- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
ბრძანება N 193/2
2021 წლის 27 ოქტემბერი ქ. თბილისი
აკადემიური საბჭოს არჩევნების გამოცხადების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, 22-ე მუხლის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის № 05/91 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-12 მუხლის, მე-20 მუხლის 1-ლი ნაწილის „ე” ქვეპუნქტისა და სსიპ - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი უნივერსიტეტის მართვის ორგანოების არჩევისა და დანიშვნის წესის შესახებ დებულების პირველი, მე-2 და მე-9 მუხლების საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. გამოცხადდეს სსიპ - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს არჩევნები. კანდიდატთა რეგისტრაციის ვადა განისაზღვროს 2021 წლის 8 ნოემბრიდან 2021 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით. უნივერსიტეტის წესდებით განსაზღვრული წესის დაცვით არჩეულ იქნას აკადემიური საბჭოს 8 წევრი:
1.1. დრამის ფაკულტეტი 3 წევრი
1.2. კინო-ტელე ფაკულტეტი 2 წევრი
1.3. სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი 3 წევრი
2. კენჭისყრა ჩატარდეს 24 ნოემბერს, უნივერსიტეტის I კორპუსში, მისამართზე: რუსთაველის გამზ. N 19.
3. კონკურსის შედეგები გამოქვეყნდეს არა უგვიანეს 24 ნოემბრისა.
4. აკადემიური საბჭოს არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიას.
5. აკადემიური საბჭოს ახლადარჩეული შემადგენლობის უფლებამოსილება წარმოეშვას 2021 წლის 25 ნოემბრიდან, პირველი შეკრებისთანავე. აკადემიური საბჭოს შემადგენლობის განახლებას ექვემდებარება ერთი მესამედით მათი არჩევიდან ორი წლის გასვლის შემდეგ. განახლება წარმოებს აკადემიური საბჭოს არჩევნების დადგენილი წესით და ეხება ფაკულტეტიდან თითო წევრს, კენჭისყრის შედეგად აირჩევა ახალი წევრი და განისაზღვრება, რომელ წევრს უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება.
6. განცხადებების მიღება იწარმოებს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამის ფაუკტეტებზე მისამართებზე:
I კორპუსი, რუსთაველის გამზ. 19 (დრამის ფაკულტეტი)
II კორპუსი, დავით აღმაშენებლის გამზირი, № 40, (კინო-ტელე ფაკულტეტი; სახელოვნებო, მეცნიერების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი)
7. უნივერსიტეტში მოქმედ კანონმდებლობის შესაბამისად არჩევნების პროცედურასთან დაკავშირებულ დამატებით საკითხებს განსაზღვრავს საარჩევნო კომისია.
8. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს კადრების და კანცელარიის სამსახურს.
9. ბრძანების გამოქვეყნება დაევალოს კადრებისა და კანცელარიის სამსახურს.
10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისი გაცნობიდან 1 თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი # 64.
გიორგი შალუტაშვილი
რ ე ქ ტ ო რ ი
უკან