2021-2022 სასწავლო წლისათვის აბიტურიენტთა რეგისტრაცია საბაკლავრო პროგრამაზე “საშემსრულებლო-შემოქმედებითი ხელოვნება” დაიწყება ა.წ. 10 მაისს და დასრულდება 28 მაისს 18 საათზე.
• აბიტურიენტი რეგისტრაციას გაივლის მხოლოდ ინტერნეტით, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე (www.tafu.edu.ge).
• რეგისტრაციისათვის აბიტურიენტმა უნდა გადაიხადოს შემოქმედებით ტურში მონაწილეობის საფასური - 60 ლარი.
თანხის შეტანა ხდება უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშზე
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიდენტიფიკაციო კოდი 203851028
ბანკი : სახელმწიფო ხაზინა
სახაზინო კოდი 32 04 05 01
ბანკის კოდი: TRESGE22
ანგარიშის ნომერი : 708887519
- გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს: რეგისტრაცია - აბიტურიენტის გვარი, სახელი, 11 ნიშნა პირადი ნომერი (უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა პირადი ნომრის არარსებობის შემთხვევაში უნდა მიუთითონ პასპორტის ნომერი).
- თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში რეგისტრაცია არ განხორციელდება.
- შემოქმედებით ტურებში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ აღნიშნულ ვადებში.
- სარეგისტრაციო ვადის ამოწურვის შემდეგ აბიტურიენტები ვეღარ დარეგისტრირდებიან.
შემოქმედებითი ტურების ჩატარების თარიღი და ცხრილი გამოცხადდება რეგისტრაციის დასრულების შემდეგ.
უკან