- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
ბრძანება
24. 01. 2014 წელი 9/2
----------------------------- ქ. თბილისი # -----------------------------
კონკურსის პირობების განმარტების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2012 წლის 16 აგვისტოს № 03/34 ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-10 და 33-ე მუხლის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. უზრუნველყოფილ იქნეს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად 19.12.2013 წელს გამოცხადებული კონკურსის პირობების საინფორმაციო ხასიათის განმარტება ა(ა)იპ - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი ცქიტიშვილის 23.01.204 წლის მოხსენებითი ბარათის შესაბამისად (დანართი # 1).
2. საინფორმაციო ხასიათის განმარტება გამოქვეყნდეს ა(ა)იპ - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე.
3. ბრძანების შესრულება დაევალოს საორგანიზაციო სამსახურს.
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი გაცნობიდან 1 თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ # 6.
რექტორის მოვალეობის
შემსრულებელი გიორგი მარგველაშვილი
უკან