ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

ბრძანება N 194/2

2021 წლის 27 ოქტომბერი ქ. თბილისი

 

საუნივერსიტეტო საარჩევნო  კომისიის შექმნის შესახებ

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის № 05/91 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-20 მუხლის 1-ლი ნაწილის „ე” ქვეპუნქტისა და სსიპ - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი უნივერსიტეტის მართვის ორგანოების არჩევისა და დანიშვნის წესის შესახებ დებულების მე-2 საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. უნივერსიტეტში არჩევნების ჩატარების მიზნით შეიქმნას ხუთ კაციანი საარჩევნო კომისია 2 წლის ვადით, შემდეგი შემადგენლობით:

1.1 სანდრო სახვაძე     - უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი

1.2. გიორგი კლაინი      - უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი

1.3. ანდრო ენუქიძე      - დრამის ფაკულტეტის - ასოცირებული პროფესორი, დეკანი

1.4. ოთარ ლითანიშვილი  - კინო-ტელე ფაკულტეტის - ასოცირებული პროფესორი, დეკანი

1.5. ანანო სამსონაძე  - სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.  

2. საარჩევნო კომისიას დაევალოს 2021 წელს გამოცხადებული სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანის არჩევნებისა და აკადემიური საბჭოს წევრების არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფა.

3. საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება განისაზღვროს უნივერსიტეტში მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობით.

4. არჩევნების პროცედურასთან დაკავშირებულ დამატებით საკითხებს განსაზღვრავს საარჩევნო კომისია.

5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს უნივერსიტეტში არჩევნების ჩატარების მიზნით შექმნილი კომისიები.

7.  კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს კადრების და კანცელარიის სამსახურს.

8. ბრძანების შესაბამისად გამოქვეყნება დაევალოს კადრებისა და კანცელარიის სამსახურს.

9. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისი გაცნობიდან 1 თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი # 64.

 

გიორგი შალუტაშვილი

რ ე ქ ტ ო რ ი

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2041725
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2021-12-07
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია