ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

ბრძანება N 133/2

2020 წლის 24 ნოემბერი ქ. თბილისი

სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

 

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის № 05/91 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-20 მუხლის საფუძველზე

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

იხ. მიბმული ფაილები:

აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი
განცხადება
დანართი
დანართი

1. სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცხადდესკონკურსი შემდეგი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

 

სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტისფაკულტეტი

 

სათეატრო  კრიტიკისა  და  თეორიის  მიმართულებით

 

პროფესორის            - 1 ს. ე.

 

კინოკრიტიკისა  და  თეორიის  მიმართულებით

 

პროფესორის            - 1 ს. ე.

  

ხელოვნების  მენეჯმენტის  მიმართულებით

 

პროფესორის            - 1 ს. ე.

 

2.  სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის  ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის არჩევნების გამოცხადების კომისიის პასუხისმგებელ მდივნად დაინიშნოს საორგანიზაციო სამსახურის მთავარი სპეციალისტი თამარ  ბასიაშვილი.

3. კონკურსი გამოცხადდეს 2020 წლის 24 ნოემბრიდან.

4. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2020 წლის 25 დეკემბრიდან და გაგრძელდეს 2021   წლის  06 იანვრის  ჩათვლით.

5. კონკურსის შედეგები გამოქვეყნდეს საბუთების მიღების დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.

7. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ უნივერსიტეტის web.გვერდი:   http://tafu.edu.ge/ და http://jobs.ge/

8.  კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს კადრების და კანცელარიის სამსახურს.

9. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი გაცნობიდან 1 თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. # 64.

                                               საფუძველი: აკადემიური საბჭოს სხდომის დადგენილება # 10.

                                                                       21.11.2020 წ.

გიორგი შალუტაშვილი

რ ე ქ ტ ო რ ი

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
1997883
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2021-09-23
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია