ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

ტრენინგი ქორეოგრაფიული მიმართულების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის!

 

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის ქორეოგრაფიული დეპარტამენტი, ამავე უნივერსიტეტისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, იწყებს ტრენინგს - ინკლუზიური ცეკვის სწავლება-აქტივობების დისტანციური პროგრამა".

 

ტრენინგიმიმდინარეობს 15 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე.

 

პროგრამას წარუძღვებიან “თეატრალური” უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის ქორეოგრაფიული მიმართულების პედაგოგი, ინკლუზიური ცეკვის მკვლევარი, ინკლუზიური ცეკვის განვითარების ცენტრის დამფუძნებელი ანა ღვინიაშვილი;
ასევე, ინკლუზიური განათლების ტრენერი, ფსიქოლოგი, ინტეგრირებული თეატრის ,,აზდაკის ბაღის" ხელმძღვანელი ქეთევან ქიმოსტელი.

 

ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ, ბენეფიციარებს გადაეცემათ ცეკვის სპეციალური პედაგოგის კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

ტრენინგი წარიმართება შერეული ფორმატით: როგორც პირისპირ, ასევე დისტანციურად.

ტრენინგში მონაწილეობა უფასოა.

პრიორიტეტი მიენიჭებათ ბენეფიციარებს, რომლებიც უკვე მუშაობენ ინკლუზიურ ჯგუფებში (როგორც სახელოვნებო ასევე საგანმანათლებლო სექტორში) და აქვთ პედაგოგიური საქმიანობის გაძლიერების სურვილი აღნიშნული მიმართულებით.

პროექტის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას შეიტყობთ პრეზენტაციაზე, რომელიც ჩატარდება 9 სექტემბერს დისტანციურად (ონლაინ ფორმატში).

 

ტრენინგის გავლის მსურველებს გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე:

https://forms.gle/g7ESc5AZs9f3yXMXA

 

მისამართი: დავით აღმაშენებლის გამზ. #40

საკონტაქტო ინფორმაცია: 599 18 88 24; egeliashvili@tafu.edu.ge

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2502670
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2023-09-21
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია