თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი აცხადებს პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტის განვითარების კონკურსს.
- ფორუმის მონაწილეთა ასაკი შეზღუდულია 22-დან 35 წლამდე.
- განმცხადებელი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.
- ფორუმის სამუშაო ენა - ქართული.
- განცხადების მიღების ბოლო თარიღია 29 ოქტომბერი, 2020 წელი.
გთხოვთ, მოთხოვნილი მასალა გამოაგზავნოთ აღნიშნულ მეილზე: pitchingforum2020@gmail.com
პროექტის სათაური:
სცენარის ავტორი:
რეჟისორი:
პროდიუსერი / კონტაქტი:
ჟანრი:
პროექტის სტატუსი:
მომავალი ფილმის ხანგძლივობა:
ბიუჯეტი:
- ფორუმი ჩატარდება 4, 5 და 6 ნოემბერს, COVID-რეგულაციების სრული დაცვით!
- ფორუმის ჟიური გამოავლენს 3 გამარჯვებულს, რომელიც დაჯილდოვდება ფულადი პრიზებით.
პროექტი ხორციელდება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით.