ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

2021 წლის 5-6 ივლისს გაიმართება ხელოვნების მკვლევართა XIV საერთაშორისო კონფერენცია ონლაინ რეჟიმში

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოველწლიური კონფერენცია გასულ წელს საერთაშორისო სტატუსის გახდა. წელს ეს იქნება ხელოვნების მკვლევართა XIV სამეცნიერო კონფერენცია, პრიორიტეტული თემით „ქალი და ხელოვნება“. მისაღებია საკვლევი თემის თავისუფალი ინტერპრეტაცია: გენდერული კუთხით დანახული ხელოვნება, ხელოვანი ქალები, ქალის საკითხი ხელოვნებაში, ისტორია ქალის როლზე მხატვრულ პროცესებში და ა.შ.

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ პროფესორებს, მკვლევარებს, დოქტორანტებს, რომელთა სამეცნიერო ინტერესები ემთხვევა ჩვენი კონფერენციის თემატიკასა და მიმართულებებს. მოხსენება უნდა წარმოადგენდეს ახალ სამცნიერო კვლევას, არ იყოს გამოქვეყნებული ან წაკითხული სხვა კონფერენციაზე.

კონფერენციაზე იმუშავებს თეატრმცოდნეობის, კინომცოდნეობის, ხელოვნებათმცოდნეობის, მუსიკათმცოდნეობის, ქორეოლოგიის, მედიის სექციები. ასევე თავისუფალი თემატიკის სექციები სახელოვნებო მიმართულებით და კულტურული ტურიზმისა და ხელოვნების მენეჯმენტის სექციები.

კონფერენციის თემატური მასალები გამოიცემა „ხელოვნებისა და მედიის კვლევების საერთაშორისო კრებულში“ ორ ენაზე - ქართულ-ინგლისურად, ხოლო თავისუფალი სექციის მასალები - ჟურნალში „სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი“.

 

ბოლო ვადები:

10 მაისი - ქართული და ინგლისური თეზისების წარმოდგენის ბოლო ვადა

30 მაისი - მოხსენების სრული ტექსტის (ქართულად) წარმოდგენის ბოლო ვადა.

20 ივლისს - დასაბეჭდად შერჩეული სტატიების სრული ტექსტის ინგლისური თარგმანის გადმოგზავნა.

 

მოთხოვნები:

მოთხოვნილია ახალი გამოკვლევა, დასმული პრობლემის აქტუალობა, კვლევის სიღრმე და შედეგების სიახლე. ნაშრომები წაკითხული იქნება კონფერენციის სამეცნიერო საბჭოს და კრებულის სარედაქციო საბჭოს მიერ.

 

პარამეტრები:

თეზისები და მოხსენებები უნდა გადმოიგზავნოს ქვემოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: conference@tafu.edu.ge

თეზისები ქართულად არ უნდა აღემატებოდეს 1 გვერდს.

თეზისები ინგლისურად უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1 გვერდისა.

ქართული შრიფტი სილფაენი (Sylfaen), ინგლისურისთვის Times New Roman

ზომა 12, დაშორება 1, 15.

მოხსენება არ უნდა აჭარბებდეს 6 გვ-ს.

 

კონფერენციის ორგანიზატორი

სახელოვნებო მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი,

პროფესორი ნატო გენგიური

ტელ.: 577 94 70 03; 593 24 42 78

ელ. ფოსტა: conference@tafu.edu.ge

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2502633
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2023-09-21
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია