- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
სტუდენტთა საყურადღებოდ!
სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წევრების დამატებითი არჩევნები
1. გამოცხადდეს სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის დამატებითი არჩევნები კინო-ტელე და სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტებზე.
2. არჩევნების თარიღად განისაზღვროს 2020 წლის 21 ნოემბერი 14:00 საათიდან 16:00 საათის ჩათვლით;
2.1. ქვეყანაში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, არჩევნები ჩატარდება ონლაინ, უნივერსიტეტის ელექტრონულ ბაზაში, სადაც კენჭისყრა აუცილებლად ფარული იქნება.
კინო-ტელე ფაკულტეტი 14:00-15:00 საათები;
სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი 15:00-16:00 საათები;
3. სტუდენტური თვითმმართველობის წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია განხორციელდეს ელექტრონულად, კერძოდ, წევრობის მსურველმა შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე, მის: selfgovernment@tafu.edu.ge 2020 წლის 19 ნოემბრის ჩათვლით;
4. სტუდენტური თვითმმართველობის წევრობის კანდიდატმა რეგისტრაციის დროს უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
4.1. განცხადება;
4.2. პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
უკან