- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
2014 წლის 23 აპრილს გაიმართება თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს.
კონფერენციის თემატიკა უკავშირდება ჰუმანიტარულ, სოციალურ და სხვა სამეცნიერო მიმართულებებს. იქნება ხელოვნებათმცოდნეობის, თეატრმცოდნეობის და მუსიკისმცოდნეობის, კინომცოდნეობის, ჟურნალისტიკის, ხელოვნების მენეჯმენტისა და ტურიზმის სექციები.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ მოხსენების სათაურები შესაბამისი ინფორმაციით (სტუდენტის სახელი გვარი, უმაღლესი სასწავლებლისა და სპეციალობის დასახელება, სწავლის საფეხურის დასახელება, ხელმძღვანელის სახელი გვარი აკად. თანამდებობა).
მოხსენების თემა და სათაური სტუდენტმა უნდა შეათანხმოს ხელმძღვანელთან.
მოხსენების სათაურის წარმოდგენის ბოლო ვადაა 30 მარტი,
ხოლო სრული მოხსენებებისა - 15აპრილი.
მოთხოვნებიდაპარამეტრები:
მოხსენებისსათაურიდამოხსენებებიუნდაგადმოიგზავნოსქვემოთმითითებულელექტრონულფოსტაზე.
მოხსენებაარუნდააღემატებოდეს 5 გვერდს.
ქართულიშრიფტიაკად. ნუსხური,ზომა 12, დაშორება 1,5.
კონფერენციისორგანიზატორია
ჰუმანიტარულ, სოციალურმეცნიერებათა, ბიზნესისადამართვისფაკულტეტი
პროფესორინატოგენგიური
ტ. 577 94 70 03; 593 24 42 78.
tafu_conference_students@tafu.edu.ge
უკან