ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
აბიტურიენტთა საყურადღებოდ: მენეჯმენტის (ხელოვნების) საბაკალავრო პროგრამას აკრედიტაცია უმთავრდება 2020 წლის ნოემბერში;
სახელმწიფო გრანტი აღნიშნულ პროგრამაზე არ გაიცემა.
სიახლე

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კონფერენცია

კონფერენციის თემატიკა - „კულტურის და ხელოვნების საკითხების გაშუქება მედიაში“

კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს კულტურის და ხელოვნების საკითხების გაშუქებას ქართულ მედიაში.

კონფერენცია ტარდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტის „ორიენტირის“ ფარგლებში.

კონფერენციის ორგანიზატორია შოთა რუსთაველის თეატრის და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელოვნებო მეცნიერებათა, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს.

კონფერენცია ჩატარდება თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ა. წ. 11 დეკემბერს.

კონფერენციაში მონაწილეების მოხსენების და თეზისების მიღების ვადები - 16 - 27 ნოემბერი.

მოხსენებაში უნდა მიეთითოს ავტორი, ავტორის საკონტაქტო რეკვიზიტები, უნივერსიტეტის დასახელება, სპეციალობა, სწავლების საფეხური და მოხსენების სამეცნიერო ხელმძღვანელის ვინაობა და აკადემიური თანამდებობა ან აკადემიური ხარისხი.

მოხსენების და თეზისების ტექსტი უნდა იყოს დაბეჭდილი Sylfaen -ში, შრიფტის ზომა 11, ინტერვალი 1.5. მოხსენების გვერდების რაოდენობა - 5 - 7 გვერდი.

ეპიდ-ვითარების გათვალისწინებით, შესაძლოა კონფერენცია ჩატარდეს ონლაინ რეჟიმში, რის შესახებაც კონფერენციის მონაწილეებს დამატებით ეცნობებათ.

საკონფერენციო მასალები უნდა გადაიგზავნოს ელექტრონული სახით შემდეგ მისამართზე lkutubidze@tafu.edu.ge

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
1781545
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2020-10-24
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია