ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სტუდენტთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია

სიახლე

კონფერენციის შესახებ

სტუდენტური კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ჩვენი უნივერსიტეტისა და  საქართველოს სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს

საქართველოს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტური კონფერენცია  მიზნად ისახავს სტუდენტების კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობისა და წახალისების გზით სწავლების ხარისხის ამაღლებას, თეორიულად ათვისებული მასალის პრაქტიკაში გამოყენების, საჯარო გამოსვლის, დისკუსიაში მონაწილეობის, აზრის გამოთქმის და სხვა პრაქტიკული ჩვევების განვითარებას. სტუდენტური კონფერენციები არის ასევე სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების შორის  კონტაქტის დამყარების საშუალება  და

სტუდენტური კონფერენცია განკუთვნილია ბაკალავრიატის და მაგისტრატურის იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლობენ

  • ხელოვნებათმცოდნეობით და სხვა ჰუმანიტარულ,
  • ჟურნალისტიკასა / სოციალურ მეცნიერებათა,
  • ხელოვნების მენეჯმენტის,
  • კულტურული ტურიზმის

სპეციალობებზე ან/და არიან სახელოვნებო-საშემსრულებლო მიმართულების სტუდენტები და სურვილი აქვთ თავისი კომპეტენციის ფარგლებში, პედაგოგის ხელმძღვანელობით მოამზადონ საკონფერენციო მოხსენება და წარუდგინონ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს.

ლინკები სტუდენტური კონფერენციისთვის:

2019 წლის სტუდენტური კონფერენცია

2019 წლის 7 მაისს გაიმართა სტუდენტთა მე-12 სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენცია ყოველწლიურად ტარდება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელოვნებო მეცნიერებათა, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის ინიციატივით და ძირითადად აერთიანებს სახელოვნებო უმაღლესი სასაწვლებლების სტუდენტებს.

კონფერენციის ორგანიზატორია ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი ნატო გენგიური.

წელს, კონფერენციაში წარმოდგენილი იყო 40-ზე მეტი მონაწილე - ჩვენი უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები. სულ მუშაობდა 6 სექცია: თეატრისა და მუსიკის, თეატრისა და ქორეოგრაფიის, კინოსა და მედიის, კინომცოდნეობის, ხელოვნებათმცოდნეობის, ტურიზმისა და ხელოვნების მენეჯმენტის სექციები. კონფერენციაში მონაწილეობდნენ სტუდენტები როგორც თეორიული, ისე შემოქმედებითი მიმართულებებიდან - კინო-ტელე და დრამის ფაკულტეტებიდან. სექციების ხელმძღვანელები გახლდნენ პროფესორები და ასოცირებული პროფესორები: ზვიად დოლიძე, ირინე აბესაძე, მალხაზ ღვინჯილია, მაკა ვასაძე, მაია ლევანიძე, ანანო სამსონაძე.

სტუდენტებს სამეცნიერო ხელმძღვანელობა გაუწიეს მანანა ლეკბორაშვილმა, დავით გუჯაბძემ, მაია კიკნაძემ, თამარ ცაგარელმა, ნატო გენგიურმა, ლალი ოსეფაშვილმა, ანანო სამსონაძემ, ნაირა გალახვარიძემ, დოდო ჭუმბურიძემ და სხვებმა.

2018 წლის სტუდენტური კონფერენცია

2017 წლის სტუდენტური კონფერენცია

2016 წლის სტუდენტური კონფერენცია

2015 წლის სტუდენტური კონფერენცია

2014 წლის სტუდენტური კონფერენცია

I-VI კონფერენციების არქივი

^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
1479152
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2019-09-20
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია