ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს

2022-2023  სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის

მობილობას

 

გარე მობილობა

 

სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობის წესით გადმოსვლის მსურველი უნდა დარეგისტრირდეს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე (students.emis.ge). სტუდენტთა რეგისტრაციის ვადაა 2022 წლის 22 აგვისტოდან - 7 სექტემბრის 18:00 სთ-მდე;

ყურადღება! 2022 წელს სიახლეა - დრამისა და კინო-ტელე ფაკულტეტებზე შიდასაუნივერსიტეტო შემოქმედებითი ტურები/კონკურსი  წინ უსწრებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე (students.emis.ge) რეგისტრაციის დასრულებას!

 

  • გარე მობილობა დრამისა და კინო-ტელე ფაკულტეტებზე

 

ვისაც სურვილი აქვს მობილობით გადმოვიდეს დრამისა და კინო-ტელე ფაკულტეტებზე მან უნდა გაიაროს შემოქმედებითი კონკურსი. 

შემოქმედებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე www.tafu.edu.ge, სადაც განთავსდება მობილობის მსურველ სტუდენტთა შემოქმედებით კონკურსზე რეგისტრაციის პორტალი.

პორტალზე რეგისტრაცია  დაიწყება 22 აგვისტოს 12:00 საათიდან და დასრულდება 28 აგვისტოს 18:00 საათზე !!!

  • მობილობის მსურველ სტუდენტთა შემოქმედებით კონკურსზე რეგისტრაციის პორტალზე რეგისტრაციისათვის სტუდენტმა უნდა გადაიხადოს შემოქმედებით ტურში მონაწილეობის საფასური 40 ლარი.

ü  თანხის შეტანა ხდება უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშზე:

საიდენტიფიკაციო კოდი: 203851028

ბანკი: სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი: TRESGE22

სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები (რეგისტრაცია): 708887519

ü  გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს სტუდენტის გვარი, სახელი, 11 ნიშნა პირადი ნომერი (უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა პირადი ნომრის არარსებობის შემთხვევაში უნდა მიუთითონ პასპორტის ნომერი);

ü  თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში რეგისტრაცია არ განხორციელდება;

  • უნდა ატვირთოს ცნობა სტუდენტის  სტატუსის შესახებ ;
  • შემოქმედებით ტურებში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა    გაიარონ აღნიშნულ ვადებში -22 აგვისტოდან 28 აგვისტოს 18:00 საათამდე;

 

შემოქმედებითი ტურები/კონკურსი  ჩატარდება 29 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით.

 

შემოქმედებითი ტურების წარმატებით გავლის შემდეგ აუცილებელია სტუდენტის დარეგისტრირება   სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე (students.emis.ge).

 

2 სექტემბერს სრულად გამოქვეყნდება შემოქმედებითი ტურების/კონკურსის  შედეგები და გადაიგზავნება მართვის სისტემაში.

 

მართვის სისტემაში მობილობის შედეგების ნახვა (ინფორმაცია  გადმოსვლის უფლების მოპოვების შესახებ)  შესაძლებელი იქნება 9 სექტემბერს.  

9 სექტემბრიდან 11 სექტემბრის ჩათვლით, სტუდენტმა, რომელმაც მოიპოვა გადმოსვლის უფლება   უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე www.tafu.edu.ge  უნდა შეავსოს სასურველი საბაკალავრო პროგრამის ონლაინ განაცხადი და ატვირთოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია. (იხ. ქვემოთ).

უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე ონლაინ განაცხადის შევსების დროს  უნდა  ატვირთოთ შემდეგი  დოკუმენტები:

- პირადობის მოწმობა;

- სტუდენტის ცნობა სტატუსის შესახებ;

- ჩარიცხვის ბრძანება;

- სასწავლო ბარათი: სტუდენტის მიერ გავლილი სასწავლო კურსები -შეფასებისა და კრედიტების მითითებით;

- ფოტო 3x4;  

- ატესტატის/დიპლომის დედანი  ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

- ვაჟებისთვის - მიწერის მოწმობა / ასლი.

 

 12-16 სექტემბრის ჩათვლით აღიარებული კრედიტების რაოდენობის თაობაზე სტუდენტის მიერ წერილობითი განცხადებით დადასტურება (თანხმობა/უარი).

 

  • გარე მობილობა  სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე

 

სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე გადმოსვლის მსურველთათვის შიდა გამოცდა არ ტარდება, საკმარისია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე (students.emis.ge) დარეგისტრირება 22 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო გადმოსვლის უფლების მოპოვების შემდეგ  9 სექტემბრიდან 11 სექტემბრის ჩათვლით, სტუდენტმა  უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე www.tafu.edu.ge  უნდა შეავსოს სასურველი საბაკალავრო პროგრამის ონლაინ განაცხადი და ატვირთოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია. (იხ. ქვემოთ).

უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე ონლაინ განაცხადის შევსების დროს  უნდა  ატვირთოთ სტუდენტის დოკუმენტები / პირადი საქმე:

- პირადობის მოწმობა;

- სტუდენტის ცნობა სტატუსის შესახებ;

- ჩარიცხვის ბრძანება;

- სასწავლო ბარათი: სტუდენტის მიერ გავლილი სასწავლო კურსები -შეფასებისა და კრედიტების მითითებით;

- ფოტო 3x4;  

- ატესტატი/დიპლომი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

- ვაჟებისთვის - მიწერის მოწმობა / ასლი.

  •  12-16 სექტემბრის ჩათვლით აღიარებული კრედიტების რაოდენობის თაობაზე სტუდენტის მიერ წერილობითი განცხადებით დადასტურება (თანხმობა/უარი).

 

  • გარე მობილობის ვაკანტური ადგილები

 

დრამის ფაკულტეტი

  • დრამისა და კინოს მსახიობი - 4 ადგილი
  • პანტომიმის თეატრის მსახიობი - 2 ადგილი
  • თეატრის რეჟისურა  - 2 ადგილი
  • ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორი - 3 ადგილი
  • ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფი - 5 ადგილი.

შენიშვნა: დრამის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის მსურველი სტუდენტი 22-28 აგვისტოს  უნდა დარეგისტრირდეს  უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე www.tafu.edu.ge  დაუნდა გაიაროს შემოქმედებითი კონკურსი! 

 

კინო-ტელე ფაკულტეტი

  • მხატვრული კინოს რეჟისურა - 3 ადგილი
  • ანიმაციური კინოს რეჟისურა -2 ადგილი
  • კინო-ტელე ოპერატორი -5 ადგილი

 

შენიშვნა: კინო-ტელე  ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის მსურველი სტუდენტი 22-28 აგვისტოს  უნდა დარეგისტრირდეს  უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე www.tafu.edu.ge  დაუნდა გაიაროს შემოქმედებითი კონკურსი!

 

სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი

  • ხელოვნების ისტორია და თეორიის (თეატრმცოდნეობა, კინომცოდნეობა ხელოვნებათმცოდნეობა) – 9  ადგილი
  • კულტურული ტურიზმი - 5 ადგილი
  • მასობრივი კომუნიკაცია (მულტიმედიური და კულტურის ჟურნალისტიკა) - 3 ადგილი


დაწვრილებით იხ. ბრძანება: გარე მობილობის შესახებ (დანართი 1)



  • შიდა მობილობა დრამის და  კინო-ტელე ფაკულტეტებზე

 

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის იმ სტუდენტებს,რომელთაც სურვილი აქვთ შიდა მობილობით გადავიდნენ დრამის ან კინო-ტელე ფაკულტეტზე, უნდა გაიარონ შემოქმედებითი კონკურსი.

შემოქმედებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე www.tafu.edu.ge, სადაც განთავსდება მობილობის მსურველ სტუდენტთა შემოქმედებით კონკურსზე რეგისტრაციის პორტალი.

პორტალზე რეგისტრაცია დაიწყება 22 აგვისტოს 12:00 საათზე და დასრულდება 28 აგვისტოს 18:00 საათზე !!!

  • მობილობის მსურველ სტუდენტთა შემოქმედებით კონკურსზე რეგისტრაციის პორტალზე რეგისტრაციისათვის სტუდენტმა უნდა გადაიხადოს შემოქმედებით ტურში მონაწილეობის საფასური 40 ლარი.

 

ü  თანხის შეტანა ხდება უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშზე:

საიდენტიფიკაციო კოდი: 203851028

ბანკი: სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი: TRESGE22

სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები (რეგისტრაცია): 708887519

ü  გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს სტუდენტის გვარი, სახელი, 11 ნიშნა პირადი ნომერი (უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა პირადი ნომრის არარსებობის შემთხვევაში უნდა მიუთითონ პასპორტის ნომერი);

ü  თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში რეგისტრაცია არ განხორციელდება;

  • უნდა ატვირთოს სტუდენტის ცნობა სტატუსის შესახებ;
  • შემოქმედებით ტურებში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა    გაიარონ აღნიშნულ ვადებში -22 აგვისტოდან 28 აგვისტოს 18:00 საათამდე;

 

შემოქმედებითი კონკურსი ჩატარდება 29 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით.

 

  • 12-16 სექტემბრის ჩათვლით - აღიარებული კრედიტების რაოდენობის თაობაზე სტუდენტის მიერ წერილობითი განცხადებით დადასტურება (თანხმობა/უარი).

 

  • შიდა მობილობა  სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე

 

სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე გადმოსვლის მსურველთათვის შიდა გამოცდა არ ტარდება, საკმარისია   9 სექტემბრიდან 11 სექტემბრისჩათვლით, სტუდენტმა  უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე www.tafu.edu.ge   შეავსოს სასურველი საბაკალავრო პროგრამის ონლაინ განაცხადი.

 

  • 12-16 სექტემბრის ჩათვლით - აღიარებული კრედიტების რაოდენობის თაობაზე სტუდენტის მიერ წერილობითი განცხადებით დადასტურება (თანხმობა/უარი).

 

შიდა მობილობის ვაკანტური ადგილები

მასობრივი კომუნიკაცია (მულტიმედიური და კულტურის ჟურნალისტიკა) – 4 ადგილი. კონკურსის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭებათ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს.

სხვა სპეციალობებზე შიდა მობილობის ვაკანტური ადგილების რაოდენობა არ არის შეზღუდული.

 

დაწვრილებით იხ. ბრძანება: შიდა მობილობის შესახებ (დანართი 2)

 

მობილობის შემოქმედებითი ტურების/კონკურსის მოთხოვნები

დრამის ფაკულტეტი

 

მობილობის შემოქმედებითი ტური

მსახიობის (თეატრისა და კინოს მსახიობის) 

პროგრამულ კონცენტრაციაზე:

 

მსახიობის (თეატრისა და კინოს მსახიობის) პროგრამულ კონცენტრაციაზე მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა შესარჩევი კონკურსი (შემოქმედებითი ტური) ტარდება ორ ეტაპად I  ტური და გამოცდა.

I ტური - პირველ შესარჩევ ტურზე მოწმდება მობილობის მსურველმა სტუდენტის    სასწავლო პროგრამის ასათვისებლად აუცილებელი ფიზიკური კონდიციები, მეტყველება, მუსიკალური სმენა, რიტმის შეგრძნება, პლასტიკა; შესარჩევი ტურისათვის სტუდენტმა უნდა  მოამზადოს სიმღერა და საცეკვაო ნომერი. რაც შეეხება ვერბალურ ნაწილს, ის მიეცემა სტუდენტს ტურის მიმდინარეობის დროს - ეს შეიძლება იყოს  სტუდენტის მონათხრობი, ბიოგრაფია, ნაწყვეტი უცნობი ტექსტიდან, ენის გასატეხი.

გამოცდა  - მობილობის მსურველმა სტუდენტმა  უნდა შეასრულოს სიმღერა, საცეკვაო ნომერი (მას აქვს უფლება გაიმეოროს, ნაწილობრივ ან მთლიანად შეცვალოს I ტურებზე წარმოდგენილი პროგრამა).    

უნდა წაიკითხოს:

1. პროზაული ნაწარმოები ან ნაწყვეტი ბილეთში მითითებულ ავტორთა ნაწარმოებებიდან;
2. ლექსი ან ნაწყვეტი; პოემიდან ბილეთში მითითებულ ავტორთა ნაწარმოებებიდან;

ბილეთი

პროზა

პოეზია

ბართაია თამარ

ასათიანი ლადო

დოჩანაშვილი გურამ

ბარათაშვილი ნიკოლოზ

მორჩილაძე აკა

ვაჟა-ფშაველა

შატაიძე ნუგზარ

იაშვილი პაოლო

ჭავჭავაძე ილია

კალანდაძე ანა

ჭილაძე ოთარ

ნახუცრიშვილი გაგა

ჯავახიშვილი მიხეილ

ქართული ხალხური პოეზია

3. სტუდენტის მიერ შერჩეული ნებისმიერი ჟანრის (რომანი, ნოველა, ესე, პუბლიცისტიკა, მემუარული ლიტერატურა) პროზაული ნაწარმოებიდან ნაწყვეტი პირველ პირში, რომლის ხანგრძლივობა უნდა იყოს დაახლოებით 3-4-წუთი.

  • ამასთანავე, ყველა სტუდენტს წასაკითხად მიეცემა უცნობი ტექსტიც.

პროზაული ნაწარმოების ან ნაწყვეტის ხანგრძლივობა უნდა იყოს დაახლოებით 5-7 წუთი, პოეტური ნაწარმოები ან ნაწყვეტი ნაწარმოებიდან - მინიმუმ 48 სიტყვა.

ამასთან, იგივე მასალა მან უნდა შეასრულოს საგამოცდო კომისიის მიერ მიცემული სხვადასხვა ამოცანით.  

ამას გარდა, სტუდენტს შესასრულებლად ეძლევა რამდენიმე ეტიუდი სხვადასხვა თემაზე, რომლითაც შემოწმდება მისი შემოქმედებითი წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარი, ემოციურობა და სამსახიობო მონაცემები. გასაუბრების სახით შემოწმდება სტუდენტის ზოგადი ცოდნა ქართული და მსოფლიო თეატრის ისტორიაში, ლიტერატურასა და ხელოვნებაში. გასაუბრება თეორიულ ნაწილში მოხდება სასკოლო პროგრამაში არსებულ მასალაზე დაყრდნობით.

 მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა სასურველი ასაკია: გოგონები 23 წლამდე, ვაჟები 25 წლამდე.

 შემოქმედებითი ტური ტარდება მობილობის მსურველ სხვა სტუდენტთა  თანდასწრებით.

 

მობილობის  შემოქმედებითი ტური 

მსახიობი (პანტომიმის თეატრის მსახიობის)

პროგრამულ კონცენტრაციაზე

 

 პანტომიმის თეატრის მსახიობის პროგრამულ კონცენტრაციაზე  შესარჩევი კონკურსი (შემოქმედებითი ტური) ტარდება ერთ ეტაპად:

 

მოწმდება მობილობის მსურველი სტუდენტის    სასწავლო პროგრამის ასათვისებლად აუცილებელი ფიზიკური კონდიციები, მუსიკალური სმენა, რიტმის შეგრძნება, პლასტიკა;  

მობილობის მსურველმა სტუდენტმა  უნდა  წარმოადგინოს მის მიერ მომზადებული  პლასტიკური ეტიუდი მუსიკალური ფონოგრამით. 

ასევე,  უნდა შეასრულოს რამდენიმე სხვადასხვა ხასიათის ეტიუდი საგამოცდო კომისიის მიერ განსაზღვრულ თემებზე, რითაც მოწმდება  მისი ემოციურობა, შემოქმედებითი წარმოსახვის უნარი.

შემოქმედებითი ტური ტარდება მობილობის მსურველ სხვა სტუდენტთა  თანდასწრებით.

 

 

მობილობის შემოქმედებითი ტური   

თეატრის  რეჟისრის

პროგრამულ კონცენტრაციაზე:

 

თეატრის  რეჟისრის პროგრამულ კონცენტრაციაზე  მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა შესარჩევი  კონკურსი   (შემოქმედებითი ტური) ტარდება ორ ეტაპად ერთ დღეს. 

მობილობის მსურველმა სტუდენტმა ტურზე სასურველია წარმოადგინოს საკუთარი ნამუშევარი რომელიც წარმოაჩენს მისი მხატვრული აზროვნების უნარს (სცენარი, მოთხრობა, ჩანახატი, ფოტოები, ნარკვევი, მხატვრული კოლაჟი და სხვა).

 ეტაპი - წერითი გამოცდა  - მობილობის მსურველმა სტუდენტმა გამოცდისათვის გამოყოფილ 5 საათში უნდა შეძლოს დაწეროს  პიესის ანალიზი (კომისიის მიერ შემოთავაზებული პიესებიდან მობილობის მსურველი სტუდენტის მიერ არჩეული პიესის ანალიზი).

მობილობის მსურველ სტუდენტს უნდა გააჩნდეს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი აზროვნების, ანალიზის და შეთხზვის უნარი.  უნდა შეეძლოს მოვლენის გაანალიზება, ლოგიკური აზროვნება და არგუმენტირებული მსჯელობა.

II ეტაპი- გასაუბრება ქართული და მსოფლიო ლიტერატურის, მუსიკის, სახვითი ხელოვნებისა და თეატრის ისტორიის საკითხებზე. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა კლასიკურ და თანამედროვე დრამატურგიას.  გასაუბრება თეორიულ ნაწილში მოხდება სასკოლო პროგრამაში არსებულ მასალაზე დაყრდნობით.

 

სარეკომენდაციო პიესები:

გიორგი ერისთავი - „გაყრა“

დავით კლდიაშვილი - ,,ირინეს ბედნიერება“, ,,დარისპანის გასაჭირი“

შალვა დადიანი - ,,გუშინდელნი“

პოლიკარპე კაკაბაძე - ,,ყვარყვარე თუთაბერი“

სოფოკლე - ,,ოიდიპოს მეფე“ 

ევრიპიდე - ,,მედეა“

უილიამ შექსპირი - ,,ჰამლეტი“,  ,,რომეო და ჯულიეტა“, ,ჭირვეულის მორჯულება“

მოლიერი - ,,ტარტიუფი“, ,,დონ ჟუანი“

კარლო გოლდონი - ,,სასტუმროს დიასახლისი“

ფრიდრიხ შილერი - ,,ყაჩაღები“

ჰენრიკ იბსენი - ,,ნორა, ანუ თოჯინების სახლი“

ანტონ ჩეხოვი - ,,სამი და“, ,,ალუბლის ბაღი“

ფედერიკო გარსია ლორკა - ,,სისხლიანი ქორწილი“

ბერტოლდ ბრეხტი - ,,სამგროშიანი ოპერა“

ჟან ანუი - ,,ანტიგონე“

ეჟენ იონესკო - ,,მარტორქა“

 

შემოქმედებითი ტური ტარდება მობილობის მსურველ სხვა სტუდენტთა  თანდასწრებით.

 

მობილობის შემოქმედებითი ტური  

ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფის

პროგრამულ კონცენტრაციაზე

ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფის პროგრამულ კონცენტრაციაზე მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა შესარჩევი  კონკურსი   (შემოქმედებითი ტური) ტარდება ერთ ეტაპად. 

  • მოწმდება  ფიზიკური კონდიციები, მუსიკალური სმენა, რიტმის შეგრძნება, პლასტიკა.
  • ქართული ცეკვის ინდივიდუალური შესრულება  (უნდა შესრულდეს ქართული ცეკვის (სხვადასხვა კუთხის) წინასწარ მომზადებული რამდენიმე ფრაგმენტი).
  • ქორეოგრაფიული ეტიუდი (იმპროვიზაცია) _ კომისიის მიერ შემოთავაზებულ მუსიკალურ ნაწარმოებზე, კონკურსანტმა უნდა შეასრულოს იმპროვიზაცია, სადაც შემოწმდება სადადგმო უნარები: მუსიკალური და ქორეოგრაფიული მასალის (დრამატურგიის) თანხვედრა. 
  • ქორეოგრფიული ნაწარმოების კომპოზიცია -  ქორეოგრაფიული კონცეფციის წერილობით წარდგენა და ანალიზი. (წერილობითი და ზეპირი ფორმით);

ნებისმიერ თავისუფალ თემაზე ან შემოთავაზებულ ავტორთა სარეკომენდაციო ჩამონათვალიდან (სურვილის მიხედვით),  კონკურსანტი წარმოადგენს ქორეოგრაფიული ნაწარმოების პროგრამასა და ლიბრეტოს, წარმოაჩენს ნაწარმოების მოკლე შინაარსს და მაყურებლისთვის საჭირო, აუცილებელ მასალას (მაქსიმუმ ნაბეჭდი 2 გვერდი). მან უნდა შეძლოს ნაწარმოებში არსებული მოვლენის გაანალიზება და  ქორეოგრაფიული გადაწყვეტის მისეული ხედვის წარმოჩენა.  უნდა უპასუხოს წარმოდგენილი ნაშრომის ირგვლივ კომისიის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს.

  • გასაუბრება ლიტერატურისა და ხელოვნების საკითხებზე (ზეპირი ფორმით) მოხდება სასკოლო პროგრამაში არსებულ მასალაზე დაყრდნობით. შემოწმდება კონკურსანტის ზოგადი ცოდნა ქართული და მსოფლიო ქორეოგრაფიის, ლიტერატურისა და  ხელოვნების სხვა დარგების მიმართულებით. 

 

 

კონკურსანტის მიერ ასარჩევი ლიტერატურული ნაწარმოების ქართველ ავტორთა  სარეკომენდაციო ჩამონათვალი:

სულხან-საბა ორბელიანი;

გალაკტიონ ტაბიძე;

ნიკოლოზ ბარათაშვილი;

გრიგოლ ორბელიანი;

ილია ჭავჭავაძე;

ვაჟა-ფშაველა;

ალექსანდრე ყაზბეგი;

აკაკი წერეთელი;

გიორგი ლეონიძე;

გურამ რჩეულიშვილი;

გურამ დოჩანაშვილი.

შემოქმედებითი ტური ტარდება მობილობის მსურველ სხვა სტუდენტთა  თანდასწრებით.

მობილობის შემოქმედებით ტური

ქართული ხალხური და  საეკლესიო გუნდის დირიჟორის

პროგრამულ კონცენტრაციაზე

 

ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორის პროგრამულკონცენტრაციაზე მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა შესარჩევი  კონკურსი   (შემოქმედებითი ტური) ტარდება ერთ ეტაპად. 

მოწმდება სტუდენტის მუსიკალური მონაცემები: სმენა, ხმა, ინტონირება; აქვს თუ არა გამართული სასიმღერო აპარატი. სტუდენტმა  უნდა შეძლოს გაიმეოროს შეთავაზებული მელოდია. გამოიცნოს ინტერვალები, გამოამჟღავნოს მუსიკის ელემენტარული თეორიის ცოდნა. მას უნდა ჰქონდეს ლოტბარ-რეგენტის პროფესიის დასაუფლებლად აუცილებელი უნარები.  

სტუდენტმა უნდა შეასრულოს ჩამონათვალში მითითებული,  კომისიის მიერ შერჩეული   სიმღერა  და საგალობელი  ხმათა მონაცვლეობით. შემოწმდება სტუდენტის ზოგადი ცოდნა და ინტერესები, როგორც ხალხური სიმღერის, ასევე საეკლესიო გალობის  რაობის შესახებ;   სასურველია  სტუდენტი ფლობდეს რომელიმე ინსტრუმენტს  (ფორტეპიანო, ქართული ხალხური საკრავები).

  1. ქრისტე აღდგა (სვანური) 
  2.  ასე ჩონგური (მეგრული) 
  3. გოგოვ შავთვალა  (ქართლური) 
  4. ვარდსა ჰკითხეს (გურული) 
  5. ლაჟღვაში (სვანური) 
  6. ბაღია ჩვენი ქვეყანა (გურული) 
  7. მოვედით თაყუანის-ვსცეთ (გელათის სკოლა) 
  8. მეგრული ალილო 
  9. კახური ნანა
  10. ოკრიბული/იმერული მგზავრული

 

 შემოქმედებითი ტური ტარდება მობილობის მსურველ სხვა სტუდენტთა თანდასწრებით.

 

კინო-ტელე ფაკულტეტი

 

მობილობის შემოქმედებითი ტური  

 მხატვრული კინოს რეჟისურის

პროგრამულ კონცენტრაციაზე:

 

 კინო-ტელე ფაკულტეტზე მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა შესარჩევი  კონკურსი   (შემოქმედებითი ტური) ტარდება ორ ეტაპად ერთ დღეს. 

I ეტაპი - წერითი გამოცდა და II ეტაპი - გასაუბრება.

მობილობის მსურველმა სტუდენტმა, შემოქმედებით ტურზე უნდა წარმოადგინოს ნამუშევარი, რომელიც მისი მხატვრული აზროვნების უნარს წარმოაჩენს. ეს შეიძლება იყოს მოთხრობა, კინონოველა, სცენარი, ლიტერატურული ჩანახატი,  ფოტო, ვიდეო ნამუშევარი, შემოქმედებითი იდეა და სხვა აქტივობები, რომლებშიც გამომჟღავნდება მობილობის მსურველი სტუდენტის შემოქმედებითი უნარი.

ეტაპი- წერითი გამოცდა - სამი შეთავაზებული თემიდან მობილობის მსურველი სტუდენტი ირჩევს მისთვის საინტერესო თემას,  რომელშიც ცხოვრებისეული დაკვირვების შედეგად გამოჩნდება მისი შემოქმედებითი წარმოსახვის და ფანტაზიის უნარი.

მობილობის მსურველ სტუდენტს წერითი გამოცდისათვის ეძლევა 4 ასტრონომიული საათი.

II ეტაპი - გასაუბრება -  მეორე ტურზე  მობილობის მსურველი სტუდენტი  წარმოაჩენს: ზოგად ინტელექტუალურ და განათლების დონეს კინოსა და ლიტერატურაში, აგრეთვე მათ  მომიჯნავე ხელოვნების დარგებში (სახვითი ხელოვნება, მუსიკა, თეატრი, ფოტოხელოვნება) გამოავლენს ანალიზის, დაკვირვების, შემოქმედებითი წარმოსახვის, ფანტაზიის, ასოციაციური აზროვნების უნარს, ინტერესების სფეროს, მოტივაციას. მობილობის მსურველ სტუდენტს მიეცემა პრაქტიკული დავალებები (ეტიუდები) ამ უნარების გამოსავლენად; მობილობის მსურველმა სტუდენტმა უნდა შეძლოს ეტიუდის მოფიქრება ან ამბის შეთხზვა შეთავაზებულ თემაზე.

 

მობილობის შემოქმედებითი ტური

ანიმაციური კინოს რეჟისურის

პროგრამულ კონცენტრაციაზე

 I ეტაპი - წერითი გამოცდა და II ეტაპი - გასაუბრება.

მობილობის მსურველმა სტუდენტმა, შემოქმედებით ტურზე  უნდა  წარმოადგინოს მოკლე  ავტობიოგრაფია თანდართული მოტივაციით, თუ რატომ ირჩევს ამ პროფესიას; ნამუშევარი, რომელიც წარმოაჩენს მისი მხატვრული აზროვნების უნარს. ეს შეიძლება იყოს  მოთხრობა, სცენარი, ნებისმიერი ჟანრის გრაფიკული,  ფერწერული ან პლასტიკური ნამუშევარი, ანიმაციაში შექმნილი პატარა ნამუშევარი, ლიტერატურული ჩანახატი, შემოქმედებითი იდეები, ფოტოები და სხვა.

I ეტაპი - წერითი გამოცდა - სამი შეთავაზებული თემიდან მობილობის მსურველი სტუდენტი ირჩევს მისთვის საინტერესო თემას, ამბავს, რომელშიც ცხოვრებისეული დაკვირვების შედეგად დაგროვილი მასალის საფუძველზე გამოჩნდება მისი შემოქმედებითი წარმოსახვის და ფანტაზიის უნარი. მობილობის მსურველ სტუდენტს წერითი გამოცდისათვის ეძლევა 4 ასტრონომიული საათი.

II ეტაპი - გასაუბრება - მობილობის მსურველი სტუდენტი წარმოაჩენს: ზოგად ინტელექტუალურ და განათლების დონეს კინოსა და ლიტერატურაში, ინტერესთა სფეროს, ანალიზისა და შემოქმედებითი ფანტაზიის უნარს, მოტივაციას. მობილობის მსურველ სტუდენტს მიეცემა პრაქტიკული დავალებები დაკვირვების, შემოქმედებითი წარმოსახვისა და ასოციაციური აზროვნების უნარების გამოსამჟღავნებლად; მობილობის მსურველმა სტუდენტმა უნდა შეძლოს სიუჟეტის მოფიქრება ან ამბის შეთხზვა შეთავაზებულ თემაზე (სიტუაციის წარმოდგენა-აღწერა; შეთავაზებული თემის, ფერწერული ტილოს ან ფოტოს მიხედვით ამბის აგება (სავარაუდო ხმოვანების წარმოსახვით), მოვლენის განვითარების აღწერა და გადმოცემა).

 

მობილობის შემოქმედებითი ტური

კინო-ტელე ოპერატორის

პროგრამულ კონცენტრაციაზე

 

I ეტაპი - პრაქტიკული დავალების შესრულება და II ეტაპი - გასაუბრება.

მობილობის მსურველმა სტუდენტმა, შემოქმედებით ტურზე უნდა წარმოადგინოს თავისი გადაღებული 10 ფოტოსურათი კომპაქტ დისკზე (CD) ჩაწერილი (ნატურმორტი, პორტრეტი, პეიზაჟი).

I ეტაპი  - პრაქტიკული დავალება (სასურველია შესრულდეს საკუთარი აპარატურით). რეპორტაჟის გადაღება კომისიის მიერ მითითებული ადგილიდან 10 ფოტო. 5 ფერადი ფოტოპორტრეტი პავილიონში ერთი სინათლის წყაროს გამოყენებით შავ ფონზე. ფოტონამუშევრები წარმოდგენილი უნდა იყოს დამუშავების გარეშე კომპაქტ დისკზე (CD) Jpg ფორმატში ჩაწერილი;

II ეტაპი - გასაუბრება - მობილობის მსურველ სტუდენტს ევალება საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაცია - დაცვა. მობილობის მსურველმა სტუდენტმა უნდა  იცოდეს: გეომეტრიული ოპტიკისა და სინათლის გავრცელების კანონები (სასკოლო პროგრამის ფარგლებში). მობილობის მსურველი სტუდენტი წარმოაჩენს ზოგად ინტელექტუალურ და განათლების დონეს კინოხელოვნებისა და სახვითი ხელოვნების ისტორიაში.

შემოქმედებითი ტური ტარდება მობილობის მსურველ სხვა სტუდენტთა  თანდასწრებით.

 

გისურვებთ წარმატებას!!!

 

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2311878
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2023-01-27
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია