ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
აბიტურიენტთა საყურადღებოდ: მენეჯმენტის (ხელოვნების) საბაკალავრო პროგრამას აკრედიტაცია უმთავრდება 2020 წლის ნოემბერში;
სახელმწიფო გრანტი აღნიშნულ პროგრამაზე არ გაიცემა.
სიახლე

სტუდენტთა საყურადღებოდ!

სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წევრების არჩევნების გამოცხადებისა და წევრობის მსურველთა რეგისტრაციის ვადების შესახებ

განცხადება

კანდიდატის განაცხადის შაბლონი

  1. გამოცხადდეს სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები;
  2. არჩევნების თარიღად განისაზღვროს 2020 წლის 15 ოქტომბერი, 10:00 საათიდან 16:00 საათის ჩათვლით;
  3. არჩევნების ჩატარების ადგილი: უნივერსიტეტის მეორე კორპუსის ეზო (დავით აღმაშენებლის გამზირი N40)

3.1. კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის რეკომენდაციების დაცვის მიზნით, გთხოვთ არჩევნების დღეს ხმის მისაცემად მობრძანდეთ უნივერსიტეტის მეორე კორპუსის ეზოში (დ. აღმაშენებლის გამზირი N40) ფაკულტეტების მიხედვით, კერძოდ:

კინო-ტელე ფაკულტეტი 10:00-12:00 საათები;

სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი 12:00-14:00 საათები;

დრამის ფაკულტეტი 14:00-16:00 საათები;

  1. სტუდენტური თვითმმართველობის წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია განხორციელდეს ელექტრონულად, კერძოდ, წევრობის მსურველმა შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე, მის: selfgovernment@tafu.edu.ge  2020 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით;
  2. სტუდენტური თვითმამართველობის წევრობის კანდიდატმა რეგისტრაციის დროს უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

5.1. განცხადება;

5.2. პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 

დამატებითი ინფორმაცია

  • სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება აქვს სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს;
  • სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ უნივერსიტეტის მართვაში და ამ უფლების რეალიზაციისათვის წარმოდგენილი იყვნენ წევრებად წარმომადგენლობით საბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოში;
უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
1781524
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2020-10-24
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია