- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადებისა და კანდიდატთა რეგისტრაციის ვადების შესახებ
განცხადება
1. სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადდეს არჩევნები;
2. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კენჭისყრის თარიღად განისაზღვროს 2020 წლის 26 ოქტომბერი.
3. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყოს უნივერსიტეტის პირველ კორპუსში მის: საქართველო, თბილისი 0108. რუსთაველის გამზ. 19, 2020 წლის 11 ოქტომბრიდან 2020 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე პერიოდში.
4. სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატმა რეგისტრაციის დროს უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
4.1. განცხადება;
4.2. მოკლე ბიოგრაფიული ცნობები ფოტოსურათით;
4.3. სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
4.4. დოქტორის ან დოქტორთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
4.5. სახელოვნებო უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
4.6. ამავე უნივერსიტეტის ერთი ან/და რამდენიმე ფაკულტეტის რეკომენდაცია;
4.7. სამოქმედო გეგმა;
4.8. უნივერსიტეტის განვითარების კონცეფცია.
5. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება.
6. აღნიშნული განცხადება უნივერსიტეტში საჯაროდ ხელმისაწვდომ ადგილას, ასევე, ინტერნეტ სივრცესა და უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე განთავსდეს 2020 წლის 10 სექტემბერს;
უკან