ENGLISH /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი

როგორ გავხდე მკითხველი

როგორ გავიარო რეგისტრაცია?

აუცილებელია სტუდენტთა, პროფესორ-მასწავლებელთა, თანამშრომელთა და ზოგადად მსურველთა რეგისტრაცია (ბარათის გახსნა):

თუ თქვენ ხართ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრი, მაგისტრი ან დოქტორანტი, შეგიძლიათ ისარგებლოთ  როგორც სამკითხველო დარბაზით,  ასევე გაიტანოთ წიგნები საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკიდან აბონემენტით. დაუშვებელია საბიბლიოთეკო დოკუმენეტბის გატანა საფაკულტეტო ბიბლიოთეკებიდან და სამკითხველო დარბაზებიდან. სამკითხველო დარბაზით სარგებლობისათვის თქვენ დაგჭირდებათ  სტუდბილეთი ან მოქალაქის პირადობის მოწმობა. აბონემენტის განყოფილებაში კი უნდა წარმოადგინოთ  სტუდბილეთი და ერთი  ფოტოსურათი (3X4). 

თუ თქვენ ხართ უნივერსიტეტის თანამშრომელი,  შეგიძლიათ ისარგებლოთ ადგილზე მომსახურებისა და წიგნის გატანის უფლებით. აბონემენტით სარგებლობისათვის  თქვენ დაგჭირდებათ   მოქალაქის პირადობის მოწმობა, ერთი ფოტოსურათი (3X4)  და ცნობა სამუშაო ადგილიდან. 

თუ  თქვენ ხართ უნივერსიტეტის სტუმარი, თქვენ მოგემსახურებათ მხოლოდ  სამკითხველო დარბაზი. თქვენი მხრიდან საკმარისია მოქალაქის პირადობის მოწმობის წარმოდგენა.

რა ვადით და რამდენი წიგნის გატანა შემიძლია?

საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის აბონემენტის განყოფილებიდან თქვენ შეგიძლიათ გაიტანოთ სახელმძღვანელოები და მხატვრული ლიტერატურა – არაუმეტეს 2 კვირის ვადით;

ერთდროულად შეგიძლიათ გაიტანოთ არაუმეტეს 5 საბიბლიოთეკო ერთეულისა. 

რომელი წიგნი  არ გაიცემა ბიბლიოთეკიდან?

ბიბლიოთეკიდან არ გაიცემა:

  • იშვიათი გამოცემები;
  • წიგნი, რომლის მხოლოდ ერთი ეგზემპლარი ინახება ბიბლიოთეკაში;
  • პერიოდული გამოცემები (ჟურნალი, გაზეთი);  
  • საბიბლიოთეკო დოკუმენტები;
  • აუდიო, ვიდეო, კინო, ფოტო, ფონო – დოკუმენტები;
  • ენციკლოპედიები;
  • ლექსიკონები.

თუ წიგნი დავაზიანე ან არ დავაბრუნე?

თუ მკითხველმა წიგნი დააზიანა ან არ დააბრუნა:

  • საბიბლიოთეკო დოკუმენტის დაბრუნების ვადის გასვლიდან 14 სამუშაო დღის შემდეგ მკითხველს ეკრძალება ბიბლიოთეკის საინფორმაციო რესურსებისა და სერვისებით სარგებლობა.
  • წიგნის დაკარგვის შემთხვევაში მკითხველი ვალდებულია საბიბლიოთეკო დოკუმენტებით სარგებლობის ვადის გასვლის შემდეგ 30 სამუშაო დღის განმავლობაში დააბრუნოს ამავე დასახელების ერთეული, ან გადაიხადოს წიგნის ღირებულება და ჯარიმის სახით ფიქსირებული თანხა 50 ლარის ოდენობით.  
  • საბიბლიოთეკო დოკუმენტის  დაზიანების ან/და დაუბრუნებლობის შემთხვევაში გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები. 

შემიძლია თუ არა ვისარგებლო პრინტერით, ქსეროქსით, სკანერის აპარატითა და კომპიუტერით?

  • პრინტერით, ქსეროქსით, სკანერის აპარატით, კომპიუტერის აუდიო-ვიზუალური ტექნიკით სარგებლობისთვის თქვენ უნდა მიმართოთ ბიბლიოთეკის თანამშრომელს შესაბამისი მასალის მისაღებად. 
  • თუ თქვენ არ  ფლობთ აუდიო-ვიზუალური ტექნიკით სარგებლობის ჩვევებს მიმართეთ დახმარებისთვის ბიბლიოთეკარს.
  • კომპიუტერით სარგებლობისას დაშვებულია:

          ა) ტექსტების შეყვანა და რედაქტირება;

          ბ) მასალების მოძიება ინტერნეტში და გადმოწერა;

          გ) ლიტერატურაზე მუშაობა ელექტრონული ვერსიებით;

          დ) კომპაქტური დისკების (CD) გამოყენება ბიბლიოთეკართან შეთანხმებით:

          ე) ელექტრონული ფოსტით სარგებლობა;

          ვ) სასწავლო პროგრამებზე მუშაობა.

  • თქვენ შეგიძლიათ ფონდში არსებული ელექტრონული ვიდეო, აუდიო და ტექსტური მასალებით სარგებლობა (დაშვებულია ამ მასალის ასლის გადაღება საავტორო კანონმდებლობის გათვალისწინებით)
^ ზემოთ
 
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
0953100
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2017-04-25
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია