უნივერსიტეტის მიზანია უზრუნველყოს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კარიერული და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, პოტენციურ დამსაქმებლებთან ეფექტური კომუნიკაციის წარმართვა და მათი დაინტერესება უნივერსიტეტის ინტელექტუალური რესურსებით განათლებისა და კულტურის სტრატეგიის განხორციელების, სტუდენტზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების პროცესის, დასაქმებისა და კარიერული განვითარების ხელშეწყობის მიზნით.
უნივერსიტეტი კარიერული განვითარების მიმართულებით ახორციელებს შემდეგ აქტივობებს:
· სტუდენტების პიროვნული ზრდის და განვითარების ხელშეწყობა;
· პროფესიული განვითარების, დასაქმებისა და კარიერული წინსვლის ხელშემწყობი ღონისძიებების, პროექტებისა და ტრენინგების ორგანიზება; კარიერული მართვის კომპეტენციების განვითარება, რათა სტუდენტებმა შესძლონ საკუთარი კარიერისა და ცხოვრებისეული შესაძლებლობების მართვა.
· სტუდენტების სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობის ხელშეწყობა;
· დასაქმების ფორუმებში უნივერსიტეტის ჩართულობის უზრუნველყოფა;
· მიმდინარე ვაკანსიების, ქასთინგებისა და პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
· სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა პროფილის შექმნა სასურველი პროფესიული განვითარების პერსპექტივის გათვალისწინებით;
· შეხვედრებისა და კონსულტაციების ორგანიზება პოტენციურ დამსაქმებლებთან (თეატრი, კინოცენტრი, კინოსტუდია, ტელევიზია, საპროდიუსერო კომპანია, მუზეუმი, ა.შ)
· შემოქმედებითი ღონისძიებების (კინო გადაღებები, ლიტერატურული წრე, პოეზიის საღამოები, სპექტაკლები, საიუბილეო და სხვა ღონისძიებები) შესახებ სტუდენტთა ინფორმირება, მათი ჩართულობა;
· კერძო და სახელმწიფო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა;
· ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების გაფორმება პოტენციურ დამსაქმებლებთან სტუდენტთა სტაჟირებისა და დასაქმების მიზნით.