ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბაკალავრიატის აკადემიურ საფეხურზე ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე ჩასაბარებელი შემოქმედებითი ტურის საკონკურსო წესები და მოთხოვნები

 

2019–2020 სასწავლო წელი

 

დრამის ფაკულტეტი აცხადებს მიღებას საშემსრულებლო- შემოქმედებითი ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის შემდეგ პროგრამულ კონცენტრაციებზე:

 

მსახიობი - დრამისა და კინოს მსახიობი - 23 ადგილი;

მისანიჭებელი კვალიფიკაცია - თეატრალური ხელოვნების ბაკალავრი.

ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორი - 12 ადგილი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია - სამუსიკო ხელოვნების ბაკალავრი

 

შემოქმედებითი ტური დრამისა და კინოს მსახიობის პროგრამულ კონცენტრაციაზე

დრამისა და კინოს მსახიობის მსახიობის პროგრამულ კონცენტრაციაზე აბიტურიენტის შესარჩევი კონკურსი (შემოქმედებითი ტური) ტარდება სამ ეტაპად: I შესარჩევი ტური, II შესარჩევი ტური და გამოცდა.

I ტური - პირველ შესარჩევ ტურზე მოწმდება აბიტურიენტის სასწავლო პროგრამის ასათვისებლად აუცილებელი ფიზიკური კონდიციები, მეტყველება, მუსიკალური სმენა, რიტმის შეგრძნება, პლასტიკა; შესარჩევი ტურისათვის აბიტურიენტმა უნდა მოამზადოს სიმღერა და საცეკვაო ნომერი. რაც შეეხება ვერბალურ ნაწილს, ის მიეცემა აბიტურიენტს ტურის მიმდინარეობის დროს - ეს შეიძლება იყოს აბიტურიენტის მონათხრობი, ბიოგრაფია, ნაწყვეტი უცნობი ტექსტიდან, ენის გასატეხი.

მეორე ტურზე დაშვებული აბიტურიენტები აირჩევენ რამდენიმე ბილეთიდან ერთ ბილეთს, რომელშიც მითითებული იქნება 7 პროზაიკოსი და 7 პოეტი. აქედან აბიტურიენტი აირჩევს მისთვის სასურველი თითო ავტორის (ერთი პროზაიკოსის და ერთი პოეტის) ნებისმიერ ნაწარმოებს.

შუალედი I - სა და II ტურებს შორის უნდა იყოს მინიმუმ 10 დღე .

II ტური - მეორე შესარჩევ ტურზე აბიტურიენტი კვლავ წარმოადგენს სიმღერას, საცეკვაო ნომერს (მას აქვს უფლება გაიმეოროს, ნაწილობრივ ან მთლიანად შეცვალოს პირველ ტურზე წარმოდგენილი პროგრამა). რაც შეეხება ვერბალურ ნაწილს, აბიტურიენტმა უნდა წაიკითხოს ბილეთში მითითებული 7 პროზაიკოსიდან ერთ ერთის ნაწარმოები, ან ნაწყვეტი ნაწარმოებიდან (ხანგრძლივობა 5-7 წუთი). ასევე ბილეთში მითითებული 7 პოეტიდან ერთ-ერთის პოეტური ნაწარმოები ან ნაწყვეტი ნაწარმოებიდან. ამასთან, იგივე პროგრამა მან უნდა შეასრულოს საგამოცდო კომისიის მიერ მიცემული სხვადასხვა ამოცანით.

გამოცდაზე დაშვებულ აბიტურიენტს დაევალება წაიკითხოს ტექსტი რომელიმე პიესიდან, მოთხრობიდან, რომანიდან თუ სხვა პროზაული ნაწარმოებიდან პირველ პირში. ჟანრი განისაზღვრება II ტურის დამთავრებისთანავე და ეცნობება აბიტურიენტებს.

ინტერვალი II ტურსა და გამოცდას შორის უნდა იყოს მინიმუმ 5 დღე.

 

გ ა მ ო ც დ ა - გამოცდაზე გასული აბიტურიენტისათვის მოთხოვნები კიდევ უფრო რთულდება. აბიტურიენტმა უნდა შეასრულოს სიმღერა, საცეკვაო ნომერი (მას აქვს უფლება გაიმეოროს, ნაწილობრივ ან მთლიანად შეცვალოს შესარჩევ ტურებზე წარმოდგენილი პროგრამა). აბიტურიენტმა გამოცდაზე უნდა წაიკითხოს II ტურზე წაკითხული მასალა და მის მიერ არჩეული საგამოცდო ტექსტი. ყველა აბიტურიენტს წასაკითხად მიეცემა უცნობი ტექსტიც.

პროგრამა უნდა შესრულდეს საკონკურსო კომისიის მიერ მიცემული სხვადასხვა ამოცანით. ამას გარდა, აბიტურიენტს შესასრულებლად ეძლევა რამდენიმე ეტიუდი სხვადასხვა თემაზე, რომლითაც შემოწმდება მისი შემოქმედებითი წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარი, ემოციურობა და სამსახიობო მონაცემები. შემოწმდება აბიტურიენტის ზოგადი ცოდნა ქართული და მსოფლიო თეატრის ისტორიაში, ლიტერატურასა და ხელოვნებაში. გასაუბრება თეორიულ ნაწილში მოხდება სასკოლო პროგრამაში არსებულ მასალაზე დაყრდნობით.

აბიტურიენტების სასურველი ასაკია: გოგონები 23 წლამდე, ვაჟები 25 წლამდე.

 

შემოქმედებითი ტური ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორის პროგრამულ კონცენტრაციაზე

ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორის პროგრამულ კონცენტრაციაზე აბიტურიენტის შესარჩევი კონკურსი (შემოქმედებითი ტური) ტარდება ორ ეტაპად: I შესარჩევი ტური და გამოცდა.

I ტური - პირველ შესარჩევ ტურზე მოწმდება აბიტურიენტის მუსიკალური მონაცემები: სმენა, ხმა, ინტონირება; აქვს თუ არა გამართული სასიმღერო აპარატი. აბიტურიენტმა უნდა შეძლოს გაიმეოროს შეთავაზებული მელოდია. გამოიცნოს ინტერვალები, გამოამჟღავნოს მუსიკის ელემენტარული თეორიის ცოდნა. მას უნდა ჰქონდეს ლოტბარ-რეგენტის პროფესიის დასაუფლებლად აუცილებელი უნარები.

გ ა მ ო ც დ ა - გამოცდაზე გასული აბიტურიენტისათვის მოთხოვნები რთულდება. აბიტუირენტმა უნდა შეასრულოს ჩამონათვალში მითითებული, კომისიის მიერ შერჩეული სიმღერა და საგალობელი ხმათა მონაცვლეობით. შემოწმდება აბიტურიენტის ზოგადი ცოდნა და ინტერესები, როგორც ხალხური სიმღერის, ასევე საეკლესიო გალობის რაობის შესახებ; სასურველია აბიტურიენტი ფლობდეს რომელიმე ინსტრუმენტს (ფორტეპიანო, ქართული ხალხური საკრავები).

 

ქრისტე აღდგა (სვანური)

ასე ჩონგური (მეგრული)

გოგოვ შავთვალა (ქართლური)

ვარდსა ჰკითხეს (გურული)

ლაჟღვაში (სვანური)

ბაღია ჩვენი ქვეყანა (გურული)

მოვედით თაყუანის-ვსცეთ (გელათის სკოლა)

მეგრული ალილო

კახური ნანა

ოკრიბული/იმერული მგზავრული

 

გისურვებთ წარმატებას!!!

^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
1431802
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2019-07-22
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია