ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
აბიტურიენტთა საყურადღებოდ: მენეჯმენტის (ხელოვნების) საბაკალავრო პროგრამას აკრედიტაცია უმთავრდება 2020 წლის ნოემბერში;
სახელმწიფო გრანტი აღნიშნულ პროგრამაზე არ გაიცემა.
სიახლე

 

2020 წლის 22 ოქტომბერს 17:00 სთ. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამივე ფაკულტეტის სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს ინკლუზიური მიმართულებით ცნობადობის ამაღლების ტრენინგში, რომელიც ჩატარდა ონლაინ, Zoom-ის პლატფორმით.

ქვემოთ იხილეთ ინფორმაცია ტრენინგის შინაარსისა და მისი ორგანიზატორების შესახებ: 

„ნუ უყურებთ ჩვენს შეზღუდულ შესაძლებლობებს, დაინახეთ ჩვენი პოტენციალი!“

ქრის ბურკე

თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფით ჩვენ შევძლებთ

თანაბრად გამოვავლინოთ

ყველა ახალგაზრდა ადამიანის პოტენციალი!

 

ორგანიზაცია „თანაბარი შესაძლებლობები“ ემსახურება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და მათ მიმართ ტოლერანტობის გაზრდას, რაც უტყუარი წინაპირობაა შშმ პირთა საზოგადოების სრულუფლებიან და სრულფასოვან წევრებად დამკვიდრებისათვის.

ააიპ „თანაბარი შესაძლებლობები“ დაარსდა 2017 წლის 20 ნოემბერს და წარმოადგენს უფლებადაცვით ორგანიზაციას, რომლის მისიაც არის შშმ პირთა პოტენციალის მაქსიმალური გამოვლენა.

ორგანიზაციის მიმდინარე პროექტი „ბულინგი შეზღუდული შესაძლებლობების ნიადაგზე“ მიზნად ისახავს, შეზღუდული შესაძლებლობის ნიადაგზე არსებული ბულინგის აღმოფხვრის გზით, შშმ ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას. პროექტის მხარდამჭერია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შშმ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე ტრენინგების ჩატარება  თბილისის რაიონულ გამგეობებში და ასევე, რამდენიმე საჯარო სკოლასა და უმაღლეს სასწავლებელში.

ტრენინგი მოიცავს ინფრმაციას შეზღუდული შესაძლებლობის სამედიცინო და სოციალურ მოდელებზე, შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ტერმინების ნეგატიურ სტერეოტიპებზე, ბარიერებზე, რომლებსაც შშმ პრები აწყდებიან ყოველდღიურ ცხოვრებაში და ინკლუზიურ განათლებაზე. ტრენინგის ფარგლებში მიმოხილული იქნება გაეროს შშმ პირთა უფლებების დაცვის კონვენციაც. ტრენინგს აქვს ინტერაქტიული ხასიათი, რაც საშუალებას იძლევა მაქსიმალურად უზრუნველვყოთ მონაწილეთა ჩართულობა, მისი სტრუქტურა კი შემუშავებულია იმგვარად, რომ წაახალისოს მონაწილეები გახდნენ კიდევ უფრო ტოლერანტულები შშმ პირთა მიმართ და შეძლონ დაინახონ ის პოტენციალი, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მიღმა იმალება. ღონისძიების ხანგრძლივობაა 40 წუთი. ტრენინგს გაუძღვება გამოცდილი ტრენერი ნიკოლოზ დონჯაშვილი, რომელიც თავად გახლავთ შშმ პირი და რომელიც წლების მანძილზე აქტიურად იბრძვის შშმ პირთა უფლებების დასაცავად და ამგვარად, წარმოადგენს პოზიტიურ მაგალითს სხვა შშმ ახალგაზრდებისათვის, რომლებიც ახლა იდგამენ ფეხს ცხოვრებაში.

ტრენინგის ჩატარების თარიღი და დრო: 2020 წლის 22/10  17:00 სთ.

შემოგვიერთდით, რომ ერთად ვებრძოლოთ დამკვიდრებულ ნეგატიურ სტერეოტიპებს, რომლებიც ხელს უშლიან შშმ ახალგაზრდებს თავიანთი პოტენციალის სრულად გამოვლენაში.

 

ტრენინგის ორგანიზატორები:

ქეთევან ცაგარეიშვილი

პროექტის დირექტორი

+995 599 212144

k.tsagareishvili@gmail.com

ნიკოლოზ დონჯაშვილი

ტრენერი

+995 599 041481

nika.donjashvili@yahoo.com

 

უკან
სიახლეების არქივი
TAFU TV
ტელეპროგრამა | სრულ ეკრანზე
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
1803132
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2020-12-02
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია