ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
2014 წლის კონფერენციის კონფერენციის ამასახველი მასალა

სტუდენტთა VII სამეცნიერო კონფერენცია თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში

2014 წლის 25 აპრილს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა VII სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციაში მონაწილეობდნენ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის, სამხატვრო აკადემიის, კონსერვატორიის, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ჩვენი უნივერსიტეტის როგორც თეორიული სპეციალობების, ისე საშემსრულებლო მიმართულებების მაგისტრატურის სტუდენტებმა. წარმოდგენილი იყო მოხსენებები თეატრის, კინოს, მედიის, ხელოვნების ისტორიისა და თანამედროვეობის საკითხებზე. მოხსენების წაკითხვის შემდეგ სტუდენტები კითხვებს უსვამდნენ მომხსენებლებს, გაიმართა დისკუსია. კონფერენციით ყველა კმაყოფილი დარჩა – სტუდენტებიცა და პედაგოგებიც. ბოლოს კი ტრადიციულად, მომხსენებელ სტუდენტებს გადაეცათ სიგელები.

წელს კონფერენციაზე იმუშავა ხელოვნებათმცოდნეობის, მუსიკისა და თეატრმცოდნეობის, კინოსა და მედიის სექციებმა. სექციებს ხელმძღვანელობდნენ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორები თამარ ბოკუჩავა, თეო ხატიაშვილი, ნატო გენგიური, ირინე აბესაძე, ეკატერინე კიკნაძე. ორგანიზატორი – პროფესორი ნატო გენგიური.

 

 
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
0957946
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2017-06-28
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია