ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი

ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი

$ 1. რეგულირების სფერო:

(1) სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი (შემდეგში: ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი) ადგენს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წესს.

(2) ბიბლოთეკით სარგებლობის წესი ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც იყენებს ბიბლიოთეკას სასწავლო-სამეცნიერო თუ საინფორმაციო დანიშნულებით ან/და ფიზიკურად იმყოფება ბიბლიოთეკაში.

$ 2. მიზანი:

სასწავლო-სამეცნიერო ბიბლოთეკა არის უნივერსიტეტის ერთ-ერთი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული, რომელიც ახორციელებს სასწავლო პროგრამის უზრუნველყოფას უახლესი ლიტერატურით და სახელმძღვანელოებით, ქმნის შესაფერის პირობებს სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის, რათა მათ წარმატებით და ნაყოფიერად შეძლონ პროგრამით გათვალისწინებული მასალის ათვისება და სამეცნიერო კვლევების ჩატარება.

$3 ბიბლიოთეკის ფუნქციონირების დრო და ადგილი:

(1) ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს სამუშაო დღეებში 10.00 -18.00 საათებში.

(2) ბიბლიოთეკის მისამართი: I კორპუსი _ შოთა რუსთაველის გამზირი #19, 0108 თბილისი, II სართული.

II კორპუსი - დავით აღმაშენებლის #40, I სართული.

$4 ნივთებით სარგებლობა:

(1) ბიბლიოთეკაში აკრძალულია მკითხველის მიერ:

1. საკვების, ფერადი სითხის შეტანა ან/და მოხმარება;

2. თამბაქოს მოწევა;

3. ტელეფონით საუბარი;

4. აალებადი მასალის შეტანა ან/და გამოყენება;

(2) ბიბლიოთეკაში დაშვებულია მკითხველის მიერ:

1. რვეულის, ფურცლების, საწერი საშუალების შეტანა;

2. პერსონალური კომპიუტერის შეტანა და გამოყენება;

3. წყაროს წყლისა და მინერალური წყლის შეტანა და მოხმარება;

$5 ასლის გადაღება:

1. დაშვებულია ბიბლიოთეკაში არსებული წიგნებიდან და ჟურნალებიდან მოპოვებული მასალების ასლების გადაღება;

2. დაუშვებელია სადიპლომო ნამუშევრებისა და დისერტაციების ასლების გადაღება;

$6 წიგნების გატანა:

1. დაუშვებელია ბიბლიოთეკიდან წიგნების გატანა გაუფორმებლად;

2. დაუშვებელია დარბაზიდან სადიპლომო ნამუშევრებისა და დისერტაციების გაცემა;

3. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას ურთიერთობა აქვს ტელევიზიებთან, თეატრებთან და სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან;

4. უცხო პირთათვის წიგნები გაიცემა მხოლოდ ბიბლიოთეკათაშორისი აბონემენტით (ბ.შ.ა) ან ოფიციალური მომართვის საფუძველზე.

$7 სარგებლობის პროცედურა:

1. აუცილებელია სტუდენტთა, პროფესორ-მასწავლებელთა და თანამშრომელთა რეგისტრაცია (ბარათის გახსნა);

2. ბიბლიოთეკაში არსებულ წიგნებსა და სხვა მასალას დაინტერესებული პირი თავად ეძებს კატალოგში;

3. წიგნებსა და სხვა მასალას მკითხველი ეცნობა საგანგებოდ გამოყოფილ სამკითხველო დარბაზში.

$8 მკითხველის ვალდებულება:

(1) მკითხველი ვალდებულია:

1. დაიცვას წესრიგი და სისუფთავე;

2. არ ისაუბროს ან/და არ შეუშალოს ხელი სხვა მკითხველს რაიმე სხვა ფორმით;

3. არ დააზიანოს წიგნები და ბიბლიოთეკის ინვენტარი;

4. წიგნზე ან სხვა მასალაზე რაიმე ნაკლის, დაზიანების, ან წუნის აღმოჩენისას დაუყონებლივ მიმართოს ბიბლიოთეკის ადმინისტრაციას.

(2) ბიბლიოთეკის ადმინისტრაციას უფლება აქვს გააფრთხილოს წესრიგის დამრღვევი პირი, ხოლო გაფრთხილების არაეფექტურობისას მიმართოს წესრიგის დაცვის სხვა დაშვებულ ზომებს.

1. ბიბლიოთეკის წევრი ვალდებულია დააბრუნოს დავალიანება 14 დღის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ ექნება უფლება ისარგებლოს სხვა წიგნით;

2. აკრძალულია წიგნების გაცემა კურსდამთავრებულთათვის ბიბლიოთეკის შემოვლის ფურცლის (დავალიანების არქონა) გარეშე;

3. მკითხველის მიერ წიგნის დაკარგვის შემთხვევაში ის უნდა შეიცვალოს ბიბლიოთეკის მიერ არჩეული ახალი წიგნით.

$9 გასაჩივრების უფლება

პირს რომელსაც არ მიეცა ან/და შეეზღუდა ბიბლიოთეკით სარგებლობა, უფლება აქვს შეიტანოს საჩივარი უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან.

$10 ძალაში შესვლა

ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი ძალაშია მისი დამტკიცებისთანავე. 

^ ზემოთ
 
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
0957765
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2017-06-24
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია