ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი

ბაკალავრიატის აკადემიურ საფეხურზე ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე ჩასაბარებელი შემოქმედებითი ტურის საკონკურსო  წესები და მოთხოვნები

2020–2021 სასწავლო წელი

კინო-ტელე ფაკულტეტი აცხადებს მიღებას საშემსრულებლო-შემოქმედებითი ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის შემდეგ პროგრამულ კონცენტრაციებზე:

 

მხატვრული  კინოს   რეჟისურა - 7 ადგილი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია - აუდიო-ვიზუალური  ხელოვნების ბაკალავრი.

 

დოკუმენტური  კინოს   რეჟისურა - 7 ადგილი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია - აუდიო-ვიზუალური  ხელოვნების ბაკალავრი.

 

ანიმაციური  კინოს   რეჟისურა - 6 ადგილი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია - აუდიო-ვიზუალური  ხელოვნების ბაკალავრი.

 

კინო-ტელე ოპერატორი - 14 ადგილი        

მისანიჭებელი კვალიფიკაცია - აუდიო-ვიზუალური  ხელოვნების ბაკალავრი.      

  

შემოქმედებითი ტური მხატვრული კინოს რეჟისურის პროგრამულ კონცენტრაციაზე

 

აბიტურიენტთა შესარჩევი კონკურსი  (შემოქმედებითი ტური) ტარდება ორ ეტაპად:

 

I ტური - წერითი გამოცდა და II ტური - გასაუბრება.

აბიტურიენტმა, შემოქმედებითი ტურების დაწყებამდე  უნდა  წარმოადგინოს ნამუშევარი, რომელიც მისი მხატვრული აზროვნების უნარს წარმოაჩენს. ეს შეიძლება იყოს მოთხრობა, კინონოველა, სცენარი, ლიტერატურული ჩანახატი,  ფოტო, ვიდეო ნამუშევარი, შემოქმედებითი იდეა და სხვა აქტივობები, რომლებშიც გამომჟღავნდება აბიტურიენტის შემოქმედებითი უნარი.

I  ტური - წერითი გამოცდა - სამი შეთავაზებული თემიდან აბიტურიენტი ირჩევს მისთვის საინტერესო თემას,  რომელშიც ცხოვრებისეული დაკვირვების შედეგად გამოჩნდება მისი შემოქმედებითი წარმოსახვის და ფანტაზიის უნარი.

აბიტურიენტს წერითი გამოცდისათვის ეძლევა 4 ასტრონომიული საათი.

II ტური - გასაუბრება -  მეორე ტურზე  აბიტურიენტი  წარმოაჩენს: ზოგად ინტელექტუალურ და განათლების დონეს კინოსა და ლიტერატურაში, აგრეთვე მათ  მომიჯნავე ხელოვნების დარგებში (სახვითი ხელოვნება, მუსიკა, თეატრი, ფოტოხელოვნება) გამოავლენს ანალიზის, დაკვირვების, შემოქმედებითი წარმოსახვის, ფანტაზიის, ასოციაციური აზროვნების უნარს, ინტერესების სფეროს, მოტივაციას. აბიტურიენტს მიეცემა პრაქტიკული დავალებები (ეტიუდები) ამ უნარების გამოსავლენად; აბიტურიენტმა უნდა შეძლოს ეტიუდის მოფიქრება ან ამბის შეთხზვა შეთავაზებულ თემაზე.

შემოქმედებითი ტურები ტარდება სხვა აბიტურიენტების თანდასწრებით.

  

შემოქმედებითი ტური დოკუმენტური კინოს რეჟისურის პროგრამულ კონცენტრაციაზე

 აბიტურიენტთა შესარჩევი კონკურსი (შემოქმედებითი ტური) ტარდება ორ ეტაპად:

 

I  ტური - წერითი გამოცდა და II  ტური - გასაუბრება.

აბიტურიენტმა, შემოქმედებითი ტურების დაწყებამდე  უნდა  წარმოადგინოს ნამუშევარი, რომელიც წარმოაჩენს მისი მხატვრული აზროვნების და ცხოვრებაზე დაკვირვების უნარს:  ფოტო რეპორტაჟი (10-12 ფოტოს საშუალებით მოთხრობილი ამბავი-მოვლენა ან დაკვირვება) და სხვა. აბიტურიენტის აზრით მისი საუკეთესო ნამუშევრის ნიმუში (მოთხრობა, კინონოველა, სცენარი, ლიტერატურული ჩანახატი, ფოტო, ვიდეო ნამუშევარი, შემოქმედებითი იდეა, ნახატი და სხვ.).

I ტური  -  წერითი გამოცდა - სამი შეთავაზებული თემიდან აბიტურიენტი ირჩევს მისთვის საინტერესო თემას, რომელშიც ცხოვრებისეული დაკვირვების შედეგად გამოჩნდება მისი შემოქმედებითი წარმოსახვის და ფანტაზიის უნარი.

აბიტურიენტს წერითი გამოცდისათვის ეძლევა 4 ასტრონომიული საათი.

II  ტური - გასაუბრება - გასაუბრებაზე  აბიტურიენტი  წარმოაჩენს: ზოგად ინტელექტუალურ და განათლების დონეს კინოსა და ლიტერატურაში, აგრეთვე მათ მომიჯნავე ხელოვნების დარგებში (სახვითი ხელოვნება, მუსიკა, თეატრი, ფოტოხელოვნება) გამოავლენს  დაკვირვების, ანალიზის, შემოქმედებითი წარმოსახვის, ფანტაზიის, ასოციაციური აზროვნების უნარს, ინტერესების სფეროს, მოტივაციას. აბიტურიენტს მიეცემა პრაქტიკული დავალებები ამ უნარების გამოსავლენად; აბიტურიენტმა უნდა შეძლოს ეტიუდის მოფიქრება ან ამბის შეთხზვა შეთავაზებულ თემაზე.

  

შემოქმედებითი ტური ანიმაციური კინოს რეჟისურის პროგრამულ კონცენტრაციაზე

 

ანიმაციური კინოს რეჟისურის პროგრამულ კონცენტრაციაზე აბიტურიენტის შესარჩევი კონკურსი  (შემოქმედებითი ტური) ტარდება ორ ეტაპად:

I ტური - წერითი გამოცდა და  II ტური - გასაუბრება.

აბიტურიენტმა, შემოქმედებითი ტურების დაწყებამდე უნდა  წარმოადგინოს მოკლე  ავტობიოგრაფია თანდართული მოტივაციით, თუ რატომ ირჩევს ამ პროფესიას; ნამუშევარი, რომელიც წარმოაჩენს მისი მხატვრული აზროვნების უნარს. ეს შეიძლება იყოს  მოთხრობა, სცენარი, ნებისმიერი ჟანრის გრაფიკული,  ფერწერული ან პლასტიკური ნამუშევარი, ანიმაციაში შექმნილი პატარა ნამუშევარი, ლიტერატურული ჩანახატი, შემოქმედებითი იდეები, ფოტოები და სხვა.

I ტური - წერითი გამოცდა - სამი შეთავაზებული თემიდან აბიტურიენტი ირჩევს მისთვის საინტერესო თემას, ამბავს, რომელშიც ცხოვრებისეული დაკვირვების შედეგად დაგროვილი მასალის საფუძველზე გამოჩნდება მისი შემოქმედებითი წარმოსახვის და ფანტაზიის უნარი. აბიტურიენტს წერითი გამოცდისათვის ეძლევა 4 ასტრონომიული საათი.

II ტური - გასაუბრება - აბიტურიენტი წარმოაჩენს: ზოგად ინტელექტუალურ და განათლების დონეს კინოსა და ლიტერატურაში, ინტერესთა სფეროს, ანალიზისა და შემოქმედებითი ფანტაზიის უნარს, მოტივაციას. აბიტურიენტს მიეცემა პრაქტიკული დავალებები დაკვირვების, შემოქმედებითი წარმოსახვისა და ასოციაციური აზროვნების უნარების გამოსამჟღავნებლად; აბიტურიენტმა უნდა შეძლოს სიუჟეტის მოფიქრება ან ამბის შეთხზვა შეთავაზებულ თემაზე (სიტუაციის წარმოდგენა-აღწერა; შეთავაზებული თემის, ფერწერული ტილოს ან ფოტოს მიხედვით ამბის აგება (სავარაუდო ხმოვანების წარმოსახვით), მოვლენის განვითარების აღწერა და გადმოცემა).

შემოქმედებითი ტურები ტარდება სხვა აბიტურიენტების თანდასწრებით.

 

შემოქმედებითი ტური კინო-ტელე ოპერატორის პროგრამულ კონცენტრაციაზე

 

კინო-ტელე ოპერატორის პროგრამულ კონცენტრაციაზე აბიტურიენტის შესარჩევი კონკურსი (შემოქმედებითი ტური) ტარდება ორ ეტაპად:

I ტური - პრაქტიკული დავალების შესრულება და II ტური - გასაუბრება.

აბიტურიენტმა, შემოქმედებითი ტურების დაწყებამდე  უნდა წარმოადგინოს თავისი გადაღებული 10 ფოტოსურათი კომპაქტ დისკზე (CD) ჩაწერილი (ნატურმორტი, პორტრეტი, პეიზაჟი).

I ტური  - პრაქტიკული დავალება (სასურველია შესრულდეს საკუთარი აპარატურით). რეპორტაჟის გადაღება კომისიის მიერ მითითებული ადგილიდან 10 ფოტო. 5 ფერადი ფოტოპორტრეტი პავილიონში ერთი სინათლის წყაროს გამოყენებით შავ ფონზე. ფოტონამუშევრები წარმოდგენილი უნდა იყოს დამუშავების გარეშე კომპაქტ დისკზე (CD) Jepg ფორმატში ჩაწერილი;

II ტური - გასაუბრება - აბიტურიენტს ევალება საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაცია - დაცვა. აბიტურიენტმა უნდა  იცოდეს: გეომეტრიული ოპტიკისა და სინათლის გავრცელების კანონები (სასკოლო პროგრამის ფარგლებში). აბიტურიენტი წარმოაჩენს ზოგად ინტელექტუალურ და განათლების დონეს კინოხელოვნებისა და სახვითი ხელოვნების ისტორიაში.

შემოქმედებითი ტურები ტარდება სხვა აბიტურიენტების თანდასწრებით.

^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
1580918
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2020-02-23
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია