- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
მიბმული ფაილები: დანართი 1, დანართი 2
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
ბრძანება
24. 01. 2014 წელი 10/2
----------------------------- ქ. თბილისი # -----------------------------
ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ქართული თეატრისა და ქართული კინოს სამეცნიერო-კვლევით ცენტრში მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობის დასაკავებლად საკონკურსო
პირობებისა და მოთხოვნების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე, 34-ე, 35-ე და 36-ე მუხლების, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2012 წლის 16 აგვისტოს № 03/34 ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-10 და 33–ე მუხლის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ა(ა)იპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცხადდესკონკურსი ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ქართული თეატრისა და ქართული კინოს სამეცნიერო-კვლევით ცენტრში მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობის დასაკავებლად:
1.1. ქართული თეატრის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში
მეცნიერ-თანამშრომელი - 3 საშტატო ერთეული
1.2. ქართული კინოს სამეცნიერო-კვლევით ცენტრში
მეცნიერ-თანამშრომელი - 3 საშტატო ერთეული
2. კონკურსი გამოცხადდეს 2014 წლის 27 იანვრიდან 6 თებერვლამდე.
3. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2014 წლის 6 თებერვლიდან 13 თებერვლის ჩათვლით. მის. აღმაშენებლის გამზირი № 40; ტ. 577 28 87 10; 2 99 75 41
4. სამეცნიერო ინსტიტუტში თანამდებობის დაკავების მსურველებმა, ვისაც უკვე ჰქონდათ გაფორმებული ერთ წლიანი კონტრაქტი არსებულ უნივერსიტეტში, უნდა წარმოადგინონ მხოლოდ გეგმით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაო.
5. დაინიშნოს საკონკურსო დოკუმენტაციაზე პასუხისმგებელ მდივნად სპეციალისტი ნინო ხუციშვილი.
პასუხისმგებელ მდივანს ნინო ხუციშვილს დაევალოს:
ა. დამტკიცებული საკონკურსო განაცხადებისა და დოკუმენტაციის მიღება აწარმოოს სპეციალურად დანომრილ, ზონარგაყრილ ჟურნალში, რომლის ყველა გვერდი ხელმოწერილია და დამოწმებულია უნივერსიტეტის ბეჭდით.
ბ. კანდიდატთან ერთად მოახდინოს წარმოდგენილი საბუთების ნუსხის შედგენა და მასზე ხელწერილის გაცემა.
გ. აწარმოოს სხდომის ოქმები და შეასრულოს ბრძანებით დაკისრებული მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული სამუშაო.
6. ბრძანება, კონკურსის ვადები და პირობები საჯაროდ გამოცხადების მიზნით გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე WWW.TAFU.EDU.GE და განთავსდეს თვალსაჩინო ადგილებზე უნივერსიტეტის შენობაში.
7. ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.
8. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საორგანიზაციო სამსახურს /ი. თევდორაძეს/
9. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ადმინისტრაციული წესით ქ. თბილისის საქალაქო საქმეთა კოლეგიაში 1 თვის ვადაში (მის. სარაჯიშვილის 1 ა)
საფუძველი: დეკანის პროფ. გ. ცქიტიშვილის 16.01.2014 წლის მოხსენებითი ბარათი.
რექტორის მოვალეობის
შემსრულებელი გიორგი მარგველაშვილი
უკან