ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
აბიტურიენტთა საყურადღებოდ: მენეჯმენტის (ხელოვნების) საბაკალავრო პროგრამას აკრედიტაცია უმთავრდება 2020 წლის ნოემბერში;
სახელმწიფო გრანტი აღნიშნულ პროგრამაზე არ გაიცემა.
სიახლე

ბრძანება N 127/2

2020 წლის 04 ნოემბერი ქ. თბილისი

დრამისა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

 კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის № 05/91 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-20 მუხლის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

იხ. მიბმული ფაილები:
დანართი 1
დანართი 2
კონკურსის წესი

1. სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცხადდეს კონკურსი შემდეგი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

 დრამის ფაკულტეტი

 

მსახიობის  ხელოვნების მიმართულება

1.1. პროფესორის                             1 ს. ე.  /სასცენო მეტყველების განხრით/

 

2.  დრამისფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის არჩევნების გამოცხადების კომისიის პასუხისმგებელ მდივნად დაინიშნოს საორგანიზაციო სამსახურის მთავარი სპეციალისტი თამარ  ბასიაშვილი.

3. კონკურსი გამოცხადდეს 2020 წლის 6 ნოემბრიდან.

4. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2020 წლის 7 დეკემბრიდან და გაგრძელდეს 2020   წლის  17 დეკემბრის  ჩათვლით.

5. კონკურსის შედეგები გამოქვეყნდეს საბუთების მიღების დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.

7. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ უნივერსიტეტის web.გვერდი:   http://tafu.edu.ge/ და http://jobs.ge/

8.  კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს კადრების და კანცელარიის სამსახურს.

9. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი გაცნობიდან 1 თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. # 64.

                                               საფუძველი: აკადემიური საბჭოს სხდომის დადგენილება.

                                                                       # 9  04.11.2020 წ.

 

გიორგი შალუტაშვილი

რ ე ქ ტ ო რ ი

უკან
სიახლეების არქივი
TAFU TV
ტელეპროგრამა | სრულ ეკრანზე
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
1803101
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2020-12-02
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია