ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

2020-2021 სასწავლო წლის DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამების შესახებ საინფორმაციო ონლაინ-შეხვედრა

მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, 16:00 საათზე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა აკადემიური საფეხურის სტუდენტისათვის და აკადემიური პერსონალისთვის ონლაინ შეხვედრას გამართავენ DAAD-ის თბილისის საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლები ნინო ანთაძე და თამარ ლაცაბიძე.

განხილული იქნება DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2020-2021 სასწავლო წლისთვის: გერმანული ენის საზაფხულო კურსი გერმანიის უნივერსიტეტებში, სამაგისტრო სტიპენდიები, კვლევითი სტიპენდიები და სხვა.

შეხვედრა ტარდება სახელოვნებო მეცნიერების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით.

მოდერატორი: პროფესორი ნატო გენგიური.

შეხვედრა გაიმართება Google Meet პლატფორმის საშუალებით (გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია გამოიყენოთ Gmail-ის ელექტრონული ფოსტის სერვისი): https://meet.google.com/arz-vzbp-ysq 

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2501825
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2023-09-21
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია