ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
აბიტურიენტთა საყურადღებოდ: მენეჯმენტის (ხელოვნების) საბაკალავრო პროგრამას აკრედიტაცია უმთავრდება 2020 წლის ნოემბერში;
სახელმწიფო გრანტი აღნიშნულ პროგრამაზე არ გაიცემა.
სიახლე

სტუდენტთა საყურადღებოდ!

სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წევრების დამატებითი არჩევნები

განცხადება

  1. გამოცხადდეს სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის დამატებითი არჩევნები;
  2. არჩევნების თარიღად განისაზღვროს 2020 წლის 19 ოქტომბერი, 12:00 საათიდან 15:00 საათის ჩათვლით;
  3. არჩევნების ჩატარების ადგილი: უნივერსიტეტის მეორე კორპუსის ეზო (დავით აღმაშენებლის გამზირი N40)

3.1. კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის რეკომენდაციების დაცვის მიზნით, გთხოვთ არჩევნების დღეს ხმის მისაცემად მობრძანდეთ უნივერსიტეტის მეორე კორპუსის ეზოში (დ. აღმაშენებლის გამზირი N40) ფაკულტეტების მიხედვით, კერძოდ:

კინო-ტელე ფაკულტეტი 13:00-14:00 საათები;

სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი 14:00-15:00 საათები;

დრამის ფაკულტეტი 12:00-13:00 საათები.

4. სტუდენტური თვითმმართველობის წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია განხორციელდეს ელექტრონულად, კერძოდ, წევრობის მსურველმა შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე, მის: selfgovernment@tafu.edu.ge  2020 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით;

5. სტუდენტური თვითმამართველობის წევრობის კანდიდატმა რეგისტრაციის დროს უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

5.1. განცხადება;
5.2. პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
1781532
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2020-10-24
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია