ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2009 წელს საფუძველი ჩაეყარა „ეტიუდების ფესტივალს“, რომელიც უნივერსიტეტის მხარდაჭერითა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ყოველწლიურად, 27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად იმართება.

2021 წელს, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეფერხებების გამო, ჩვენი უნივერსიტეტის დიდი ძალისხმევით და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, ფესტივალმა სცენიდან ინტერნეტ სივრცეში გადაინაცვლა და დისტანციურ ფორმატში ორ ეტაპად განხორციელდა:

  1. ეტიუდების ეროვნული XI ფესტივალი;
  2. ეტიუდების საერთაშორისო ფესტივალი სახელწოდებით ,,N-ETude”

ეროვნული საფესტივალო ეტიუდები შეაფასა კომპეტენტურმა ჟიურიმ, რომლის წევრებიც იყვნენ:

  • კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი ლელა ოჩიაური
  • მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი ლევან წულაძე
  • ქორეოგრაფი კოტე ფურცელაძე
  • თავისუფალი და მარჯანიშვილის თეატრების მსახიობი ჯაბა კილაძე
  • მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ანუკა გრიგოლია
  • სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი,  თეატრმცოდნე თემო დვალი
  • დრამის ფაკულტეტის მსახიობის საშემსრულებლო ხელოვნების მაგისტრანტი სოფიკო გვიმრაძე
  • დრამის ფაკულტეტის ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორის სპეციალობის IV კურსის სტუდენტი ვალიკო ჯანიაშვილი

2021 წლის 27 მარტს ეტიუდების ეროვნული XI ფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდნენ:

ეროვნული ფესტივალის დაჯილდოების (27 მარტს), საერთაშორისო ფესტივალის გახსნისა (27 მარტს) და დახურვის ცერემონიები (24 აპრილს) Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით გაიმართა.

საერთაშორისო ფესტივალში,ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს წამყვანი თეატრალური სასწავლებლების წარმომადგენლებმა, როგორიც არის HB STUDIO, ვარშავის ალექსანდრე ზელვეროვიჩის დრამატული ხელოვნების ნაციონალური აკადემია, მოსკოვის (რუსეთი) თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი, ლოძის კინემატოგრაფიის და თეატრალური ხელოვნების უმაღლესი ნაციონალური სკოლა, ბელგრადის ხელოვნების უნივერსიტეტი და სხვა - სულ 10 უმაღლესი თეატრალური სასწავლებელი.

საერთაშორისო ფესტივალის სლოგანი იყო SOS! - SUPPORT OUR STUDENTS!

საერთაშორისო ფესტივალის ჟიურის წევრები იყვნენ მსოფლიო თეატრალური სკოლების პროფესორები და დარგის წამყვანი სპეციალისტები:

  • ქეროლ როზენფელდი - HB STUDIO, უტა ჰაგენის პროგრამების დირექტორი;
  • თემურ ჩხეიძე - რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, რუსეთის სახალხო არტისტი, ოქროს ნიღბის, მრავალი საერთაშორისო პრემიისა და ორდენის მფლობელი;
  • გაბრიელ გაუენი - ლონდონის საერთაშორისო დრამის სკოლა, როუზ ბრუფორდის კოლეჯის სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი;
  • ლილახ სიგალი - ისრაელის იორამ ლოვენშტეინის საშემსრულებლო ხელოვნების სტუდია, სამხატვრო დირექტორი და პედაგოგი;
  • ბეჰრუზ ღარიბპური - ირანის თოჯინების თეატრის დამფუძნებელი, რეჟისორი;
  • ატილა ვიდნიანსკი - უნგრეთის ნაციონალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი;
  • ჩენ გენგი - პეკინის (ჩინეთი) ცენტრალური დრამის აკადემიის დრამის ფაკულტეტის დეკანი.

2021 წლის „ეტიუდების საერთაშორისო ფესტივალის“ 5 ნომინაციიდან, 3 ნომინაციაში გამარჯვებულები ჩვენი უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის II კურსის სტუდენტები არიან:

  • გრან პრი - „ტექნოკრატია“, მსახიობები: ნინა ელიავა, გუგა ქაცარავა, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი / იხ. ვიდეო: "Technocracy" - Shota Rustaveli Theatre and Film Georgia State University
  • საუკეთესო ეტიუდი - “ELK. HAIKU”, მოსკოვის (რუსეთი) თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი / იხ. ვიდეო: “ELK. HAIKU” – The Russian Institute of Theatre Arts (GITIS)
  • საუკეთესო მსახიობი კაცი - გუგა ქაცარავა, ეტიუდი „ტექნოკრატია“, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი / იხ. ვიდეო: "Technocracy" - Shota Rustaveli Theatre and Film Georgia State University
  • საუკეთესო მსახიობი ქალი - მარტინა გაიაკ, “Dilemma”, ვარშავის ალექსანდრე ზელვეროვიჩის დრამატული ხელოვნების ნაციონალური აკადემია (პოლონეთი) / იხ. ვიდეო: "Dilemma" - Martyna Gajak – Aleksander Zelwerowicz National Academy of Dramatic Art in Warsaw
  • მაყურებლის სიმპათია - ეტიუდი „კიბო“, მსახიობი თორნიკე კაკულია, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი / იხ. ვიდეო: "Cancer" - Shota Rustaveli Theatre and Film Georgia State University

ფესტივალის მხარდამჭერები:

საქართველოსშოთარუსთაველისთეატრისადაკინოსსახელმწიფოუნივერსიტეტი

თბილისის მერია / Tbilisi City Hall

REDIX • რედიქსი

TAFU TV

MERAKI • მერაკი

Asteroid B612

VINO & VINO

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა/National Library of Georgia

 

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
1994877
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2021-09-16
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია