ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

პირველკურსელთა საყურადღებოდ!

 

გილოცავთ სტუდენტობას და გისურვებთ წარმატებებს!

 

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტების რეგისტრაცია შესაძლებელია 2021 წლის 13 სექტემბრიდან 17 სექტემბრის ჩათვლით, შემდეგ მისამართებზე:

 

დრამის ფაკულტეტი

 

პროგრამული კონცენტრაციები:

  • დრამისა და კინოს მსახიობი
  • ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორი

 

შოთა რუსთაველის გამზირი №19, III სართული (დრამის ფაკულტეტის დეკანატი), ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე.

 

კინო-ტელე ფაკულტეტი

პროგრამული კონცენტრაციები:

  • ტელერეჟისურა
  • ხმის რეჟისურა

დავით აღმაშენებლის გამზირი №40, III სართული, ოთახი 305-306, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე.

 

სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი 

საბაკალავრო პროგრამები:

  • ხელოვნების ისტორია და თეორია (თეატრმცოდნეობა, კინომცდონეობა, ხელოვნებათმცოდნეობა)
  • მასობრივი კომუნიკაცია (ტელე-რადიო ჟურნალისტიკა)
  • კულტურული ტურიზმი

დავით აღმაშენებლის გამზირი №40, II სართული, ოთახი 222, 204, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე.  

რეგისტრაციისთვის საჭირო საბუთების ჩამონათვალი: 

  1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი (1 ეგზემპლარი);
  2. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის ორიგინალი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
  3. 4 ფოტოსურათი ზომით 3x4 და ელ.ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD);
  4. ვაჟებისთვის: სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამხედრო ბილეთი ან/და მიწერის მოწმობა);
  5. სწავლის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

 

უნივერსიტეტში ხელშეკრულების თანახმად, სწავლის წლიური საფასურის - 2250 ლარის გადახდა შესაძლებელია ოთხ ეტაპად.

რეგისტრაციისათვის მინიმალური გადასახადი - 562,5 ლარი.

 

100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი - 0 ლარი

70%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი - მინიმალური 168,5 ლარი

50%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი - მინიმალური 281,25 ლარი

 

ანგარიში:

სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი

საიდენტიფიკაციო კოდი: 203851028

ბანკი : სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი: TRESGE22

სწავლის საფასურის ანგარიში: 708887289

 

სასწავლო პროცესი დაიწყება 2021 წლის 20 სექტემბერს.

 

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2500862
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2023-09-21
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია