პრაქტიკული შესწავლა. კურსის ასათვისებლად სტუდენტს უნდა ჰქონდეს საბაზო ქორეოგრაფიული განათლება და პროფესიული მონაცემები. ოთხი წლის მანძილზე ჯგუფურად ისწავლება კლასიკური ცეკვის ილეთები და კომბინაციები პროგრამის მიხედვით, სისტემატიური გადასვლით ადვილიდან-ძნელზე, ჯგუფის და სტუდენტთა შესაძლებლობების დონის და მათი სპეციალიზაციის გათვალისწინებით.

კურსდამთავრებულებს ექნებათ გავლილი კლასიკური ცეკვის ეგზერსისი ძელთან და შუა დარბაზში, ხტომები და სხვადასხვა სახის ტრიალები. ამავდროულად ეცოდინებათ შესაბამისი ტერმინოლოგია, გაკვეთილის სტრუქტურა, კომბინაციების მუსიკალური გაფორმება, განუვითარდებათ გამომსახველობა, კოორდინაცია, მუსიკალურობა, მეხსიერება, ლოგიკა და საცეკვაო ეტიუდის შექმნის უნარი, რაც დაეხმარებათ ქართული ცეკვის დამდგმელ ქორეოგრაფად ჩამოყალიბებაში და გამოადგებათ პრაქტიკული მუშაობის დროს.

სასწავლო კურსის კლასიკური ცეკვა (I-VIII) მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს მსოფლიო ხალხთა ცეკვები; შეძლოს პროფესიონალური ჩვევების ფორმირება; გამოიმუშაოს კოორდიანციის, გამომსახველობის, არტისტიზმის, სხვადასხვა ხალხური და ხალხურ–სცენიური ცეკვების შესაბამის მანერაში, სტილსა და ხასიათში შესრულების უნარი. სასაწავლო კურსის გავლის შემდეგ კურსმოსმენილი დაუფლებულია სახასიათო ცეკვის გაკვეთილის სტრუქტურის ცოდნას, საცეკვაო მოძრაობათა პრაქტიკულ შესრულებასა და გაანალიზებას. მას განვითარებული აქვს ინდივიდუალური მონაცემები, მოქნილია, განვითარებული აქვს ყურადღება, ცეკვადობა, მუსიკალობა და გამძლეობა (რაც სხეულის ფიზიკურ მონაცემებსაც შეიცავს). დახვეწილი აქვს ცეკვის სასემსრულებლო ხელოვნება, შეუძლია ფასეული სასცენო ქორეოგრაფიული ნიმუშის შექმნა.

საისტორიო-ყოფითი ცეკვის სასწავლო კურსი, მომავალ ქორეოგრაფს აცნობს შუა საუკუნეების, აღორძინების პერიოდის, XVIII, XIX და XX საუკუნის საცეკვაო კულტურას. იმდროინდელი მამაკაცისა და ქალის ურთიერთობას, ქცევის მანერას, ეთიკასა და წესებს. ისტორიის მიხედვით ჩაცმულობის, სხვადასხვა აქსესუარის ან ატრიბუტის წარმოსახვას და აქედან გამომდინარე ცეკვის ელემენტების შესრულებას. მისალმების კულტურას; ყველა საუკუნის ქალის და მამაკაცის რევერანსი, მათი განსხვავება. დაპატიჟება ცეკვაზე და ქცევა ცეკვის დროს. სტუდენტი ეცნობა სხვადასხვა ისტორიულ ცეკვებს, როგორც დაბალი სოციალური ფენის, ასევე სამეფო კარზე შესრულებულს. კურსის გავლის შემდეგ, სტუდენტებს ეცოდინებათ სხვადასხვა ეპოქის ყოფითი ცეკვების ნიშან-თვისები, შესრულების მანერა და ხასიათი.

სამეჯლისო ცეკვა, როგორც სასწავლო კურსი მოიცავს ევროპული და ლათინურ-ამერიკული ცეკვების პროგრამას. სასწავლო კურსის მიზნია შეასწავლოს სტუდენტებს სამეჯლისო ცეკვების: ვენური ვალსი, ნელი ვალსი, კვიკ სტეპი, ჩა-ჩა-ჩა, რუმბა, ჯაივი, სამბა, პასადობლი, ტანგო, ფოქსტროტი საცეკვაო მოძრაობები და ფიგურები, განუვითაროს სტუდენტებს ამ ცეკვებისთვის დამახასიათებელი ძირითადი საშემსრულებლო-პრაქტიკული უნარ-ჩვევები მოცეკვავე პარტნიორთან ერთად, გააცნოს სტუდენტებს ამ ცეკვებთან დაკავშიებული ისტორიული და მეთოდური საკითხები. სწავლის შედეგად სტუდენტს აქვს ცოდნა სამეჯლისო ცეკვების წარმოშობისა და განვითარების ძირითად საკითხებზე, საცეკვაო მოძრაობებისა და ფიგურების ტერმინოლოგიური მასალის შესახებ, შეუძლია მეთოდური ხასიათის მსჯელობა თითოეულ შესწავლილ ცეკვასთან მიმართებაში, ასრულებს ძირითადი საცეკვაო ნაბიჯებისგან შედგენილ მცირე კომპოზიციებს, როგორც სოლო ასევე მოცეკვავე პარტნიორთან შესრულებით, ყველაფერი ეს კი დაეხმარება ქორეოგრაფიული სადადგმო სამუშაოების წარმართვაში.

თანამედროვე ცეკვის სასწავლო კურსი მოწოდებულია ქართული ცეკვის მომავალ დამდგმელ ქორეოგრაფებს აათვისებინოს თანამედროვა ცეკვის მოძრაობების ანბანი.

თანამედროვე ცეკვის მოძრაობების ანბანში იგულისხმება ცეკვის ის სახეობები, რომლებშიც შერწყმულია როგორც დასავლური ცეკვის ელემენტები (კლასიკური ცეკვა, ჯაზი-მოდერნი), ასევე - აღმოსავლური ხელოვნების მოძრაობები (ციგუნი, იოგა, მაიც ზი). ეს არის ცეკვები, რომლებსაც არა აქვთ განსაზღვრული სტილის ფორმა.

საგნის ათვისების შემდეგ სტუდენტი შეიქმნის ქორეოგრაფიული ხელოვნების ზოგად ფართო თვალსაწიერს, მას შეეძლება კლასიკურ ილეთებზე დაყრდნობით თანამედროვე ცეკვის შესრულება, მოახდენს დასავლური და აღმოსავლური საცეკვაო ხელოვნების დიფერენცირებას ქართულ ეროვნულ ქორეოგრაფიასთან და გაიმდიდრებს საკუთარ შემოქმედებით პალიტრას სხვა ხალხების საცეკვაო ილეთებით.

ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების ნიმუშები, როგორც სასწავლო კურსი ძირითადად მოიცავს XX საუკუნის საცეკვაო თემატიკას. ეს ცეკვები ჩვენამდე მოღწეულია ზეპირი გადმოცემების, სქემატურ-სიტყვიერი აღწერების და ვიდეო ჩანაწერების სახით.

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს ფორმითა და შინაარსით გამორჩეული და ქორეოგრაფიული ხელოვნების ისტორიაში უკვე ადგილდამკვიდრებული ცეკვები. გააცნოს და შეასწავლოს სტუდენტებს თითოეული ასეთი ცეკვისთვის დამახასიათებელი ორიგინალური საცეკვაო მოძრაობები, სადაც ნათლად არის გამოკვეთილი ამა თუ იმ ქორეოგრაფისა თუ მოცეკვავის ჟანრობრივი მიმართულება, საშემსრულებლო სტილი და მანერა, რათა შემდგომში სტუდენტებმა თავად შეძლონ ცალკეული ქორეოგრაფიული ხელოვნების ნიმუშის ,,წაკითხვა’’ და აღდგენა. სწავლის შედეგად სტუდენტი ცეკვავს და ასრულებს პრაქტიკულ-სტუდიურ მეცადინეობებზე შესწავლილ ნიმუშებს. სტუდენტი იცნობს ამა თუ იმ ნიმუშთან დაკავშირებულ თეორიულ საკითხებს და შეუძლია იმსჯელოს მის შესახებ.

ქორეოგრაფიული ნაწარმოების ფიქსაცია - ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფის საბაკალავრო პროგრამული კონცენტრაციის დამხმარე დისციპლინაა. მისი მიზანია, სტუდენტს მიეცეს ცეკვის ჩაწერის პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რომელიც ხელს შეუწყობს ქორეოგრაფიული ლიტერატურის ფონდის გამდიდრებას, საუკეთესო საცეკვაო ნიმუშების ფიქსირებას, ფოლკლორული მასალების შეკრება-შეგროვებას. ცოდნის ათვისების შემდეგ, კურსდამთავრებული შეძლებს ქორეოგრაფიული ნაწარმოების ფურცელზე ფიქსირებას და ჩანაწერის მიხედვით წაკითხული ცეკვის დადგმას. საგნის შესწავლით მიღებულ ცოდნას კურსდამთავრებული გამოიყენებს თავის შემოქმედებით საქმიანობაში. ჩანაწერით ცეკვის დადგმაზე მუშაობა მნიშვნელოვნად ამდიდრებს შემოქმედის შესაძლებლობებს, აადვილებს გაშიფვრის მეთოდებისა და ხერხების ათვისებას, გამომსახველი საშუალებების უკეთ გამოყენების მიზნით, მნიშვნელოვნად აფართოვებს ცოდნასა და შესაძლებლობას ცეკვის დადგმისათვის.

საგანი: მუსიკალური ფორმის ანალიზი აღნიშნული საგანი, მიზნად ისახავს მუსიკოს-შემსრულებელს გააცნოს და შეასწავლოს მუსიკალური ნაწარმოების შემადგენელი ნაწილები. მისი კავშირი ძირითად სპეციალობასთან გამოიხატება იმით, რომ ხდება არა მარტო კლასიკოს კომპოზიტორთა ნაწარმოებების, არამედ იმ ქართული ხალხური სიმღერებისა და საგაობლების ფორმის ანალიზის განხილვა, რომლებსაც ისინი შეისწავლიან მიმდინარე პერიოდში. შეძენილი ცოდნის საფუძველზე სტუდენტს უადვილდება პროფესიულად და გააზრებულად შეასრულოს ხალხური სიმღერა თუ საგალობელი და ჩამოყალიბდეს, როგორც უმაღლეს დონეზე განთლებული შემსრულებელი და დირიჟორი.

საგანი: მუსიკის ელემენტარული თეორია მოცემული კურსი მიზნად ისახავს შეასწავლოს სტუდენტებს მუსიკალური ნაწარმოების შემადგენელი ძირითადი საკითხები: ე.წ. მუსიკალური გრამატიკა. რომ სწორად შექმნას, ჩაწეროს,მოუსმინოს, შეასრულოს და ღრმად აღიქვას მუსიკალური ნაწარმოების შინაარსი. აღნიშნული დისციპლინა, მოიცავს მუსიკის გამომსახველ ყველა ელემენტს: რიტმს, მეტრს, ფრაზირებას, დინამიურ ნიშნებს, მელიზმებს, ტემბრს, აკორდებს და კილოებს. მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენება მუსიკალური ნაწარმოების შესრულების დროს.

კურსის ქართული ხალხური სიმღერებისა და საეკლესიო საგალობლების ნიმუშების პარტიტურის კითხვა მიზანია ქართული ხალხური სიმღერებისა და საეკლესიო საგალობლების ნიმუშების შესწავლა – დამუშავება, სტუდენტის ხელთ არსებული საშემსრულებლო რეპერტუარის გაფართოვება, ქართული ხალხური სიმღერებისა და საეკლესიო საგალობლების პარტიტურების ფორტეპიანოზე შესრულების უნარ-ჩვევების გამომუშავება.

სასწავლო მოდული საეკლესიო გალობა არის სპეციალიზირებული დისციპლინა,რომ-ლის აუცილებელ პირობას წარმოადგენს სახელოვნებო უმაღლესი განათლებისათვის და-მახასიათებელი სტუდენტის საშემსრულებლო-შემოქმედებითი დაოსტატება. სასწავლო მოდულის/ კურსის მიზანია,რომ მომავალმა სპეციალისტმა (მგალობელ-რეგენტი) საფუძვლიანად შეისწავლოს საეკლესიო გალობის ქართლ-კახური (აღმოსავლური სკოლა) და გურულ-მეგრულ-იმერული (დასავლური სკოლა) ნიმუშები. სტუდენტმა, ასევე, სიღრმისეულად უნდა აითვისოს გალობისათვის საჭირო უნარ-ჩვევები და სამგალობლო გუნდის შექმნის ხელოვნება, საეკლესიო გალობასთან დაკავშირებული ყველა წესი და რიტუალი, ქრისტიანული ღმრთისმსახურების ტიბიკონი, როგორც თეორიულ, ისე ისტორიულ და პრაქტიკულ ასფექტში.

კურსის საეკლესიო მუსიკის ისტორია მიზანია ქართული ლიტურგიკული გალობის ისტორიის სფეროში პროფესიული ცოდნის შეძენა; გუნდის ხელმძღვანელთა მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების ხელშეწყობა, რის მისააღწევადაც სტუდენტი ეუფლება საბაზისო ცოდნას ტრადიციული სამგალობლო ხელოვნების კანონიკის სხვადასხვა ასპექტების, ტრადიციული საეკლესიო მუსიკისთვის ნიშანდობლივი სამუსიკო აზროვნების ძირითად პრინციპების, საგალობელთა ფორმებისა და სტილური თავისებურებების, ძველი ქართული სასულიერო მუსიკის განვითარების უმნიშვნელოვანესი ეტაპების (ისტორიულ ჭრილში სოციალურ-პოლიტიკური და კულტურული პროცესების კონტექსტში და სხვა ხალხების სასულიერო სამუსიკო კულტურის მიღწევათა გათვალისწინებით), თეორიის საკითხების, შემსრულებლობის კანონზომიერებათა შესახებ, რაც მნიშვნელოვან ბაზას წარმოადგენს მომავალ რეგენტისთვიოს პროფესიული უნარების სრულყოფის, მისი დამოუკიდებლად გაღრმავების, განზოგადოების უნარის, აზროვნების კულტურის, პროფესიული ლექსიკის დაუფლების, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისა და გადაცემის უნარის გამოსამუშავებლად.

საეკლესიო ღვთისმსახურების პრაქტიკული კურსის დაუფლების მიზანია მომავალ რეგენს გამოუმუშავოს საზოგადო ღვთისმსახურებისას გუნდის გაძღოლის უნარ-ჩვევები _ ტიპიკონის, საგალობელთა თანმიმდევრობის ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების, საღმრთო ლიტურგიის ამა თუ იმ მონაკვეთში მგალობელთა გუნდის შეუცდომლად ჩართვის, ღვთისმსახურების წლიური, კვირისა და სადღეღამისო ციკლების ცვალებად წეს-განგებებში ორიენტაციის უნარის გამომუშავება-სრულყოფა; მიზნის მისაღწევად სტუდენტი ეუფლება ასომთავრულ და ნუსხახუცური ანბანის, ძველი ქართულ დამწერლობათა კითხვის ცოდნას; გამოიმუშავებს სხვადასხვა ლიტურგიკულ და ჰიმნოგრაფიულ წიგნებსა და ტექსტებში ორიენტაციის, საჭიროებისამებრ მათში წარმოდგენილი ლიტურგიკული მითითებების, რუბრიკების, საგალობლების მოძიების უნარ-ჩვევებს, ლიტურგიკის ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარს, მონაწილეობს საღმრთო ლიტურგიაში, რის გარეშეც შეუძლებელია გაართვას თავი გუნდის ხელმძღვანელობას საზოგადო მსახურებისას. მიღებული ცოდნის შედეგად კურსდამთავრებული შეძლებს ღვთისმსახურების პრაქტიკული მხარის აღსრულებას _ მგალობელთა გუნდის სათანადო ხელმძღვანელობას.

სასიმღერო დიქციის პრაქტიკული კურსი მიზანია სტუდენტს შეასწავლოს სიტყვით ქმედების ყველა კანონი, საფონაციო და სასიმღერო სუნთქვის სხვადასხვა სახე, ხმის რეგისტრები, ხმის დიაპაზონის გამომუშავება, შეიძინოს ზოგადი ცოდნა ქართული მეტყველების კულტურის შესახებ, ამ დარგის მომავალმა პროფესიონალმა სპეციალისტმა იცოდეს ბგერათა მართებული წარმოთქმა, საფონაციო და სასიმღერო სუნთქვის გამომუშავება- დაყენება.

სასწავლო კურსი ფორტეპიანო არის მოდულში შემავალი საგანი. იგი ერთერთი საფუძველია ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორის ჩამოყალიბებისა. საგნის მიზანია, გაუღრმაოს სტუდენტს ფორტეპიანოზე დაკვრის ტექნიკა და ცოდნა, რათა შეძლოს მუსიკალური ტექსტის გამართულად წაკითხვა, გამოიმუშაოს მუსიკალური და შემოქმედებითი აზროვნება. ფორტეპიანოს კურსის შესწავლა ხორციელდება პრაქტიკულ მეცადინეობაზე, ინდივიდუალურად, 6 სემესტრის განმავლობაში, პროგრამის ეტაპობრივი გართულებით. სტუდენტი ეცნობა ქართული და მსოფლიო მუსიკალური კულტურის სხვადასხვა ეპოქის ნიმუშებს: აღორძინების, კლასიკურის, რომანტიზმის, იმპრესიონიზმის და პოლიფონიის, აგრეთვე თანამედროვე მუსიკას.

საგნის შესწავლა დაეხმარება სტუდენტს ხალხური სიმღერის, საეკლესიო გალობის, პარტიტურის დამოუკიდებლად წაკითხვასა და შესწავლაში, გაეცნობა სანოტო ჩანაწერებს. მიღებულ ცოდნას გამოიყენებს პრაქტიკაში, როგორც ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორი.

კურსის ქართული მუსიკალური ფოლკლორი მე-20 ს-ის კომპოზიტორთა შემოქმედებაში მიზანია სტუდენტი გაეცნოს XX საუკუნის ქართველ იმ კომპოზიტორთა შემოქმედებას, რომლებმაც გამოიყენეს ქართული მუსიკალური ფოლკლორი თავიანთ შემოქმედებაში. ვინ, რა სახით და რა ჟანრში გამოიყენა ქართული მუსიკალური ფოლკლორი, როგორი ინტერპრეტაცია მისცა მას მუსიკალური ფორმის და შინაარსის თვალსაზრისით, რა მუსიკალურ-ტექნიკური საშუალებებით განავითარა და რა სახის დრამატურგული ფუნქცია მიანიჭა.

კურსის ქართული სამუსიკო ფოლკლორი მიზანია, სტუდენტებმა შეისწავლონ ქართული ხალხური სიმღერის მუსიკალური კანონზომიერებანი, ქართული მუსიკალური ფოლკლორის თეორია, ჟანრები, დიალექტები, მათი სპეციფიკისა და თავისბურებების გათვალისწინებით.

სასწავლო კურსი - ქართული ხალხური საკრავები - სტუდენტმა უნდა შეისწავლოს მცირე თეორიული მასალა ქართული ხალხური საკრავების შესახებ, მათი ისტორია და როლი ფოლკლორული მუსიკის განვითარებაში, ტექნიკური შესაძლებლობები, რეპერტუარი. პრაქტიკულ მეცადინეობებზე ისწავლოს ფანდურზე, ჩონგურზე და სალამურზე დაკვრა. შესძლონ როგორც სოლო შესრულება, ასევე აკომპანირება.

საგანი „ქართული ხალხური სიმღერა“ მიზნად ისახავს, კომპლექსურად (თეორიულად და პრაქტიკულად) შეასწავლოს სტუდენტებს ქართული მუსიკალური ფოლკლორი. თეორიული კურსი აცნობს სტუდენტებს: ფოლკლორისა და ფოლკლორისტიკის (ეთნომუსიკოლოგიის) საგანს; ქართული ტრადიციული მუსიკის ძირითად კანონზომიერებებს, მრავალხმიანობის ფორმებს, ჟანრებს, მუსიკალური ენის თავისებურებებს, შესრულების ფორმებს და ა.შ.; საქართველოს სხვადასხვა კუთხის მუსიკალურ დიალექტებს; ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების ჩაწერისა და შესწავლის ისტორიას; ქართული მუსიკალური ფოლკლორის ქართველ და უცხოელ მკვლევარებს; ქართველ ეთნოფორებს. პრაქტიკული კურსი შეასწავლის სტუდენტებს: საქართველოს სხვადასხვა კუთხის მარტივი და საშუალო სირთულის ხალხური სიმღერების სამივე ხმას; გუნდური შესრულების სპეციფიკას (ხმათა შეწყობას, კოორდინაციას); ხალხური სიმღერების იდენტიფიცირებას დიალექტების, ჟანრების, მრავალხმიანობის ტიპების, შესრულების ფორმების მიხედვით. ქართული ხალხური სიმღერის შესწავლა საშუალებას აძლევს ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორს, გამოიმუშაოს ხალხური სიმღერისათვის საჭირო უნარ-ჩვევები, რომელიც აუცილებელია ფოლკლორული კოლექტივების შესაქმნელად.

კურსი ქართული ჰარმონიის პრაქტიკული კურსი მიზნად ისახავს ქართული ხალხური სიმღერისა და საგალობლებისთვის დამახასიათებელი ელემენტის და თვისებების შესწავლას. ხელს უწყობს ფართო მასშტაბით ქართული მუსიკალური ფოლკლორისა და ქართული კულტურის სხვა დარგთა შორის საერთო თვისებების დადგენას.

კურსის ხალხურ და საეკლესიო გუნდთან მუშაობის მეთოდიკა მიზანია, სტუდენტს შესძინოს ცოდნა გუნდის ჩამოყალიბების, საორგანიზაციო საკითხების, გუნდთან მუშაობის მეთოდების, რეპერტუარის შერჩევისა და საკონცერტო მოღვაწეობის შესახებ.

სასწავლო კურსი მუსიკის ჰარმონიის პრაქტიკული კურსი მიზნად ისახავს მუსიკალური ნაწარმოების ნაირგვარი ჰარმონიული მოვლენების გაცნობას და შესწავლას. ჰარმონია, როგორც საგანი მჭიდრო კავშირშია სტუდენტის ძირითად სპეციალობასთან და ამ საგნის საფუძვლიანად ათვისება უზრუნველჰყოფს ხალხური სიმღერისა და საეკლესიო გალობის სწორად და გააზრებულად შესრულებას. ჰარმონია, როგორც საგანი, შეიცავს სწავლების 4 ფორმას- სწავლების თეორია, ჰარმონიული ანალიზი, წერითი სავარჯიშოები და სავარჯიშოები ფორტეპიანოზე შესასრულებლად. მთავარი ყურადღება ეთმობა თეორიის საკითხების გახილვას მუსიკალურ მაგალითებზე დაყრდნობით. პრაქტიკულ მეცადინეობებზე, სადაც გათვალისწინებულია თითოეული სტუდენტის მომზადების დონე შესაძლებლობები და შესაბამისად ხდება მათი დატვირთვა, ისინი ინდივიდუალურად ასრულებენ დავალებას, რაც შემდგომში მსჯელობის და განხილვის საგნად გადაიქცევა.

^ ზემოთ
 
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
1219051
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2018-10-22
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია