საინფორმაციო ონლაინ შეხვედრა 2020-2021 სასწავლო წლის DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამების შესახებ!
2020 წლის 22 ოქტომბერს, საქართველოს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწოფო უნივერსიტეტის სახელოვნებო მეცნიერების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, DAAD-ის თბილისის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა - ქალბატონმა ნინო ანთაძემ და ქალბატონმა თამარ ლაცაბიძემ უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ონლაინ შეხვედრა გამართეს. შეხვედრას მოდერაციას უწევდა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი ნატო გენგიური.
ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ უნივერსიტეტის youtube გვერდზე