ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის საბჭოს (30.09. 2021, №2) დადგენილებით ცხადდება ფაკულტეტის დეკანის არჩევნები.

დეკანი აირჩევა ფაკულტეტის საბჭოს მიერ, ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით.

დეკანის თანამდებობის კანდიდატად რეგისტრაციის მსურველმა უნდა წარმოადგინოს განცხადება რექტორის სახელზე, ბიოგრაფია (CV) შესაბამისი დოკუმენტაციით (პირადობის მოწმობისა და აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლები, სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებელში მუშაობის დამადასტურებელი ცნობა) და ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია.

 

კანდიდატი უნდა ფლობდეს:

- სახელმწიფო (ქართულ) ენას;

- უცხო ენას B2 დონეზე;

- კომპიუტერულ პროგრამებს, ინტერნეტისა და ელექტრონული ფოსტის აპლიკაციებს;

უნდა ერკვეოდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტებსა და ძირითად დებულებებში.

 

კანდიდატს უნდა გააჩნდეს:

- სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებლში მუშაობის გამოცდილება, სწავლება-კვლევისა და ადმინისტრაციული მიმართულებებით;

- კომუნიკაციის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, დროის მართვის, შეზღუდულ დროსა და პარალელურ რეჟიმში რამდენიმე ამოცანაზე მუშაობის კარგად განვითარებული უნარები.

 

კონკურსი გამოცხადდეს 2021 წლის 30 სექტემბრიდან.

საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2021 წლის 31 ოქტომბრიდან 2021 წლის 9 ნოემბრის ჩათვლით.

 

კენჭისყრის ჩატარების თარიღად დადგინდეს 10 ნოემბერი.

არჩევნების შედეგები გამოქვეყნდეს არა უგვიანეს 11 ნოემბრისა.

 

საბუთების მიღება იწარმოებს მისამართზე:

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის

II კორპუსი, დავით აღმაშენებლის გამზირი, №40,

მეორე სართული, ოთახი № 222, 14 საათიდან 17 საათამდე.

საკონტაქტო ტელეფონი - 299 9411 (შიდა 223).

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2014187
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2021-10-19
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია