საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კონკურსი
კონკურსის თემატიკა - „კულტურის და ხელოვნების საკითხების გაშუქება მედიაში“
კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს კულტურისა და ხელოვნების საკითხების გაშუქებას ქართულ მედიაში და გამოავლინოს ამ დარგით დაინტერესებული მომავალი ჟურნალისტები.
კონკურსი ტარდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტის „ორიენტირის“ ფარგლებში.
კონკურსის ორგანიზატორია შოთა რუსთაველის თეატრის და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელოვნებო მეცნიერებათა, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს.
კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან ა. წ. 11 დეკემბერს.
კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცემათ დიპლომები და ფულადი პრემია:
პირველი პრემია - 1200 ლარი
მეორე პრემია - 1000 ლარი
მესამე პრემია - 800 ლარი
კონკურსმა დააწესა სპეციალური პრიზი თემაზე „კოვიდ პანდემია და კულტურა“ შექმნილი საუკეთესო მედიაპროდუქტისთვის - 1000 ლარი
საკონკურსოდ შესაძლებელია ნებისმიერი აუდიო-ვიზუალური ნაწარმოების წარმოდგენა (რეპორტაჟი, სიუჟეტი, მცირე ფორმატის გადაცემა, ინტერვიუ, მულტიმედიური პროდუქტი, მცირე ზომის დოკუმენტური ფილმი, ესსე, ჩანახატი და სხვ.)
კონკურსში მონაწილეების განაცხადის და საკონკურსო მასალების მიღების ვადები - 25 ნოემბრიდან - 01დეკემბრის ჩათვლით.
საკონკურსოდ წარმოდგენილ ნამუშევრებს შეაფასებს ავტორიტეტული ჟიური.
გამარჯვებული ნამუშევრები განთავსდება უნივერსიტეტის ვებ გვერდზე და ფეისბუქ გვერდზე.
განაცხადში უნდა მიეთითოს ავტორი, უნივერსიტეტის დასახელება, სპეციალობა, სწავლების საფეხური.
საკონკურსო მასალები ან მასალების ლინკები უნდა აიტვირთოს შემდეგ მისამართზე - media_culture@tafu.edu.ge
უკან