ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

ბრძანება N 183/2

2021 წლის 08 ოქტომბერი ქ. თბილისი

სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

მიბმული ფაილები:
დანართი 1

საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს შრომის კოდექსი მე-2 მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის № 05/91 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-20 მუხლის, წარმომადგენლობით საბჭოზე 07.09.2017 წ. № 15 დამტკიცებული საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დებულების და დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში სამეცნიერო თანამდებობის დაკავების წესის დანართი 1-ის საფუძველზე

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცხადდეს კონკურსი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო თანამდებობისდასაკავებლად:

 

ლიტერატურული ნაწარმოების ინსცენირებისა და ეკრანიზაციის კვლევა

 

1.1. უფროსი  მეცნიერი თანამშრომელი               1 ს. ე.

 

2. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის არჩევნების გამოცხადების კომისიის პასუხისმგებელ მდივნად დაინიშნოს კადრების და კანცელარიის სამსახურის მთავარი სპეციალისტი თამარ ბასიაშვილი.

3. კონკურსი გამოცხადდეს 2021 წლის 12 ოქტომბრიდან.

4. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2021 წლის 15 ნოემბრიდან  და გაგრძელდეს 2021 წლის  25 ნოემბრის ჩათვლით.

5. კონკურსის შედეგები გამოქვეყნდეს საბუთების მიღების დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.

6. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ უნივერსიტეტის web.გვერდი:   http://tafu.edu.ge/ და http://jobs.ge/

7.  კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს კადრების და კანცელარიის სამსახურს.

8. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი გაცნობიდან 1 თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. # 64.

 

                                         საფუძველი: 2021 წლის 07 ოქტომბრის აკადემიური საბჭოს სხდომის

                                                                # 14 დადგენილება.

                                                                                  

 

გიორგი შალუტაშვილი                                                              

რ ე ქ ტ ო რ ი

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2558840
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2023-12-07
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია