- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა შეიქმნა 1939 წელს. დაარსების დღიდან ბიბლიოთეკის დირექტორად დაინიშნა რუსუდან მიქელაძე.
1949 წელს რუსთაველის თეატრში მომხდარი ხანძრის დროს თითქმის განადგურდა ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი.
ქართული საზოგადოების ხელოვანთა, მწერალთა და მეცნიერთა მიერ შემოწირული წიგნებით დაიწყო ბიბლიოთეკის აღდგენა. საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ბუკინისტურ მაღაზიაში შეძენილი ლიტერატურული ფონდი თანდათან მდიდრდებოდა უნიკალური წიგნებითა და პერიოდული გამოცემებით. დიდი დახმარება გაგვიწიეს ქალაქ მოსკოვის და სანკტ-პეტერბურგის, ჩვენი პროფილის უმაღლეს სასწავლებლებმაც.
წიგნის მაღაზიები და გამომცემლობები საჩუქრად უგზავნიდნენ მათ მიერ დასტამბულ თუ შეძენილ გამოცემებს. საზღვარგარეთ სამეცნიერო მივლინებაში მყოფი ქართველი მეცნიერები საკუთარი ხარჯით უნივერსიტეტისთვის ყიდულობდნენ წიგნებს.
დღეს კი, გარდა იმისა, რომ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი იძენს უახლოეს სამეცნიერო თუ მხატვრულ ლიტერატურას, ბიბლიოთეკა თანამშრომლობს სხავდასხვა ქვეყნების საელჩოებთან, ბიბლიოთეკებთან, უმაღლეს სასწავლებლებთან რომლებიც საჩუქრად გადმოგვცემენ გარკვეული რაოდენობის სპეციფიკურ ლიტერატურას.
1939 წლიდან ბიბლიოთეკის წიგნსაცავი ფუნდამენტალური ბიბლიოთეკის სახელს ატარებდა, ხოლო 2002 წლიდან სასწავლო-სამეცნიერო ბიბლიოთეკად გადაკეთდა.
(თეატრალური ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში 1970 წლიდან შეიქმნა საცნობარო ბიბლიოგრაფიული განყოფილება და მიმდინარეობდა სასწავლო-სამეცნიერო მუშაობა).