ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი აცხადებს პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტის განვითარების კონკურსს.

ფორუმში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდებს 22-დან 30 წლის ჩათვლით.

განმცხადებელი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.

ფორუმის სამუშაო ენა - ქართული.

განცხადების მიღების ბოლო თარიღია 31 მაისი, 2021 წელი.

გთხოვთ, მოთხოვნილი მასალა გაიგზავნოს აღნიშნულ მეილზე: tisff.pitchingforum@gmail.com

პროექტის სათაური:

სცენარის ავტორი:

რეჟისორი:

პროდიუსერი / კონტაქტი:

ჟანრი:

პროექტის სტატუსი:

მომავალი ფილმის ხანგრძლივობა:

• ლოგლაინი

• სინოფსისი (მაქსიმუმ 3 გვერდი)

• თრითმენთი (8 - 12 გვერდი)

• მოტივაცია, რეჟისორის ხედვა

• ვიზუალური პრეზენტაცია (მუდბორდი, სთილები)

• რეჟისორის წინა ნამუშევარი (ლინკი / ფასვორდი)

• განმცხადებლის რეზიუმე

ფორუმი ჩატარდება თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის ფარგლებში, 2021 წლის 29 ივნისიდან - 4 ივლისის ჩათვლით, COVID-რეგულაციების სრული დაცვით!

ფორუმის ჟიური გამოავლენს 3 გამარჯვებულს, რომლებიც დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით. გარდა ფულადი ჯილდოსი, უნივერსიტეტი გამარჯვებულ პროექტებს ნაწილობრივ უზრუნველყოფს გადაღებებისთვის აუცილებელი ტექნიკური ბაზით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად, გამარჯვებულ პროექტთა ავტორები ვალდებულები იქნებიან მომავალი ფილმის პროექტისთვის შექმნან თიზერი, 2021 წლის დეკემბრის ბოლომდე.

პროექტი ხორციელდება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით.

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
1994841
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2021-09-16
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია