ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი

ბიბლიოთეკის სტრუქტურა და ხელმძღვანელობა/თანამშრომლები:

1. ბიბლიოთეკა წარმოადგენს ორგანიზაციულ სტრუქტურულ რგოლს, რომელსაც ხელმძღვანელობს დირექტორი.

2. ბიბლიოთეკის საშტატო განრიგით განსაზღვრული თანამდებობებია: დირექტორი, უფროსი სპეციალისტი - 5,  სპეციალისტი - 1 , ვიდეოცენტრის გამგე - 1, ვიდეოცენტრის მთავარი სპეციალისტი - 1.

3. ბიბლიოთეკის დირექტორს ირჩევს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, ბიბლიოთეკის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მთავარი სპეციალისტი ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან შეთანხმებით. 

4. ბიბლიოთეკის დირექტორი:

ა) აკონტროლებს ბიბლიოთეკის განყოფილებების საქმიანობას.

ბ) ანაწილებს მოვალეობებს ცენტრის თანამშრომლებს შორის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციის შესაბამისად, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს.

გ) იღებს მუშაობისათვის საჭირო ინფორმაციას ყველა განყოფილებიდან.

დ) წამოაყენებს წინადადებას კომისიის შექმნის თაობაზე საბიბლიოთეკო საქმიანობასთან დაკავშირებულ რიგ საკითხთა გადასაწყვეტად.

ე) წარუდგენს რეკომენდაციებს ადმინისტრაციის ხელძღვანელს ბიბლიოთეკის თანამშრომელთა სწავლების, სტაჟირების, წახალისებისა და დისციპლინური ღონისძიებების გამოყენების თაობაზე.

ვ) იღებს მონაწილეობას საბიბლიოთეკო საქმიანობასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების გაფორმებაში.

ზ) მოქმედებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.

თ) წარადგენს ბიბლიოთეკის მუშაობის ყოველწლიურ ანგარიშს

ი) ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს.

კ) ზრუნავს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე.

ლ) იწვევს ბიბლიოთეკის თანამშრომელთა საერთო კრებას, მათთვის სამსახურეობრივი სიახლეებსა და ცვლილებებზე ინფორმაციის მიწოდების მიზნით.

მ) კოორდინაციას უწევს ბიბლიოთეკის თანამშრომელთა საქმიანობას.

ნ) წარმოადგენს ბიბლიოთეკას მესამე პირებთან ურთიერთობაში

ო) იღებს მონაწილეობას საბიბლიოთეკო საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა პროექტში, კონფერენციაში, სემინარებსა და სტაჟირებაში.

პ) აქვს მიმოწერა სხვა ბიბლიოთეკებსა და ორგანიზაციებთან საბიბლიოთეკო საქმიანობის თაობაზე.

ჟ) შეიმუშავებს განყოფილებათა გეგმებსა და ანგარიშებს.

რ) გამოითხოვს ბიბლიოთეკისათვის საჭირო ფინანსებისა და მისი საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ყველა სხვა ინვენტარს.

ს) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით,  ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

ტ) ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ (რუსთაველის გამზირი 19), და მეორე  (აღმაშენებლის გამზირი 40) კორპუსებში.

თანამშრომლები:

სასწავლო-სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი – ნანა მაჩაბელი.

1 კორპუსი

უფროსი სპეციალისტი: 

1. ქეთევან ნაცვლიშვილი

2. მადონა გაგნიძე                                 

3. მიმოზა ბოკუჩავა

სპეციალისტი:

1. თეა კიკალეიშვილი

II კორპუსი

უფროსი სპეციალისტი:

1. ლიზა თაბაგარი

2. მარინა ცერაძე

ვიდეოცენტრის  გამგე: ნინო ქირია

მთავარი სპეციალისტი: მაია გაბუნია

^ ზემოთ
 
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
0957765
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2017-06-24
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია