ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
ბაკალავრიატის აკადემიურ საფეხურზე
ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე ჩასაბარებელი
შემოქმედებითი ტურის
საკონკურსო  წესები და მოთხოვნები

 

20192020 სასწავლო წელი

 

  1.       უნივერსიტეტში, ბაკალავრიატის აკადემიურ საფეხურზე მიღება ხდება  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.
  2.       უნივერსიტეტში, ბაკალავრიატის აკადემიურ საფეხურზე სწავლა მიმდინარეობს   4 სასწავლო წლის განმავლობაში. ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა - 240 ( წელიწადში 60 კრედიტი). სწავლის წლიური გადასახადი -  2250 ლარი.
  3.       რამისა და  კინო-ტელე ფაკულტეტებზე ჩასარიცხად, ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე, აბიტურიენტი უნივერსიტეტში გადის კონკურსს - შემოქმედებითი ტური „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის VIII თავის, 52-ე მუხლის, მე-2 პუნქტისა და ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის #19/ნ ბრძანებით დამტკიცებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების მე-8 მუხლის შესაბამისად (სახელოვნებო-შემოქმედებითი ან/და სასპორტო უმაღლესი განათლების მისაღებად აბიტურიენტი ერთიან ეროვნულ გამოცდამდე გადის შესაბამის კონკურსს სახელოვნებო-შემოქმედებითი ან/და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით).
  4.       სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტისკულტეტზე  არ ტარდება შემოქმედებითი კონკურსი,   აბიტურიენტების ჩარიცხვა   ხდება   ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული  ქულების მიხედვით.
  5.       შემოქმედებით ტურში მონაწილეობის მისაღებად აბიტურიენტმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს  საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე და მიუთითოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებული შესაბამისი პროგრამა.
  6.       უნივერსიტეტში   რეგისტრაცია   დაიწყება 201ის 6 მაისს და დასრულდება  24 მაისს 23:00 საათზე.
  • აბიტურიენტი რეგისტრაციას გაივლის მხოლოდ ინტერნეტით, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე (www.tafu.edu.ge).
  • რეგისტრაციისათვის  აბიტურიენტმა  უნდა     გადაიხადოს  შემოქმედებით      ტურში მონაწილეობის საფასური - 60 ლარი.

თანხის შეტანა ხდება უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშზე

 

საიდენტიფიკაციო კოდი: 203851028

ბანკი: სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი: TRESGE22

სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები (რეგისტრაცია): 7 0888 7519

 

  • გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აბიტურიენტის გვარი, სახელი, 11 ნიშნა პირადი ნომერი (უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა პირადი ნომრის არარსებობის შემთხვევაში უნდა მიუთითონ პასპორტის ნომერი).
  • თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში რეგისტრაცია არ განხორციელდება.
  • შემოქმედებით ტურებში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა    გაიარონ აღნიშნულ ვადებში.
  • სარეგისტრაციო    ვადის    ამოწურვის    შემდეგ    აბიტურიენტები    ვეღარ   დარეგისტრირდებიან.

 

        7.      სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად  (დრამისა და კინო-ტელე ფაკულტეტებზე), აბიტურიენტმა წარმატებით უნდა ჩააბაროს შემოქმედებითი ტური და ერთიანი ეროვნული გამოცდები  (ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები, ერთ-ერთი უცხოური ენა).

გასათვალისწინებელია, რომ სხვადასხვა პროგრამულ კონცენტრაციებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების სავალდებულო საგნებში  (ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები, ერთ-ერთი უცხოური ენა) დადგენილია განსხვავებული მინიმალური ზღვრები (იხ. ცნობარი აბიტურიენტებისთვის 2019).

       8.      სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად, აბიტურიენტმა ერთიან ეროვნულ გამოცდებში სავალდებულო საგნებთან ერთად წარმატებით უნდა ჩააბაროს გამოცდა მეოთხე არჩევით საგანშიც (ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება).

      9.      უცხო ქვეყნის მოქალაქეები უნივერსიტეტში ჩაირიცხებიან ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  52-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

10.  ,,საშემსრულებლო - შემოქმედებითი  ხელოვნების“ საბაკალავრო პროგრამაზე  შემოქმედებითი ტურები და  გამოცდები ტარდება ქართულ ენაზე.

11.  საქართველოში მოქმედი არაქართულენოვანი სახელმწიფო თეატრებისათვის განსაზღვრული მიზნობრივი ჯგუფების კოპლექტაციის შემთხვევაში შემოწმდება აბიტურიენტის  შესაბამისი ენობრივი კომპეტენციები.

12.  აბიტურიენტმა, რომელმაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში   ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაარეგისტრირა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რამდენიმე პროგრამული კონცენტრაცია (სპეციალობა)  შემოქმედებითი კონკურსი უნდა გაიაროს მის მიერ დასახელებულ ყველა საშემსრულებლო პროგრამულ კონცენტრაციაზე დადგენილი წესით.

13.  თუ აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა ჩარიცხვისათვის საჭირო ქულა მის მიერ არჩეულ პირველ პროგრამულ კონცენტრციაზე, მაშინ მისი საკითხი განიხილება ჩამონათვალში მითითებულ მეორე პროგრამულ კონცენტრაციაზე  და ა.შ.

14.  შემოქმედებითი კონკურსის მიმდინარეობის ცხრილს ადგენს მიმღები კომისია.

15.  უნივერსიტეტში შემოქმედებითი კონკურსი დაიწყება 2019 წლის 27 მაისს.

16.  კონკურსში მონაწილე აბიტურიენტს აფასებს საგამოცდო  კომისია.

17.  არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღების ან გამოუცხადებლობის   შემთხვევაში, აბიტურიენტი არ დაიშვება კონკურსის შემდგომ ეტაპზე.

18.  კონკურსის  მიმდინარეობის  პროცესში აბიტურიენტი  უზრუნველყოფილი  იქნება საჭირო რეკვიზიტით, აუდიო-ვიზუალური ტექნიკით, მუსიკალური ინსტრუმენტებით და ა.შ.

19.  აბიტურიენტი ვალდებულია კონკურსზე გამოცხადდეს ნახევარი საათით ადრე და თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე  რეგისტრაციის  დამადასტურებელი  ფურცელი (ამონაბეჭდი).

20.  კონკურსის  მიმდინარეობის  პროცესში აბიტურიენტს  უფლება  აქვს  თან იქონიოს წყალი და პირადი ჰიგიენის საგნები;

21.  კონკურსის მიმდინარეობის პროცესში აბიტურიენტს ეკრძალება:

  • მობილური ტელეფონის ან სხვა ელექტროაპარატურის შეტანა;
  • დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების,  ფურცლების და სხვადასხვა სახის  ჩანაწერების გამოყენება;
  • გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმით, სხვა   აბიტურიენტისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;
  • საგამოცდო პროცესის თვითნებურად დატოვება.

 

22.  მე-20 პუნქტში მითითებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში,  აბიტურიენტს მიეცემა გაფრთხილება. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში აბიტურიენტი მოიხსნება კონკურსიდან. გაფრთხილების გარეშე აბიტურიენტის კონკურსიდან მოხსნა შესაძლებელია საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევის, საგამოცდო პროცესში მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში.

23.  აბიტურიენტთა შეფასების წესი შემოქმედებით ტურებზე:

  • უნივერსიტეტის დრამისა და   კინო-ტელე  ფაკულტეტებზე, შემოქმედებით ტურებზე და გამოცდებზე (კონკურსზე) აბიტურიენტთა ცოდნისა და მონაცემების შეფასება ხდება 100   ქულიანი სისტემით. კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო მინიმალური შეფასება არის 31 ქულა, შესაბამისად, 30 ქულა ნიშნავს არადამაკმაყოფილებელ შეფასებას (ჩაჭრა).
  • პროგრამულ   კონცენტრაციაზე   - ,,მსახიობი -  დრამისა და  კინოს მსახიობი“ I და II შესარჩევი ტურების წარმატებით გავლის შედეგად აბიტურიენტი გადავა შემდეგ ეტაპზე (გამოცდა). შეფასების 100 ქულიანი სისტემა მოქმედებს მხოლოდ გამოცდაზე, სწორედ ეს იქნება აბიტურიენტის საბოლოო შეფასება.
  • პროგრამულ კონცენტრაციაზე  - ,, ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდისდირიჟორი“ I შესარჩევი ტურების წარმატებით გავლის შედეგად, აბიტურიენტი გადავა  შემდეგ  ეტაპზე  (გამოცდა). შეფასების 100  ქულიანი სისტემა მოქმედებს მხოლოდ გამოცდაზე, სწორედ ეს  იქნება აბიტურიენტის საბოლოო შეფასება.
  • პროგრამულ კონცენტრაციებზე ,,აუდიოვიზუალური რეჟისურა: ტელე რეჟისურა და  ხმის რეჟისურა“ კონკურსი  ორ ეტაპად ტარდება.

     კონკურსის ორივე ეტაპზე, აბიტურიენტი ცალ-ცალკე ფასდება 100 ქულიანი სისტემით ორ დამოუკიდებელ უწყისში, ხოლო საბოლოო შეფასება  მიიღება საშუალო არითმეტიკულის პრინციპით.

     პრაქტიკულისა და გასაუბრების ან წერისა და გასაუბრების ორი დამოუკიდებელი ნიშანი იკრიბება  და  იყოფა  ორზე,  რის შედეგადაც იწერება ერთი საერთო, საბოლოო ქულა. თუ ქულა არ განისაზღვრა მთელი რიცხვით, მაშინ ის  მეტობით, აბიტურიენტის სასარგებლოდ დამრგვალდება. მაგალითად: თუ კონკურსის ერთ ეტაპზე აბიტურიენტმა 75  ქულიანი შეფასება მიიღო, ხოლო მეორე ეტაპზე 60,  მისი საბოლოო ქულა  შემდეგნაირად გამოითვლება  (75 +  60) : 2 =  135 : 2.  მიღებული 67,5 ქულა აბიტურიენტის სასარგებლოდ მეტობით დამრგვალდება და მიიღება 68 ქულა. სწორედ ეს იქნება აბიტურიენტის საბოლოო შეფასება.

უნივერსიტეტი უზრუნველყოფს კონკურსის შედეგების განთავსებას უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე www.tafu.edu.ge ყოველი ტურის ან გამოცდის დასრულებიდან 8 საათის განმავლობაში.

25.  უნივერსიტეტში მისაღები შემოქმედებითი კონკურსის მიმდინარეობა გადაღებული იქნება ვიდეოკამერით. ვიდეომასალა შეინახება უნივერსიტეტის   არქივში და შეიძლება გამოყენებულ იქნას სააპელაციო კომისიის მიერ. აღნიშნული ვიდეომასალა წარმოადგენს უნივერსიტეტის დაცულ ინფორმაციას და აბიტურიენტებზე არ გაიცემა.

26.  რექტორის ბრძანებით, კონკურსის პერიოდში უნივერსიტეტში იმუშავებს სააპელაციო კომისია.

  • აბიტურიენტი უფლებამოსილია შეიტანოს სააპელაციო განცხადება სააპელაციო კომისიის სახელზე შემოქმედებითი კონკურსის შედეგების გამოცხადებიდან 18 საათის განმავლობაში.
  • სააპელაციო კომისია განიხილავს აპელანტის განცხადებას და საჭიროების შემთხვევაში ნახულობს ტურის/გამოცდის ვიდეოჩანაწერს.
  • სააპელაციო განხილვას ესწრება მხოლოდ აბიტურიენტი.
  • სააპელაციო კომისია უფლებამოსილია აბიტურიენტს ნება დართოს ხელმეორედ გაიაროს შესაბამისი საკონკურსო ეტაპი.
  • სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება წერილობით.
  • სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილება საბოლოოა.
  • აბიტურიენტის აპელაციის განხილვის საფასურია 40 (ორმოცი) ლარი.

თანხის შეტანა ხდება უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშზე

      საიდენტიფიკაციო კოდი: 203851028 ბანკი: სახელმწიფო ხაზინა

      ბანკის კოდი: TRESGE22

      სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები (აპელაცია): 7 0888 7519

 

გადახდის  დანიშნულებაში უნდა  ჩაიწეროს  აბიტურიენტის გვარი,  სახელი,  11 ნიშნა პირადი ნომერი (უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა პირადი ნომრის არ არსებობის შემთხვევაში უნდა მიუთითონ პასპორტის ნომერი).

 

27.  მიმღები კომისიის წევრი ან დამკვირვებელი არ დაიშვება შემოქმედებით ტურებზე,     თუ:

  • ნებისმიერი  სახით,  პირდაპირ  და   უშუალოდ  არის  დაინტერესებული უნივერსიტეტში ჩასატარებელი კონკურსის შედეგებით.
  •  პირი, რომლის ნათესავი   მონაწილეობს კონკურსში (ნათესავად ითვლება

     ზოგადი   ადმინისტრაციული  კოდექსის  92-ე   მუხლით   განსაზღვრული პირი).

  •  დამკვირვებელს ეკრძალება კონკურსის პროცესში რაიმე ფორმით ჩარევა.

 

28. უნივერსიტეტის მიერ კონკურსის შედეგები მიეწოდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს,  ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე 5 დღით ადრე.

29. ჩარიცხული აბიტურიენტი ვალდებულია ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებით გათვალისწინებულ ვადაში გამოცხადდეს უნივერსიტეტში, გაიაროს რეგისტრაცია და გააფორმოს ხელშეკრულება, რისთვისაც უნდა წარმოადგინოს:

  •  სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი
  • 4  ფოტოსურათი - (3 X 4)   და ბიომეტრული ფოტოსურათი (CD)
  • პირადობის მოწმობის ასლი (რომელიც შედარდება დედანს)

          ვაჟებმა - სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი.

^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
1479152
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2019-09-20
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია