ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

ბრძანება N 137/2

2021 წლის 02 აგვისტო ქ. თბილისი

 

სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე კონკურსის შედეგად აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ

 

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის № 05/91 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 20-ე მუხლის საფუძველზე

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ა რ ჩ ე უ ლ იქნან აკადემიურ თანამდებობაზე და გაუგრძელდეთ  შრომითი ხელშეკრულებები 2021 წლის 01 სექტემბრიდან:

 

სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი

კინოს ისტორიის მიმართულებით (მსოფლიო კინოს ისტორია)
  

1. ზვიად დოლიძე              პროფესორი

 

კინოს ისტორიის მიმართულებით (ქართული კინოს ისტორია)

 

 1. ქეთევან ტრაპაიძე          ასოცირებული პროფესორის

თეატრის ისტორიის მიმართულებით (მსოფლიო თეატრის ისტორია)

  1. მარინე ხარატიშვილი              ასოცირებული პროფესორის
  2. მარინე ვასაძე                         ასოცირებული პროფესორის
  3. მარიკა მამაცაშვილი                ასისტენტ-პროფესორის

მედიისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებით

 

  1. ნანა დოლიძე                        ასოცირებული პროფესორის
  2. ლაურა კუტუბიძე                  ასოცირებული პროფესორის
  3. ვლადიმერ ტატიშვილი           ასისტენტ-პროფესორი

 

2. აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულ აკადემიურ პერსონალთან გაფორმდეს შრომის ხელშეკრულება: პროფესორი - 6 წლის ვადით; ასოცირებული პროფესორი - 4 წლის ვადით; ასისტენტ-პროფესორი - 2 წლის ვადით.

3. პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შედეგები გამოცხადდეს საჯაროდ, უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე, http://tafu.edu.ge/

4. შრომითი კონტრაქტების გაფორმებაზე პასუხისმგებლობა დაევალოს კადრების და კანცელარიის სამსახურს და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს.

5. ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გაცნობიდან 1 თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.  # 64.

 

                                                       საფუძველი: 28.07.2021 წლის აკადემიური საბჭოს სხდომის

                                                                              დადგენილება. ოქმი # 10  

 

გიორგი შალუტაშვილი

რ ე ქ ტ ო რ ი

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2500887
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2023-09-21
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია