ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

ხელოვნების მკვლევართა მე-14 საერთაშორისო კონფერენცია

ხელოვნების მკვლევართა მე-14 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება ონლაინ, 2021 წლის 5-6 ივლისს.

კონფერენციის გახსნა ორშაბათს, 5 ივლისს, 11:00 საათზე.

წლევანდელი კონფერენციის თემაა „ქალი და ხელოვნება“.

კონფერენციაში მომაწილეობას იღებენ მკვლევარები საქართველოდან, გერმანიიდან, რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან და ბელარუსიდან.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება 70-მდე მოხსენება ხელოვნების სხვადახვა დარგებში.

იმუშავებს თეატრმცოდნეობისა და ხელოვნებათმცოდნეობის, ქორეოლოოგიისა და მუსიკოლოგიის, კინომცოდნეობისა და მედიის სექციები. ასევე, იქნება თავისუფალი თემატიკის სექციები ტურიზმისა და ხელოვნების მენეჯმენტის მიმართულებით.

კონფერენციის ორგანიზატორი და დამფუძნებელი - პროფესორი ნატო გენგიური

კონფერენციის კოორდინატორი - პროფესორი ზვიად დოლიძე

ხელოვნების მკვლევართა კონფერენცია დაფუძნდა 2008 წელს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. კონფერენცია არის დიდი სამეცნიერო ფორუმი ხელოვნების კვლევების სფეროში, იმართება ყოველწლიურად და ხელოვნების ყველა დარგის მკვლევარებს აერთიანებს - თეატრმცოდნეებს, კინომცოდნეებს, ხელოვნებათმცოდნეებს, ქორეოლოგებს, მუსიკათმცოდნეებს, მედიის და სხვა მომიჯნავე დარგების მეცნიერებს (კულტურული ტურიზმი და ხელოვნების მენეჯმენტი).

 

იხილეთ 2021 წლის კონფერენციის პროგრამა (ქართ) (ENG)

იხილეთ 2021 წლის კონფერენციის ანოტაციები (ქართ) (ENG)

იხილეთ 2021 წლის კონფერენციის სექციების ბმულები

 

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2502733
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2023-09-21
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია