ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

2021 წლის 11 მაისს გაიმართება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის XIV სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

კონფერენციის მოხსენებების თემატიკა უკავშირდება სახელოვნებო მეცნიერებების მიმართულებებს, ასევე მედიის, კულტურული ტურიზმისა და ხელოვნების მენეჯმენტის სფეროებს. მისასალმებელია მოხსენებები სხვა ჰუმანიტარული დარგებიდანაც. იქნება ხელოვნებათმცოდნეობის, თეატრმცოდნეობის, ქორეოლოგიის და მუსიკისმცოდნეობის, კინომცოდნეობის და ჟურნალისტიკის, ხელოვნების მენეჯმენტისა და ტურიზმის სექციები.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ მოხსენების სათაურები შესაბამისი ინფორმაციით (სტუდენტის სახელი, გვარი, უმაღლესი სასწავლებლისა და სპეციალობის დასახელება, სწავლის საფეხურის დასახელება, ხელმძღვანელის სახელი გვარი, აკად. თანამდებობა).

მოხსენების თემა და სათაური სტუდენტმა უნდა შეათანხმოს ხელმძღვანელთან.

 

მოხსენების სათაურის წარმოდგენის ბოლო ვადაა 10 აპრილი.

მოხსენების სათაური უნდა გადმოიგზავნოს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: conference@tafu.edu.ge

 

კონფერენციის ორგანიზატორია

სახელოვნებო მეცნიერებათა, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი

პროფესორი ნატო გენგიური

ტ. 577 94 70 03; 593 24 42 78

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2013027
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2021-10-19
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია